ბიზნესი

ზურაბ ნოღაიდელი: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რატომ შენდება ესა თუ ის მსხვილი ენერგეტიკული ობიექტი

საქართველოს ყოფილი
პრემიერ-მინისტრი
1622561849
დაკოპირებულია

საქართველოში უნდა აშენდეს ყველაფერი, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს ყველა არსებული წესის დაცვით. ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა.

ნოღაიდელს მიაჩნია, რომ უნდა აშენდეს ყველაფერი, იქნება ეს ორსართულიანი შენობა, ღელეზე გადებული ხიდი, შიდა მოხმარების გზა, თუ მაგისტრალი, მცირე ჰიდროელექტროსადგური, თუ მსხვილი ჰიდროელექტროსადგური, მაგალითად, ისეთი, როგორიც ნამახვანის მასშტაბის ობიექტია.

„აქ მთავარი არის ის, რომ ნებისმიერი გარემოსდაცვითი, სეისმოლოგიური, გეოლოგიური თუ სხვა, ასევე, ნებისმიერი სოციალური თუ ტექნიკური წესი, რაც დღეს არსებობს საქართველოში, უნდა იყოს განუხრელად დაცული. ამ პროცესში ჯანსაღი უნდობლობა საჭიროც კი არის. კითხვები უნდა არსებობდეს, დისკუსია აუცილებელია და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მხარეებს უნდა შეეძლოთ“, - განმარტავს ნოღაიდელი.

მისი თქმით, სამწუხაროდ, დღეს დისკუსია გადასულია უკვე იმაში, რომ საერთოდ არაფრის განვითარება არ გვინდა საქართველოში.

„საერთოდ არ გვინდა, არათუ მსხვილი, არამედ არანაირი ჰიდროელექტროსადგური. ვისაც მსგავსი განწყობა აქვს, მასთან საუბრის აზრს ვერც ვხედავ. მაგრამ საზოგადოებამ საქართველოში უნდა იცოდეს, თუ რატომ უნდა აშენდეს, მაგალითად, იგივე ნამახვანი. რატომ უნდა აშენდეს ესა თუ ის სხვა მსხვილი ენერგეტიკული ობიექტი“, - აღნიშნა ნოღაიდელმა.

პუტინი ბრიფინგზე

„არანაირი მტრული განწყობა არ გვქონია“ -...

„დისკუსია იყო ძალიან კონსტრუქციული“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯიპას პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თენგიზ ფხალაძე ჟენევაში თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერების პირისპირ შეხვედრას გამოეხმაურა.

1623869223

თბილისში, პოლიციის ერთ-ერთი განყოფილებიდან კაცი გადახტა.

1623867625

„თითოეული მოქალაქის საკუთრების დაცვასთან ერთად, კახა კალაძემ საზოგადოებრივ, საერთო სივრცეებზე ზრუნვა პრიორიტეტული გახადა,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძე დედაენის განახლებული ბაღის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

1623866305
თბილისის მერი კახა კალაძე,
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის...

დედაქალაქის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა დედაენის და 9 მარტის ბაღების, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დაასრულეს.

საქართველო ყველაზე ცუდ საგანმანათლებლო ს...

მნიშვნელოვანი როლი უკავია განათლებას ადამიანთა ცხოვრებაში. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს აქვთ კარგად განვითარებული საგანმანათლებლო სისტემები და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობები, რაც ეხმარება ამ ქვეყნის მოქალაქეებს მიიღონ უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაოები და ცხოვრების დონის უკეთესი მაჩვენებელი აქვთ.

„საკითხს გაკვრით შევეხეთ, აქ არაფერია გა...

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში არსებულ ვითარებასა და „მინსკის შეთანხმების“ შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

18 ივნისს ჯივიპი გურამიშვილის გამზირზე ა...

18 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N62-თან წყალარინების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ინტენსიურ, 24 საათიან რეჟიმში ასევე შესრულდება წყალარინების სისტემის მაგისტრალურ კოლექტორზე და საკვანძო ჭაზე.