ბიზნესი

ვითიბი ბანკმა, მომხმარებლებს, განახლებული მობაილბანკის აპლიკაცია შესთავაზა

ვითიბი ბანკმა,
მომხმარებლებს, სრულიად
განახლებული მობაილბანკის
აპლიკაცია შესთავაზა
1623403992
დაკოპირებულია

2021 წლის მაისში, ვითიბი ბანკმა, მომხმარებლებს, სრულიად განახლებული მობაილბანკის აპლიკაცია შესთავაზა. ინფორმაციას ვითიბი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ვითიბი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მობაილბანკის განახლების მთავარი მიზანი იყო საბანკო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მომსახურებების მიღების გამარტივება.

ახალი მობაილბანკი შეიქმნა მომხმარებლებზე ფიქრით და მათი სურვილების და მოთხოვნების სრულად გათვალისწინებით.

სწორედ ეს იყო ალბათ იმის მიზეზი, რომ ახალმა აპლიკაციებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და სულ რაღაც 20 დღეში საკმაო წარმატებასაც მიაღწია - ანდროიდის აპლიკაცია Google Play-ის ტოპ ჩარტში მე-2 ადგილზე განთავსდა, ხოლო iPhоnе-ის აპლიკაციამ 4.8 ვარსკვლავიანი შეფასება დაიმსახურა App Store-ში.

აღსანიშნავია, რომ პირველ 3 კვირაში აქტიური მომხმარებლების ნახევარი უკვე გადმოვიდა ახალ მობაილბანკზე და ტრანზაქციების მესამედიც განახლებულ არხებში გატარდა. ახალ მობაილბანკში შესაძლებელია:

⭕ მარტივი შესვლა თითის ანაბეჭდით ან სახის სკანერით
⭕ მობილურის ბალანსის შევსება და პაკეტების შეძენა უფასოდ
⭕ შაბლონების შექმნა და დაჯგუფება
⭕ მანქანის დამატება და ჯარიმების მარტივად გადახდა
⭕ კონვერტაცია საუკეთესო (სპეც) კურსებით
⭕ და სხვა სტანდარტული ოპერაციები

ბანკის ცნობით, ვითიბის ახალი მობაილბანკი გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით და მარტივი და ინტუიციური ნავიგაციით. განახლების ფარგლებში დაიხვეწა, გამარტივდა და აჩქარდა ყველა პროცესი.

ციფრული საბანკო მომსახურების განვითარება ვითიბი ბანკისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა.

სრულიად განახლებული პლატფორმა ინტერნეტი და მობაილბანკისთვის შეიქმნა საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, რომელშიც ვითიბის გუნდთან ერთად მონაწილეობენ ლატვიური კომპანია UXDA და ჩეხური კომპანია BSC Praha (UX-ის და დიზაინის და ტექნიკური გადაწყვეტის მიმართულებით).

ავსტალიის მოქალაქე შანაი
ბრუკი თბილისში
გარდაცვლილი იპოვეს

შსს ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალებაზე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავსტრალიის მოქალაქის, 31 წლის შანაი ბრუკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თბილისში დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე , 31 წლის შანაი ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ავრცელებს.

1627744552

საფრანგეთის დედაქალაქში და ქვეყნის მასშტაბით 150 ათასამდე ადამიანი საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. ისინი ე.წ „ჯანმრთელობის საშვს" აპროტესტებენ. ამის შესახებ france24.com იუწყება.

1627743626

„ამ შარლ მიშელმა პილატესავით დაიბანა ხელი, არაფრის მთელი განცხადებები გააკეთა და წავიდა ევროპაში. რას ნიშნავს ეს?“, - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განაცხადა.

1627738388
ფასიანი მომსახურება
სოჭის პლაჟზე

სოჭის პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია (ვიდ...

სოჭის კერძო პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია. პლაჟზე შესაბამისი ინფორმაციაა გამოქვეყნებული, სადაც სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად „წყალზე სამაშველო ოპერაციის“ ფასიც არის მითითებული. ის 800 რუსულ რუბლს (34 ლარს) შეადგენს. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

1627729488
„დელტა ვარიანტით ერთი დაავადებული, თავის...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის სულ 11 მუტაციაა ცნობილი, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთში მასობ...

მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში საყოველთაო აცრა მიმდინარეობს.

ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასია...

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.