ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სტუდენტებისთვის ლიტერატურული კონკურსი გაიმართება

საქართველოს ბანკის
მხარდაჭერით
სტუდენტებისთვის
ლიტერატურული კონკურსი
გაიმართება
1632310810
დაკოპირებულია

საქართველოს ბანკისა და „თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობა გრძელდება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ თანამშრომლობით, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების მოქმედი სტუდენტებისთვის ლიტერატურული კონკურსი გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკში ავრცელებენ.

პრესსამსახურის ცნობით, 15 გამარჯვებული სტუდენტი, ოქტომბრის ბოლოს, ხუთ ტუტორთან ერთად გაემგზავრება საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, სადაც, ხუთი დღის განმავლობაში მხატვრული წერის, რედაქტირების, დაკაბადონებისა და წიგნის გამოცემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე, ლექციები ჩაუტარდებათ.

კურსის დასრულების შემდეგ, პროექტის მონაწილე სტუდენტებმა, ორი კვირის განმავლობაში, ახალი მოთხრობა უნდა დაწერონ. ყველა მოთხრობას ერთ კრებულად გამომცემლობა, „პალიტრა L“ გამოსცემს, ხოლო, 19 ნოემბერს, სამი საუკეთესო მოთხრობის ავტორს, გადაეცემა ფულადი ჯილდო. ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი, საკუთარ რჩეულებს დაასახელებენ.

ბანკის ცნობით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი ან/და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებმა, მისამართზე wbclit2021@gmail.com, უნდა გააგზავნონ სასწავლებლის მიერ გაცემული სტუდენტის მოქმედი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა და მხატვრული მოთხრობა, არანაკლებ, ორი და, არაუმეტეს, ხუთი გვერდისა (12-იანი შრიფტით).

განაცხადების მიღება 23 სექტემბერს დაიწყება და 6 ოქტომბერს დასრულდება, რის შემდეგაც, სპეციალურად შერჩეული ჟიური, ნაწარმოებების შეფასებას შეუდგება.

ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ თბილისის მერიის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

აღნიშნული ერთ-ერთია იმ მრავალი პროექტიდან, რომელსაც საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განათლების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს. ვრცლად ბანკის სხვა CSR პროექტების შესახებ ინფორმაციას აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3mxQeXI

„თავისუფლება მიშას“ -
რუსთავის ციხესთან
სააკაშვილის მხარდამჭერი
აქცია დაიწყო

„თავისუფლება მიშას“ - რუსთავის ციხესთან...

რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო.

„მოგეხსენებათ, თელავში ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი, ლევან ანდრიაშვილი, ძალიან წესიერი, კეთილსინდისიერი კაცი, გამოცდილი საჯარო მოხელე, რომელმაც თავისი საქმიანობით დაამტკიცა, რომ არის წარმატებული ახალგაზრდა კაცი, მოტივირებული თავისი თელავისთვის და თელაველებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

1635083233

უგანდას დედაქალაქ კამპალაში ტერორისტულ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

1635082971

„სააკაშვილის ეს მასკარადი და ეს თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

1635082784

„ჩვენ სრული მობილიზაცია გვაქვს გამოცხადებული, რომ ჩვენი არც ერთი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში; უნდა გავიმარჯვოთ დიდი უპირატესობით, ლევანმა უნდა გაიმარჯვოს დიდი უპირატესობით, მე ამის მჯერა და ამის საფუძველს მაძლევს ის განწყობა და წინასწარი გამოკითხვების შედეგები, რომელიც ჩვენ გვაქვს თელავში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

1635082598
ელენე ხოშტარია

„ისტორიის ის ფურცელი, როდესაც არჩევნები არის...

„დღეს ჩვენ ვნახეთ ის, რისი შეცვლაც გვინდა ამ ქვეყანაში“, - ასე გამოეხმაურა რუსთავში მომხდარ ინციდენტს პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.

ირაკლი ღარიბაშვილი - 45 ხმა დააკლდა ჩვენ...

„45 ხმა დააკლდა ჩვენს კანდიდატს ცაგერში და 55 ხმა ჩვენს კანდიდატს ბაღდათში. ჩვენ რომ რაიმე არაკანონიერის გაკეთება გვნდომებოდა, ჩვენს ხელშია ყველა რესურსი, მარტივად შეიძლებოდა ამით მანიპულირება, მაგრამ ჩვენ ამას არ ვკადრულობთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თიანეთში განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი - ძალიან ცუდი სანახავ...

„ძალიან სამწუხაროა, ძალიან ცუდი სანახავია, როცა ერთის მხრივ გამოდიან ყოფილი თანამშრომლები, თითქოს პოლიციის მუნდირს იცავენ და მეორეს მხრივ ძალიან მდარე ხარისხის პოლიტიკურ კამპანიაში იღებენ მონაწილეობას ნებსით თუ უნებლიეთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თიანეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

თუ პატიმარ სააკაშვილს დასჭირდება  დამატე...

„თუ პატიმარ სააკაშვილს დასჭირდება დამატებითი კვლევების ჩატარება, ყველა პირობაა შექმნილი ციხის საავადმყოფოში, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და აღარ გადაიხედება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თიანეთში განუცხადა.