ბიზნესი

საქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამაში უკვე 200-მდე სტუდენტი ჩაერთო

საქართველოს ბანკის
ლიდერატორის პროგრამაში
უკვე 200-მდე სტუდენტი ჩაერთო
1622621460
დაკოპირებულია

სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი ლიდერატორის პროგრამას კვლავ აგრძელებს.

საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ლიდერატორი უკვე მეხუთე წელია სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებებით მიიღონ.

მათივე ცნობით, პროექტის მთავარ მიზანს ახალგაზრდების კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ უკვე 200-მდე სტუდენტს მიეცა შესაძლებლობა, გამხდარიყო ლიდერატორი, პროგრამების დასრულების შემდეგ კი მონაწილეთა 95%-მა გააგრძელა კარიერა საქართველოს ბანკში.

ლიდერატორის პროგრამა ანაზღაურებადია და სტუდენტების სასწავლო გრაფიკს არის მორგებული. პროექტის ფარგლებში სტუდენტები, როტაციის პრინციპით, სხვადასხვა დეპარტამენტში იღებენ სამუშაო გამოცდილებას. რაც მთავარია, შესაძლებლობა აქვთ, განივითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები ტრენინგებითა და მენეჯერული პოზიციის მქონე პროფესიონალების უშუალო მენტორინგით.

2021 წელს პროგრამა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა - ლიდერატორი სტუდენტებს 12 პროგრამას სთავაზობს, რომელიც ბანკის მასშტაბით 40-მდე დეპარტამენტს მოიცავს, ესენია: კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგი; მცირე და საშუალო ბიზნესი; ფინანსები; საცალო საბანკო მომსახურება, მომხმარებელთა კმაყოფილება და ლოიალობა; ბიზნესის განვითარების ანალიტიკა; ბიზნესის ეფექტურობა; საბანკო სამართალი და შესაბამისობა; ინფორმაციული ტექნოლოგიები; მონაცემთა მეცნიერება; ადამიანური კაპიტალის მართვა; მარკეტინგი და ციფრული არხების განვითარება.

„წლებია, ლიდერატორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალგაზრდების კარიერულ განვითარებასა და დასაქმებაში. პროგრამის მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება - 2021 წელს ლიდერატორის საკონკურსო პროცესში 2500-მდე კანდიდატი იყო ჩართული. ზოგადი და პროფესიული ტესტირების, ინტერვიუების, სხვადასხვა დავალებებისა თუ პრეზენტაციების შემდეგ, მათგან 94 სტუდენტი შეირჩა.

აღსანიშნავია, რომ თუ წინა წლებში მონაწილეები ძირითადად 6 უნივერსიტეტიდან იყვნენ წარმოდგენილნი, წელს ეს რიცხვი თითქმის გაორმაგდა და ამჟამად ლიდერატორის პროგრამაში 11 სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტი იღებს მონაწილეობას. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად განვაგრძობთ განათლებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროექტების განხორციელებას. გვჯერა, რომ ეს ყოველივე მნიშვნელოვნად აისახება როგორც ახალგაზრდების, ასევე ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ნუცა გოგილაშვილმა.

დამატებითი ინფორმაცია პროგრამა ლიდერატორის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

პუტინი ბრიფინგზე

„არანაირი მტრული განწყობა არ გვქონია“ -...

„დისკუსია იყო ძალიან კონსტრუქციული“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯიპას პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თენგიზ ფხალაძე ჟენევაში თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერების პირისპირ შეხვედრას გამოეხმაურა.

1623869223

თბილისში, პოლიციის ერთ-ერთი განყოფილებიდან კაცი გადახტა.

1623867625

„თითოეული მოქალაქის საკუთრების დაცვასთან ერთად, კახა კალაძემ საზოგადოებრივ, საერთო სივრცეებზე ზრუნვა პრიორიტეტული გახადა,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძე დედაენის განახლებული ბაღის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

1623866305
თბილისის მერი კახა კალაძე,
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის...

დედაქალაქის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა დედაენის და 9 მარტის ბაღების, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დაასრულეს.

საქართველო ყველაზე ცუდ საგანმანათლებლო ს...

მნიშვნელოვანი როლი უკავია განათლებას ადამიანთა ცხოვრებაში. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს აქვთ კარგად განვითარებული საგანმანათლებლო სისტემები და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობები, რაც ეხმარება ამ ქვეყნის მოქალაქეებს მიიღონ უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაოები და ცხოვრების დონის უკეთესი მაჩვენებელი აქვთ.

„საკითხს გაკვრით შევეხეთ, აქ არაფერია გა...

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში არსებულ ვითარებასა და „მინსკის შეთანხმების“ შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

18 ივნისს ჯივიპი გურამიშვილის გამზირზე ა...

18 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N62-თან წყალარინების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ინტენსიურ, 24 საათიან რეჟიმში ასევე შესრულდება წყალარინების სისტემის მაგისტრალურ კოლექტორზე და საკვანძო ჭაზე.