ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალის
ყოველკვირეული განახლება
მთავარი ეკონომისტისგან
1633937641
დაკოპირებულია

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, სექტემბერში, პირველად მიმდინარე წელს, დაბალი ინფლაცია დაფიქსირდა, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ თვიურ ჭრილში. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, წლიურმა ინფლაციამ ჯერ კიდევ მაღალი - 12.3% შეადგინა, თვე-თვეზე სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული ინფლაცია კი უარყოფითი 2.5%-ით განისაზღვრა. მოლოდინების შესაბამისად, მაღალი სასაქონლო ფასებისა და ეკონომიკის სწრაფი აღდგენის მიუხედავად, ლარის კურსმა მცირედი დროითი ჩამორჩენით ფასების ზრდა შეაჩერა.

სამომავლოდ, გაზის საერთაშორისო ფასის რეკორდული ზრდა, ასევე ხორბლისა და კვერცხის ფასების მატება მეტი ინფალციური ზეწოლის არგუმენტებია, ისევე როგორც, დიფუზიის ჯერ კიდევ მზარდი ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასების ზრდის ფართოდ გავრცელებაზე მიუთითებს და წარსულში ხშირად დაფიქსირებულ მაღალ ინფლაციასთან ერთად, მოლოდინებზე მნიშვნელოვნად მოქმედებს.

ამავე ცნობით, საქართველოში გაზის ტარიფები ისტორიულად უფრო მეტად ნავთობის ფასზეა დამოკიდებული, ვიდრე გაზის საერთაშორისო ღირებულებაზე. შესაბამისად, ამ მხრივ, მხოლოდ შედარებით მცირე ზრდაა სავარაუდო. ასევე, აგვისტოში მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვეებთან შედარებით, მხოლოდ მცირედით გაიზარდა, რაც სამომხმარებლო ფასების ზრდის ნორმალიზების არგუმენტია, რადგან ხშირად მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინმსწრები ინდიკატორის როლს ასრულებს. დამატებით, გასათვალისწინებელია, რომ ინფლაციური ზეწოლა არ აღინიშნება სამუშაო ძალაზე პროდუქციის ერთეულში გამოხატულ დანახარჯებში. რაც მთავარია, თიბისი კაპიტალი კვლავ დებს ფსონს ლარის კურსის მეტნაკლებ სტაბილურობაზე.

მთლიანობაში, იმის გათვალისწინებით, რომ ხორბლის ფასის ზრდა თიბისი კაპიტალის პროგნოზში უკვე ჩადებული იყო, წინა პროგნოზი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ლარის კურსის ძირითადი ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებაში, წელს სტაბილურობისა და მომდევნო წელს მცირედი გამყარების, ბრენტის მარკის ნავთობისა და სხვა სასაქონლო პროდუქტების ფასების დაახლოებით დღევანდელ დონეზე შენარჩუნებისა და 2021-2022 წლებში მშპ-ის 10.5 და 6.0 პროცენტიანი ზრდის დაშვებით, თიბისი კაპიტალის პროგნოზი წელს - 13.8%, მომდევნო წელს კი სამიზნესთან ახლო ან უფრო დაბალ ინფლაციაა.

ლარის განაკვეთების მხრივ, მიუხეადავად იმისა, რომ წლიური ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალია და დეკემბერში საბაზო ეფექტის გამო მისი შემდგომი ზრდაა მოსალოდნელი, თიბისი კაპიტალის აზრით, სექტემბრის ინფლაციის დინამიკა, სავალუტო შემოდინებების აღდგენასთან ერთად, დამატებით აძლიერებს არგუმენტებს, რომ წელს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არაა მოსალოდნელი და შერბილება მომდევნო წლიდან დაიწყება.

თიბისის მთავარი ეკონომისტის 11 ოქტომბრის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

ინოვაციებით და მაღალი ხარისხით გამორჩეული პრემიუმ ბრენდი „ვოლვო ქარ საქართველო“ პირველი კომპანიაა ქართულ საავტომობილო ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ავტომობილების ონლაინ გაყიდვებს სთავაზობს.

1635317307

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატები Bayraktar TB2 გამოიყენეს. ამის შესახებ mil.in.ua იუწყება.

1635316932

Samsung-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში გირჩევთ შეიძინოთ სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით. სამსუნგის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან საყოფაცხოვრებო და მობილური მოწყობილობების მაღაზიები – ალტა, ელიტ ელექტრონიქსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი და ასევე, ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.

1635316925

ქვეყანაში მეხილეობისა და მეხორცული მიმართულებით მეფრინველეობის განვითარების მიზნით თიბისი ახალ პროექტს იწყებს და ამ სფეროში დამწყებ ფერმერებს ფინანსურ რესურსს სთავაზობს. პროდუქტით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ პირს, ვინც საკუთრებაში ან სახელმწიფოსგან გრძელვადიანი იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთს ფლობს და სურს მეხილეობის ან მეფრინველეობის დარგში საქმიანობა წამოიწყოს.

1635316663
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი: ქართულთან ერთად, აფხაზური...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას აფხაზური ენის დღეს ულოცავს.

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისში ახალგაზრდებ...

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისში ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ.

წიგნი-სკამები ყაზბეგის გამზირზე, სააკაშვ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

თელავში ავარია მოხდა - არის მსხვერპლი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.