ბიზნესი

შეთავაზება თიბისის და VISA-სგან „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“ გრძელდება

შეთავაზება თიბისისგან
„შექმენი საკუთარი ონლაინ
მაღაზია“ გრძელდება
1605605875
დაკოპირებულია

იმ კომპანიებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არა აქვთ საკუთარი ონლაინ მაღაზია, თიბისი და VISA განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობენ, რაც ბიზნესს განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლაში დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, თიბისის და თიბისი და VISA-ს მხარდაჭერით კომპანიებს შეუძლიათ შექმნან საკუთარი, სრულად გამართული ონლაინ მაღაზია, რომლის საშუალებითაც პროდუქციის გაყიდვასა და მომხმარებლისთვის მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელებენ.

„შეთავაზება მოიცავს პლატფორმას, რომლის საშუალებითაც ბიზნესებს შეუძლიათ მოკლე დროში მარტივად შექმნან ონლაინ მაღაზია, უფასოდ მიიღონ ფოტოგრაფის მომსახურება, რომელიც დაასურათებს ვებგვერდზე განსათავსებელ პროდუქციას, ვებგვერდში ჩააშენონ თიბისის ონლაინ გადახდის სისტემა, სფეისის ციფრული განვადება და მიტანის სერვისი. პროექტი მიზნად ისახავს, დაეხმაროს ბიზნესებს ციფრულ ტრანსფორმაციასა და შექმნილ გამოწვევებთან გამკლავებაში. ონლაინ მაღაზიების შექმნით ისინი შეძლებენ გაყიდვების ახალი არხის ათვისებას, რაც დისტანციურად დააკავშირებთ მათ მომხმარებლებთან. პროექტის პირველ ეტაპზე, რომელიც 2020 წლის გაზაფხულზე განხორციელდა, შეთავაზებით 100-მდე ქართულმა კომპანიამ უკვე ისარგებლა. 200 ბიზნესს ონლაინ მაღაზიის შექმნას თიბისი და VISA სრულად დაუფინანსებენ. აგრეთვე ბიზნესები 6 თვით თავისუფლდებიან ვებ-გვერდის ყოველთვიური მომსახურების გადასახადისგან, აგრეთვე, ისინი თიბისის E-commerce-ით 2 თვით საკომისიოს გარეშე ისარგებლებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მოდერნა და ფაიზერი

„მოდერნა“ და „ფაიზერი“ კორონავირუსის საკ...

ფარმაცევტულმა კომპანიებმა „მოდერნამ“ და „ფაიზერმა“ კორონავირუსის საწინააღმდეგო საკუთარი ვაქცინების გაძვირების შესახებ გამოაცხადეს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს The Financial Times-ზე დაყრდნობით.

1627841480

,,საჯაროდ გაცემული პირობა შევასრულე და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში “მთავარი არხის” ორი ჟურნალისტი ვამხილე ჩემი 7 მიზნით მიზანმიმართულად გავრცელებულ ყალბ ინფორმაციაში!" - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

1627846271

81 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი, ტელეწამყვანი და პედაგოგი მანანა მაჩაბელი.

1627845129

თურქეთში, მეხანძრე-მაშველმა სამუშაოს შესრულების დროს კუ ტყის ხანძრისგან გადაარჩინა და ის უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.

1627843621

„ჩვენმა გადაწყვეტილებამ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ორი პოლიტიკური ძალა. ეს არის „ნაცმოძრაობა“, რომელიც ამ შეთანხმების ანულირებაში მთავარი დამნაშავე იყო და მეორე, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა გახარია“, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

1627842786
იურისტი თამთა
მეგრელიშვილი Pia.ge

2011 წელს მსოფლიო შეძრა მასობრივმა მკვლელობამ...

,,გაეროს მიერ გამოქვეყნებული ბედნიერების მსოფლიო რეიტინგის მიხედვით (World Happiness Report), ნორვეგია მეორე პოზიციაზეა ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვის დონე, უსაფრთხოება, დასაქმების გარანტიები და სხვა", - ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი აოციალურ ქსელში წერს.

კოვიდპასპორტების წინააღმდეგ საპროტესტო ა...

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობის მიერ ახალი რეგულაციის შემოღებამ, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მოქალაქეებმა ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობა ან Covid 19-ზე უარყოფითი ტესტის პასუხი უნდა წარადგინონ, მოქალაქეებში უკმაყოფილება გამოიწვია. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

სიცილიაში ვულკანი ეტნა ამოიფრქვა

სიციალიაში ვულკანი ეტნა ამოიფრქვა. ლავის შადრევანი კრატერის ზედაპირიდან 800 მეტრზე გავრცელდა, რამაც მიმდებარე ტერიტოერიებზე ფერფლის გაბნევა გამოიწვია, სიცილიის სოფლები კი კვამლმა დაფარა.

17 წლის ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად გ...

„დინამო ბათუმის“ აკადემიის ფეხბურთელი ტრაგიკულად გარდაიცვალა.