მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზებები ფინტექ კომპანიებს

საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზებები ფინტექ კომპანიებს

საქართველოს ბანკი ფინტექ ინდუსტრიის განვითარების მიზნით პროექტების განხორციელებას განაგრძობს. სხვადასხვა სერვისს პროვაიდერებთან თანამშრომლობით, ბანკმა პარტნიორ ფინტექ კომპანიებს ამჯერად სპეციალური, მათზე მორგებული შეთავაზებები მოუმზადა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკში ავრცელებენ.

ბანკის ინფორმაციით, ფინტექ კომპანიები, რომლებიც საქართველოს ბანკის მომხმარებლები არიან, ამიერიდან სპეციალური პირობებით შეძლებენ მათ ბიზნესს საჭიროებებზე გათვლილი სერვისებით სარგებლობას ისეთი პროვაიდერებისგან, როგორიცაა: იურიდიული თუ ღრუბლოვანი სერვისების პროვაიდერები, ბიზნესს საკონსულტაციო კომპანიები, გაყიდვების მენეჯმენტი, IT და მარკეტინგული სერვისების მომწოდებელი კომპანიები და სხვა.

გარდა ამისა, შეძლებენ საერთო სამუშაო სივრცეების გამოყენებისას შეღავათიანი ფასებით ისარგებლონ.

შეთავაზებების სრული სია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, ხელი შეუწყოს ბიზნესს სამომავლო განვითარებაში. ერთ-ერთი ასეთი ბიზნესს მიმართულება ფინტექ სფეროა, რომელიც საქართველოს ბაზარზე ახლა იკიდებს ფეხს.

ღია ბანკინგის დამკვიდრებასთან ერთად კი, კიდევ უფრო იზრდება ფინტექ ინდუსტრიის საჭიროება. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყო ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არსებულ სხვადასხვა სერვისს პროვაიდერ კომპანიებთან.

თანამშრომლობის ფარგლებში ბანკის პარტნიორი ფინტექ მიმართულების ბიზნესები ფასდაკლებებით და განსაკუთრებული პირობებით შეძლებენ გამართულად ოპერირებისთვის საჭირო მრავალფეროვან სერვისზე წვდომას.

ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ აღნიშნული სფეროს უფრო სწრაფ ზრდასა და განვითარებას. ასევე, სფეროში მოღვაწე ადამიანების ცოდნის ამაღლებას“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.