ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა

საქართველოს ბანკის
მხარდაჭერით გორში
საკალმახე მეურნეობა
გაფართოვდა
1604661804
დაკოპირებულია

საქართველოს ბანკი აგრომიმართულებით ბიზნესების მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს.ამჯერად ბანკის ჩართულობით გორში საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა. ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბანკის ინვესტიცია, რომელიც 70,000 ლარს შეადგენს, საკალმახე ავზების მოწყობას, საკალმახის გაფართოვებასა და საჭირო ინვენტარის შეძენას მოხმარდა. ამის გარდა, პროექტის ფარგლებში მოეწყო სამაცივრე მეურნეობაც, რამაც მეწარმეს წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ახალი შესაძლებლობები მისცა.

საკალმახემ საქმიანობა 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და უკვე მნიშვნელოვნად გაზარდა ბიზნესი. საკალმახე წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას თბილისის საცალო მაღაზიებსა და ნიკორაში ახდენს.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ხელშეწყობით კიდევ ერთი ადგილობრივი საწარმო ფართოვდება. ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ აგრომიმართულების მხარდაჭერას რადგან მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, ასევე ეკონომიკის განვითარებაში. გვინდა წარმატება ვუსურვოთ პროექტში დასაქმებულებს და აგრობიზნესებს. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას “,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.


„ჩვენი შვილებისა და
შვილიშვილების დაცვის
ერთადერთი შესაძლებლობაა
ოჯახის წევრების
ვაქცინაცია“

„პირებს, რომელთაც ვაქცინის პირველ დოზაზე...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ ადამიანებს რომელთაც კორონავირუსის ვაქცინის პირველ დოზაზე ალერგიული რეაქცია ჰქონდათ, შესაძლოა, განსხვავებული ტიპის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცეთ.

1627587122

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში გურამ თუშიშვილი (+100 კგ) იასპარეზებს, რომელმაც ზედიზედ ორიე შეხვედრის მოგება მოახერხა.

1627621923

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 30 ივლისს, ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

1627590201

დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს, ვაგან კერობიანს, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

1627589649

„დღეს კიდევ ერთი სპორტული მოედანი და ნარგავებით სავსე სკვერი გავხსენით ჩუღურეთში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

1627589613
ივანე ჩხაიძე

იგეგმება თუ არა საქართველოში 6 თვიდან ბავშვებ...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, 2022 წლიდან საქართველომ, შესაძლებელია, 6 თვიდან ბავშვების ვაქცინაცია დაიწყოს.

1627589401
ოპოზიციის ბოიკოტის შემთხვევაში, მათი პოლ...

„ხელშეკრულების ანულირების შემდეგ, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო საერთაშორისო პარტნიორების არასასურველი შეფასებები, რაც ძირითადად, ინფორმაციის არასწორ მიწოდებას და არასწორ მოლოდინებს უკავშირდება“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

„პოლიტიკური სტაბილურობისა და კონსენსუსის...

„გაერთიანებული სამეფო შეშფოთებას გამოთქვამს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის მიზანი იყო პოლიტიკური ჩიხის დასრულება“, - ამის შესახებ საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს...

„ორმაგი სტანდარტის მატარებელი, არასამთავრობო ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, „ოცნების“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ (ISFED, GDI, TI, IDFI, EPF, DRI და სხვა). როგორც მოსალოდნელი იყო, მათ დაგმეს „ოცნების“ გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირეს საკუთარ პარტიას, დიახ, პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.