მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„2021 წლის პირველი ნახევარი საკმაოდ რთული იქნება ქართული ეკონომიკისთვის“ - ბიზნესმენები კურსის გაუფასურებას აფასებენ

ფხაკაძე ბუცხრიკიძე

ლარის კურსი გაუფასურებას განაგრძობს და დღევანდელი მონაცემებით უკვე საგანგაშო ნიშნულზეა.

აღნიშნულს საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენები აფასებენ.

„2021 წლის პირველი ნახევარი საკმაოდ რთული იქნება ქართული ეკონომიკისთვის. ლარის სტაბილურობა და მისი კურსის პროგნოზი, ალბათ, შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც პოზიტიური ფაქტორების ქმედება დაიწყება ქართულ ეკონომიკაში,“ - აღნიშნავს „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.

„დღეს არის მძიმე ვითარება, რაც ლარის გამო ხდება ამ ქვეყანაში და ამა თუ იმ გზით აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას,“ - აღნიშნავს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

ინფორმაციისთვის, 30 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.4118 შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.3846 იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -2.72 თეთრი შეადგინა.

აგრეთვე დაინტერესდებით:

🔻 ლარი საგანგაშო ნიშნულზეა - ვალუტის კურსი

🔻 „ეროვნულმა ბანკმა უნდა შეწყვიტოს ფულის ბეჭდვა“ - ზვიად ხორგუაშვილი კურსის გაუფასურების მიზეზებზე

🔻 Bloomberg-ის სისტემაში დოლარის ფასი 3.4172 ლარს შეადგენს