ბიზნესი

თიბისის ჩართულობით და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, BTU-ში Android & iOS ლაბი გაიხსნა

თიბისის ჩართულობით და
USAID-ის ეკონომიკური
უსაფრთხოების პროგრამის
მხარდაჭერით, BTU-ში Android & iOS
ლაბი გაიხსნა
1632209829
დაკოპირებულია

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, Android & iOS ლაბი გაიხსნა. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

ბანკის ცნობით, ამ სივრცეში, USAID Georgia Economic Security Program-ის დაფინანსებითა და მხარდაჭერით, 13 სექტემბერს iOS და Android-ის მიმართულებით 6-თვიანი უფასო გადამზადების კურსები დაიწყო.

პროექტის მხარდამჭერია თიბისი, რომლის როგორც ტექნოლოგიური კომპანიის მიზანი ინდუსტრიის განვითარება და მასში ტექნოლოგიური გადაწყვეტის შემოტანაა. გარდა ამისა, თიბისი აქცენტს აკეთებს თანამედროვე ტექნოლოგიების განათლებით კუთხითაც და სწორედ ამ მიზნით 2019 წელს დაარსდა თიბისის IT აკადემია, რომელსაც 400-მდე კურსდამთავრებული ჰყავს.

თიბისი, როგორც ერთ-ერთი მოწინავე დამსაქმებელი ტექნოლოგიების მიმართულებით, პროექტის ფარგლებში სტუდენტებს პრაქტიკულ ქეისებს, სტაჟირების შესაძლებლობას და მასტერკლასებს შესთავაზებს, რომელსაც თიბისიდან მოწვეული პროფესიონალები ჩაატარებენ.

პროექტში მონაწილეობას 50-მდე ბენეფიციარი მიიღებს და მათი შერჩევა წინასწარი რეგისტრაციისა და ინდივიდუალური გასაუბრების მეშვეობით მოხდა.

კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას და სურვილის შემთხვევაში, შესაბამისი მიმართულებით (iOS/Android) საერთაშორისო სერტიფიცირებას:

Android კურსის გავლის შედეგად სტუდენტებს ეცოდინებათ:

1. Android studio-ს გარემოში მუშაობა

2. Kotlin პროგრამირების ენის საფუძვლიანი ცოდნა

3. Android-ის აპლიკაციების შექმნა

4. აპლიკაციების შესაბამის მოწყობილობებში ტესტირება

5. აპლიკაციის Play Store-ზე განთავსება

iOS კურსის გავლის შედეგად სტუდენტებს ეცოდინებათ:

Xcode IDE-ს გარემოში მუშაობა

Swift პროგრამირების ენის საფუძვლიანი ცოდნა

iPhone-ის და iPad აპლიკაციების შექმნა

აპლიკაციების შესაბამის მოწყობილობებში ტესტირება

აპლიკაციის App Store-ზე განთავსება

BTU-ში, აღნიშნული კურსების ფარგლებში, სტუდენტები შეისწავლიან iOS/Android პროგრამირების ძირითად მახასიათებლებს, რათა შეძლონ საკუთარი აპლიკაციის არქიტექტურისა და გადაწყვეტის განსაზღვრა, ამოცანის დასმა და მისი გადაჭრისთვის საჭირო რესურსების მოკვლევა / იდენტიფიცირება.

სტუდენტები, ასევე, შეძლებენ, შექმნან მცირე და საშუალო ზომის აპლიკაცია, სადაც რეალიზებული იქნება სხვადასხვა ლოგიკის მქონე პრაქტიკული ამოცანები. თიბისის ტექნოლოგიური მიმართულების ექსპერტები სტუდენტებთან ერთად, აქტიურად იქნებიან ჩართულნი პრაქტიკული სამუშაოების მიმართულებით.

პროექტის მიზანია საქართველოში iOS/Android სისტემების პოპულარიზაცია, ამ მიმართულების დეველოპერების კვალიფიკაციის ამაღლება და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე დასაქმებაში ხელშეწყობა.

„როდესაც ობგუნუჯუსნაირ
შედეგს დებ, სირცხვილით
სახლში უნდა წახვიდე და
საერთოდ პოლიტიკაზე აღარ
ილაპარაკო“ - ხაინდრავა
ოპოზიციურ პარტიებს

„სააკაშვილი რუსულ თამაშს ვეღარ ითამაშებს...

„რუსეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აწყობს და სჭირდება არეულობა უკრაინასა და საქართველოში ერთდროულად“ , - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „იმედის ეთერში“ განაცხადა.

„მოგეხსენებათ, თელავში ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი, ლევან ანდრიაშვილი, ძალიან წესიერი, კეთილსინდისიერი კაცი, გამოცდილი საჯარო მოხელე, რომელმაც თავისი საქმიანობით დაამტკიცა, რომ არის წარმატებული ახალგაზრდა კაცი, მოტივირებული თავისი თელავისთვის და თელაველებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

1635083233

უგანდას დედაქალაქ კამპალაში ტერორისტულ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

1635082971

„სააკაშვილის ეს მასკარადი და ეს თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

1635082784

„ჩვენ სრული მობილიზაცია გვაქვს გამოცხადებული, რომ ჩვენი არც ერთი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში; უნდა გავიმარჯვოთ დიდი უპირატესობით, ლევანმა უნდა გაიმარჯვოს დიდი უპირატესობით, მე ამის მჯერა და ამის საფუძველს მაძლევს ის განწყობა და წინასწარი გამოკითხვების შედეგები, რომელიც ჩვენ გვაქვს თელავში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

1635082598
ელენე ხოშტარია

„ისტორიის ის ფურცელი, როდესაც არჩევნები არის...

„დღეს ჩვენ ვნახეთ ის, რისი შეცვლაც გვინდა ამ ქვეყანაში“, - ასე გამოეხმაურა რუსთავში მომხდარ ინციდენტს პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.

ირაკლი ღარიბაშვილი - 45 ხმა დააკლდა ჩვენ...

„45 ხმა დააკლდა ჩვენს კანდიდატს ცაგერში და 55 ხმა ჩვენს კანდიდატს ბაღდათში. ჩვენ რომ რაიმე არაკანონიერის გაკეთება გვნდომებოდა, ჩვენს ხელშია ყველა რესურსი, მარტივად შეიძლებოდა ამით მანიპულირება, მაგრამ ჩვენ ამას არ ვკადრულობთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თიანეთში განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი - ძალიან ცუდი სანახავ...

„ძალიან სამწუხაროა, ძალიან ცუდი სანახავია, როცა ერთის მხრივ გამოდიან ყოფილი თანამშრომლები, თითქოს პოლიციის მუნდირს იცავენ და მეორეს მხრივ ძალიან მდარე ხარისხის პოლიტიკურ კამპანიაში იღებენ მონაწილეობას ნებსით თუ უნებლიეთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თიანეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

თუ პატიმარ სააკაშვილს დასჭირდება  დამატე...

„თუ პატიმარ სააკაშვილს დასჭირდება დამატებითი კვლევების ჩატარება, ყველა პირობაა შექმნილი ციხის საავადმყოფოში, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და აღარ გადაიხედება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თიანეთში განუცხადა.