ბიზნესი

თიბისი კაპიტალის დახმარებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, 157 500 000 ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა

თიბისი კაპიტალის
დახმარებით, ევროპის
რეკონსტრუქციისა და
განვითარების ბანკმა - EBRD, 157
500 000 ლარის ოდენობის
ობლიგაციები განათავსა
1626675020
დაკოპირებულია

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, თიბისი კაპიტალის დახმარებით, 157 000 000 ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. ობლიგაციების ვადა 18 თვეა. ემისია სრულად თიბისი ბანკმა შეიძინა. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, ეს თიბისი ბანკისთვის 100 მილიონ აშშ დოლარიანი არაუზრუნველყოფილი დაფინანსების მეორე ტრანშს წარმოადგენდა და ხელმისაწვდომი იყო როგორც აშშ დოლარში, ასევე ლარში. აღნიშნული პროექტი EBRD-ის მხარდაჭერის ნაწილია, საქართველოში COVID 19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად.

მიღებული თანხა მოხმარდება მსესხებლების, ძირითადად კი მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებას, მდგრადი განვითარების პოლიტიკის შესაბამისად. პროექტი თიბისის ხელს შეუწყობს გააგრძელოს როგორც რეგიონული, ასევე ურბანული ბიზნესების დაფინანსება.

აღნიშნული ტრანზაქციით EBRD აგრძელებს საქართველოში საინვესტიციო საქმიანობას, ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერას და ასევე, ხელს უწყობს ქართული კაპიტალის ბაზრების განვითარებას.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს გრძელვადიან პარტნიორთან - EBRD-თან, წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება. პანდემიის პირობებში, მულტივალუტაში დაფინანსების გაცემა, დაფინანსების უზრუნველყოფის გარეშე, ჩვენ შორის არსებული ნდობის დასტურია.

ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ფინანსური სექტორისთვის, ვინაიდან ის არ არის დამოკიდებული უცხოურ ვალუტაში ხელმისაწვდომ დაფინანსებაზე და ჩვენს კლიენტებს გაცვლითი კურსის რისკებით გამოწვეული პირდაპირი ზემოქმედებისგან იცავს. მინდა მადლობა ვუთხრა თიბისი კაპიტალის გუნდს ობლიგაციების წარმატებით გამოსაშვებად გაწეული სამუშაოსთვის“, - აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„EBRD კვლავაც რჩება საქართველოს მნიშვნელოვან მხარდამჭერად COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში და აღნიშნული დაფინანსებაც იმ ინიციატივებიდან ერთ-ერთია, რომლებითაც ქვეყანას რთული ვითარების დაძლევაში ვეხმარებით.

თიბისი ბანკი ჩვენი დიდი ხნის პარტნიორია და ის EBRD-ის სახსრებით წარმატებით უჭერს მხარს იმ კომპანიებს, რომლებიც სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე, უპრეცედენტო ვითარებაში იმყოფებიან. ბიზნესისთვის ფინანსური დახმარების ადგილობრივ ვალუტაში აღმოჩენა, ადგილობრივი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენიმ, EBRD-ის კავკასიის რეგიონული დირექტორმა.

ინფორმაციისთვის, EBRD-ის საქართველოში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია, ფინანსური, კორპორაციული, ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკის სექტორების 263 პროექტში, 4.2 მილიარდ ევროზე მეტია. აღნიშნული ინვესტიციის 87% კერძო სექტორზე მოდის.

„თავისუფლება მიშას“ -
რუსთავის ციხესთან
სააკაშვილის მხარდამჭერი
აქცია დაიწყო

„თავისუფლება მიშას“ - რუსთავის ციხესთან...

რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო.

თელავს სჭირდება განვითარება და ამისთვის საუკეთესო კანდიდატი არის ლევან ანდრიაშვილი, რომელიც 30 ოქტომბერს გამარჯვების შემდეგ თელავის ღირსეული მერი იქნება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თელავში გამართული შეხვედრის შემდეგ.

1635087442

ქუთაისი ჩემი დედულეთია და მე მივეცი ჩემს თავს უფლება ჩამოვიდე და ასე ხმამაღლა დავუდგე გვერდით ბატონ სოსოს, - ამის შესახებ ხათუნა ჟორდანიამ ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე განაცხადა.

1635084330

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

1635083551

„მოგეხსენებათ, თელავში ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი, ლევან ანდრიაშვილი, ძალიან წესიერი, კეთილსინდისიერი კაცი, გამოცდილი საჯარო მოხელე, რომელმაც თავისი საქმიანობით დაამტკიცა, რომ არის წარმატებული ახალგაზრდა კაცი, მოტივირებული თავისი თელავისთვის და თელაველებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

1635083233
1 დაღუპული და 7 დაშავებული -
ტერორისტული თავდასხმა
უგანდაში

1 დაღუპული და 7 დაშავებული - ტერორისტული თავდ...

უგანდას დედაქალაქ კამპალაში ტერორისტულ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

რუსთავში დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბ...

რუსთავში, შარტავას გამზირზე დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო.

ირაკლი კობახიძე: თიანეთში გვყავს ძალიან...

თიანეთში გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი ლევან წიკლაური, მას პირველ ტურშიც ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, აქედან გამომდინარე, არ გაუჭირდება მეორე ტურში მოგება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თიანეთში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის...

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართულ ოცნებაში“ ავრცელებენ.