ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „იფქლის“ ახალი საწარმო გაიხსნა

საქ ბანკი
1622813684
დაკოპირებულია

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას კვლავ აქტიურად განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით კომპანია „იფქლმა“ გაფართოება რამდენიმე თვის წინ დაიწყო, სულ ცოტა ხნის წინ კი ქუთაისის ახლად გახსნილმა საწარმომ ფუნქციონირება დაიწყო.

ბანკის მიერ გამოყოფილი 4 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია მთლიანად მოხმარდა ქუთაისში ევროპული ტიპის ახალი საწარმოს აშენებას, რომელიც 140 ადამიანს ასაქმებს. ახალ საწარმოში ცხობის პროცესი სრულად ავტომატიზებულია და პროდუქცია ბუნებრივი საფუარის გამოყენებით, უკონტაქტოდ ცხვება.

„ბანკის მხარდაჭერით „იფქლმა“ ქუთაისში ახალი საწარმო გახსნა და ახალი სამუშაო ადგილებიც შექმნა. მოხარული ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა, მივიღოთ მონაწილეობა ჩვენი პარტნიორი ბიზნესის კიდევ უფრო განვითარებაში.

უკვე მრავალი წელია კომპანია „იფქლი“ მომხმარებელს ქვეყნის მასშტაბით უმაღლესი ხარისხის პურ-ფუნთუშეულს აწვდის. მის ხარისხზე მეტყველებს მრავალი ჯილდოც, რომელიც კომპანიამ განსაკუთრებული მიღწევებისათვის მოიპოვა. ახალი საწარმოს მეშვეობით კიდევ უფრო გაფართოვდა წარმოება.

ჩვენი მიზანი სწორედ ბიზნესის მეტი ხელშეწყობაა, რათა მხარი დავუჭიროთ მათ და ერთად შევქმნათ კიდევ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილი“ - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების დირექტორის მოადგილემ, სანდრო ძაგნიძემ.

ინფორმაციისთვის, კომპანია „იფქლის“ ისტორია 1993 წლიდან იწყება, მისი მისია კი საქართველოს მასშტაბით მომხმარებლისთვის ჯანსაღი და გემრიელი პურ-ფუნთუშეულის მიწოდებაა. გარდა პურისა, „იფქლი“ მომხმარებელს 75-მდე სახეობის პურ-ფუნთუშეულსაც სთავაზობს, რომლითაც თბილისის თითქმის ყველა მაღაზია მარაგდება. „იფქლის“ პროდუქცია ასევე აქტიურადაა წარმოდგენილი რუსთავში, მცხეთაში, გორსა და ქუთაისში.

პუტინი ბრიფინგზე

„არანაირი მტრული განწყობა არ გვქონია“ -...

„დისკუსია იყო ძალიან კონსტრუქციული“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯიპას პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თენგიზ ფხალაძე ჟენევაში თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერების პირისპირ შეხვედრას გამოეხმაურა.

1623869223

თბილისში, პოლიციის ერთ-ერთი განყოფილებიდან კაცი გადახტა.

1623867625

„თითოეული მოქალაქის საკუთრების დაცვასთან ერთად, კახა კალაძემ საზოგადოებრივ, საერთო სივრცეებზე ზრუნვა პრიორიტეტული გახადა,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძე დედაენის განახლებული ბაღის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

1623866305
თბილისის მერი კახა კალაძე,
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის...

დედაქალაქის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა დედაენის და 9 მარტის ბაღების, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დაასრულეს.

საქართველო ყველაზე ცუდ საგანმანათლებლო ს...

მნიშვნელოვანი როლი უკავია განათლებას ადამიანთა ცხოვრებაში. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს აქვთ კარგად განვითარებული საგანმანათლებლო სისტემები და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობები, რაც ეხმარება ამ ქვეყნის მოქალაქეებს მიიღონ უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაოები და ცხოვრების დონის უკეთესი მაჩვენებელი აქვთ.

„საკითხს გაკვრით შევეხეთ, აქ არაფერია გა...

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში არსებულ ვითარებასა და „მინსკის შეთანხმების“ შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

18 ივნისს ჯივიპი გურამიშვილის გამზირზე ა...

18 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N62-თან წყალარინების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ინტენსიურ, 24 საათიან რეჟიმში ასევე შესრულდება წყალარინების სისტემის მაგისტრალურ კოლექტორზე და საკვანძო ჭაზე.