ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „კაიამ“ მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა

საქართველოს ბანკის
მხარდაჭერით კომპანი
„კაიამ“ მზის
ელექტროსადგური
დაამონტაჟა
1634061658
დაკოპირებულია

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერასა და განვითარებას აგრძელებს. ამჯერად ბანკმა სახელმწიფო პროგრამა - „აწარმოე საქართველოსთან“ ერთად კომპანია „კაიას“ მზის პანელების ელექტროსადგურის განთავსებისთვის ფინანსური რესურსი გამოუყო.

პროექტის საინვესტიციო მოცულობა 185 000 ლარს შეადგენს, რაც სრულად ბანკის მიერ დაფინანსდა.

მზის პანელების დამონტაჟების შემდეგ კომპანია 110 კვტ-ის სიმძლავრის სადგურით დაახლოებით 150 000 კვტ/სთ ენერგიის გამომუშავებას შეძლებს, რაც ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფის ფონზე, კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, დაზოგოს ფინანსური რესურსი და ის წარმოების სამომავლო განვითარებას მოახმაროს.

კომპანია „კაია“ ქართული მძიმე მრეწველობის სექტორში საქმიანობს. ის 2011 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და აწარმოებს ლითონის სამშენებლო და სახარჯ მასალებს. მის წარმოებაში არსებული ლითონის მასალები ფართოდ გამოიყენება როგორც სამრეწველო, ისე საყოფაცხოვრებო მიმართულებით.

კომპანია მრავალპროფილურია. კომპანია პროდუქციას სარეალიზაციოდ აწარმოებს და ღირსეულ კონკურენციას უწევს იმპორტირებულ ნაწარმს.

„ჩვენი ერთგული პარტნიორის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ვაგრძელებთ მუდმივ განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ ბანკის მხრიდან მიღებული დაფინანსების პარალელურად კომპანიამ მიიღო „აწარმოე საქართველოს“ დაფინანსებაც. პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 245 000 ლარს, საიდანაც კომპანიის მხრიდან გასაწევი ხარჯი მხოლოდ 7000 ლარს შეადგენს. ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ჩვენთვის და გვაძლევს შესაძლებლობას, ვიზრუნოთ სამომავლო გაფართოებაზე, ახალი ტექნოლოგიების ათვისებაზე, კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნაზე“,- განაცხადა კომპანიის დირექტორმა ილია ბაჩანიძემ.

„მოხარული ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ ეროვნულ საქმეში, რასაც ქართული მძიმე მრეწველობის წახალისება და ხელშეწყობა ჰქვია. სასიამოვნოა, რომ ეს ჩვენი და „კაია“-ს უკვე მესამე წარმატებული ერთობლივი პროექტია, რომელიც ბანკის პარტნიორ კომპანიასთან „ჰელიოს ენერჯისთან“ ერთად განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ „კაია“ მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას და მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე.

მიგვაჩნია, რომ კომპანიები, რომლებიც ორიენტირებულები არიან წინსვლაზე და არ ჩერდებიან, ნადვილად შეძლებენ წარმატების მიღწევას. ბანკში გვჯერა, რომ თუკი ხელს შევუწყობთ ასეთ ბიზნესებს, ჩვენ ერთად შევძლებთ წარმატებული ეკონომიკის მშენებლობას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ მასურაშვილმა.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

1635316080

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ვინოგრაფი“ ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა.

1635312899

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება.

1635312254
ჩინეთში ფრინველის გრიპით
ინფიცირების შემთხვევები
იზრდება

ჩინეთში ფრინველის გრიპით ინფიცირების შემთხვევ...

„ჩინეთში ადამიანების ფრინველის გრიპით ინფიცირების ზრდა სწრაფად ცვალებადი ვარიანტების წარმოქმნის რისკებზე მიანიშნებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მომხრე ვარ, საქართველოში მოხდეს კონსტიტ...

„მომხრე ვარ საქართველოში მოხდეს კონსტიტუციური აჯანყება, რომელიც კონვენციით ჩვენი მონიჭებული უფლებაა“, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან განაცხადა.

იოსებ ხახალეიშვილი: მინდა, ბატონ პაატა ბ...

მინდა, ბატონ პაატა ბურჭულაძეს მოვუწოდო, არ შეჰფერის თქვენი დონის ხელოვანს ასეთი იაფფასიანი ტრიუკები და ნუ აჰყვებით იმ თქვენი ფავორიტის თემებს, ვის მხარდასაჭერადაც ჩამობრძანდით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

იოსებ ხახალეიშვილი: ჩემთვის არ იყო ცნობი...

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი აცხადებს, რომ გუშინ, რუსთავის ციხესთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამართული აქციის შესახებ ინფორმირებული არ იყო და არც აქციის მონაწილეებს იცნობს.