ბიზნესი

თიბისი Z - თიბისის ახალი პლატფორმა ახალი თაობისთვის

თიბისი Z - თიბისის ახალი
პლატფორმა ახალი თაობისთვ
1633675983
დაკოპირებულია

ახალგაზრდა თაობის მხარდასაჭერად თიბისიმ ახალი პლატფორმა - თიბისი Z შექმნა, რომელიც ახალგაზრდებს მხარს დაუჭერს მათთვის საინტერესო სფეროებში, გაუზიარებს ახალ გამოცდილებებს და შესთავაზებს პროდუქტებს ცხოვრების კიდევ უფრო გასამარტივებლად. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

„მომავალს ახალი თაობა ქმნის, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ბრენდი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ახალი თაობის უპირობო მხარდამჭერი იქნება. თიბისი Z ახალგაზრდების ყოველდღიურობაზე იქნება მორგებული და მათთან ერთად მუდმივად განვითარდება. პროდუქტიულ შეთავაზებებთან ერთად, მომხმარებლებს იმ საკითხებში დავუჭერთ მხარს, რაც მათ აინტერესებთ, იქნება ეს მუსიკა, ხელოვნება, ურბანული კულტურა, გეიმინგი თუ სხვა“, - აცხადებს ტატო ნორაკიძე, თიბისის საცალო სეგმენტის მარკეტინგის ლიდერი.

კომპანიის ცნობით, თიბისი Z ეფუძნება გამოწერის ბიზნესმოდელს და აერთიანებს მოსწავლის და სტუდენტის ნაკრებებს. ფერად საბანკო ბარათებს სტუდენტები და მოსწავლეები საკუთარ საჭიროებებზე მორგებული საბანკო ნაკრების უფასოდ გამოწერის შემდეგ მიიღებენ. სტუდენტებსა და მოსწავლეებს 5-5 ფერის ბარათებიდან სასურველის შერჩევა შეუძლიათ. ბარათები განკუთვნილია 7-18 წლის მოსწავლეებისთვის და 19-23 წლის სტუდენტებისთვის.

· მოსწავლისა და სტუდენტის Z ბარათებს მომსახურების წლიური საკომისიო არ აქვთ

· ასევე, არ აქვთ თანხის განაღდების საკომისიო

· ნაკრებები მოიცავს უფასო SMS სერვისს

· უფასოა ინტერნეტ და მობაილბანკი

· მოსწავლეები და სტუდენტები Z ბარათით გადაიხდიან ტრანსპორტის ღირებულებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში

· ნებისმიერ გეიმინგ პლატფორმაზე Z ბარათით გადახდისას მომხმარებელს მომენტალურად უბრუნდება გადახდილი თანხის 20%.

ურბანული კულტურა, გეიმინგი, განათლება, ხელოვნება — ეს მცირედი ნაწილია ახალგაზრდების იმ ინტერესებისა, რომელთაც თიბისი Z დაფარავს. ბრენდის ფარგლებში შეიქმნება მუსიკალური, გეიმინგ თუ არტ-პლატფორმები, რომლებიც ახალგაზრდებს შემოიკრებს. დამატებით, Z ბარათების მფლობელები განსაკუთრებული შეთავაზებებით და ფასდაკლებებით კვების, ტანსაცმლის, გადაადგილების, განათლების, თავის მოვლის და სხვა მათთვის საჭირო ობიექტებში ისარგებლებენ.

თიბისის სტუდენტის და მოსწავლის ბარათის არსებულ მფლობელებს, Z ბარათის განახლება უფასოდ შეუძლიათ. ბარათის აღება შესაძლებელია ვებგვერდზე www.TBCZ.ge

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება.

1635312254

„ჩინეთში ადამიანების ფრინველის გრიპით ინფიცირების ზრდა სწრაფად ცვალებადი ვარიანტების წარმოქმნის რისკებზე მიანიშნებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

1635280325

ძალიან ბევრი თემა, რომელიც ოპონენტების მიერ იქნა დაანონსებული, ჩვენს მიერ უკვე დაწყებულია და განხორციელების ეტაპზეა, - ამის შესახებ ქუთაისის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

1635279904

27 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

1635279551
ასსაფეხურიანი კიბის და
ცენტრალური შადრევნის
რეაბილიტაცია რამდენიმე
დღეში დაიწყება

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისში ახალგაზრდებს კიდ...

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისში ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ.

1635275999
„კოვიდის კრიზისის დასრულებამდე ჯერ კიდევ...

„კორონავირუსის კრიზისის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტმა განაცხადა.

დეგნას ცხელება ინდოეთში, სამეფო ოჯახიდან...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 26 ოქტომბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

იტალიას ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს (ვ...

სამხრეთ იტალიას ქარიშხალი „მედიკანე“ თავს დაატყდა. ქარიშხალს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.