ბიზნესი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი GITA-ს, Capstone Group-სა და Auto Gallery-ს შორის

ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმი GITA - ს, Capstone Group-სა
და Auto Gallery-ს შორის
1631790108
დაკოპირებულია

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, Capstone Group-სა და Auto Gallery-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. აღნიშნულ ინფორმაციას GITA ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, Capstone Group-ი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა, მისი მიზანია სტარტაპებს განვითარების მეტი პერსპექტივა გააჩნდეთ, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ფლობდნენ ინფორმაციას მენეჯმენტის ეფექტური მოდელების, საერთაშორისო ფინანსური და იურიდიული სისტემებისა და სტანდარტების შესახებ. შესაბამისად, გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მხარეები განახორციელებენ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის ერთობლივ პროექტებს, როგორც ადგილობრივად, ასევე საერთაშორისო დონეზე.

„Auto Gallery -თან მემორანდუმი ითვალისწინებს, 100 000 ლარიანი საგრანტო პროექტის ფარგლებში შერჩეული ორი სტარტაპის დაფინანსებას 100 000 და 50 000 ლარიანი საინვესტიციო კომერციული წინადადებით, ხოლო Capstone Group-ი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეშვიდე რაუნდის სამ გამარჯვებულს დააჯილდოებს საკონსულტაციო პაკეტებით. პაკეტი მოიცავს ჯამში დაახლოებით 87 000 ევროს ღირებულების სერვისებს; ასევე GITA-ს ყველა ბენეფიციარისთვის დააწესებს 30% ფასდაკლებას სერვისებზე, რაც მოიცავს ბიზნეს, იურიდიულ და საგადასახადო კონსულტაციებს და მენტორობას, როგორც Capstone -ის, ისე მისი პარტნიორი ორგანიზაციებისგან.

კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა სტარტაპების ინვესტიციების და მენტორობის პროცესში მნიშვნელოვან როლს იძენს ქართული სტარტაპების ინტერნაციონალიზაციის პროცესში. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო Capstone Group -თან თანამშრომლობას სხვა ,,ენჯელ ინვესტორების“ დაინტერესების კუთხითაც გააგრძელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„თავისუფლება მიშას“ -
რუსთავის ციხესთან
სააკაშვილის მხარდამჭერი
აქცია დაიწყო

„თავისუფლება მიშას“ - რუსთავის ციხესთან...

რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო.

თელავს სჭირდება განვითარება და ამისთვის საუკეთესო კანდიდატი არის ლევან ანდრიაშვილი, რომელიც 30 ოქტომბერს გამარჯვების შემდეგ თელავის ღირსეული მერი იქნება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თელავში გამართული შეხვედრის შემდეგ.

1635087442

ქუთაისი ჩემი დედულეთია და მე მივეცი ჩემს თავს უფლება ჩამოვიდე და ასე ხმამაღლა დავუდგე გვერდით ბატონ სოსოს, - ამის შესახებ ხათუნა ჟორდანიამ ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე განაცხადა.

1635084330

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

1635083551

„მოგეხსენებათ, თელავში ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი, ლევან ანდრიაშვილი, ძალიან წესიერი, კეთილსინდისიერი კაცი, გამოცდილი საჯარო მოხელე, რომელმაც თავისი საქმიანობით დაამტკიცა, რომ არის წარმატებული ახალგაზრდა კაცი, მოტივირებული თავისი თელავისთვის და თელაველებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

1635083233
1 დაღუპული და 7 დაშავებული -
ტერორისტული თავდასხმა
უგანდაში

1 დაღუპული და 7 დაშავებული - ტერორისტული თავდ...

უგანდას დედაქალაქ კამპალაში ტერორისტულ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

რუსთავში დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბ...

რუსთავში, შარტავას გამზირზე დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო.

ირაკლი კობახიძე: თიანეთში გვყავს ძალიან...

თიანეთში გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი ლევან წიკლაური, მას პირველ ტურშიც ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, აქედან გამომდინარე, არ გაუჭირდება მეორე ტურში მოგება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თიანეთში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის...

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართულ ოცნებაში“ ავრცელებენ.