ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „მეღვინეობა ართანა“ საქმიანობას აფართოებს

საქართველოს ბანკის
მხარდაჭერით „მეღვინეობა
ართანა“ საქმიანობას
აფართოვებს
1633590560
დაკოპირებულია

საქართველოს ბანკი, როგორც სანდო პარტნიორი, ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან თანამშრომლობით „მეღვინეობა ართანამ“ ქვევრის ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების წარმოებისთვის მარანი მოაწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკში ავრცელებენ.

ბანკის ცნობით, კომპანიას „ართანას“ ვენახი 4 ჰა-ზე აქვს გაშენებული. რაზედაც რქაწითელი და საფერავი მოჰყავს. კომპანიამ წელს უკვე 22 ტონა მოსავალი მიიღო, სამომავლოდ კი ახალი ვენახების გაშენებას გეგმავს.

„მოხარული ვართ რომ საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, გვერდით გვიდგას და მათთან პარტნიორობის ფარგლებში უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენ ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის ბუნებრივ ღვინოს, ვართ „ასოციაცია ბუნებრივი ღვინის“ წევრები.

ღვინის რეალიზაციასაც ვახდენთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გაგვაქვს ექსპორტზე ამერიკაში, იაპონიაში, იტალიაში. თუმცა ამით ჩვენ არ ვჩერდებით და ვაპირებთ კიდევ უფრო განვავითაროთ მეღვინეობა, ავითვისოთ ახალი ბაზრები და შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები“,- განაცხადა ანასტასია ახვლედიანმა, „მეღვინეობა ართანას“ თანადამფუძნებელმა.

„მეღვინეობა ართანა“ 2015 წელს დაფუძნდა, 2018 წლამდე ის მხოლოდ ჰობის წარმოადგენდა, თუმცა მოგვიანებით კომპანიამ აქტიურად დაიწყო გაფართოება და წელს უკვე 20 000 ბოთლი, მაღალი ხარისხის ღვინის და სპირტიანი სასმელების ჩამოსხმა შეძლო. სასიამოვნოა, როცა ვხედავთ თუ როგორ ძლიერდებიან ბიზნესები და როგორ ფიქრობენ მუდმივ განვითარებაზე.

კომპანია გეგმავს კიდევ უფრო დიდ ფართობზე მოიყვანოს ვაზი და გავიდეს საფრანგეთისა და გერმანიის ბაზარზე. გვიხარია, რომ წვლილი ჩვენც მიგვიძღვის ამაში. გვინდა კომპანიას კიდევ უფრო მეტი წარმატება ვუსურვოთ. ჩვენ მუდმივად მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მსგავს ეკონომიკურად გამართლებულ პროექტებს, რათა კიდევ უფრო მეტი ბიზნესის გაძლიერება შევძლოთ“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

ძალიან ბევრი თემა, რომელიც ოპონენტების მიერ იქნა დაანონსებული, ჩვენს მიერ უკვე დაწყებულია და განხორციელების ეტაპზეა, - ამის შესახებ ქუთაისის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

1635279904

27 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

1635279551

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისში ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ.

1635279192
თელავში ავარია მოხდა

თელავში ავარია მოხდა - არის მსხვერპლი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იტალიას ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს (ვ...

სამხრეთ იტალიას ქარიშხალი „მედიკანე“ თავს დაატყდა. ქარიშხალს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძ...

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის რეაბილიტირებული მოედანი გახსნა. ღონისძიებაზე მან სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას.

ირაკლი ღარიბაშვილი: ამ ისტორიულ უბანში კ...

ამ ისტორიულ უბანში კიდევ ერთხელ გვახსენდება, რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა ჩვენი ქალაქის წინაშე, როგორი ძვირფასი და უნიკალური ქალაქი გვაქვს და ჩვენი ქალაქისთვის კახა კალაძემ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუდიაშვილის განახლებული მოედნის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.