22 ნოემბერს, მახათას მთაზე BMW Club Georgia-ს ორგანიზებით და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის მხარდაჭერით, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მიერ ლიცენზირებული დრიფტის სერიების - ეროვნული ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „სოკარი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2020 წელს პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე ჩემპიონატი სამ ეტაპად ჩატარდა.
„პირველი ეტაპი 22-23 აგვისტოს ხონის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ მოედანზე ჩატარდა და ნოდო კოდუას გამარჯვებით დასრულდა, ხოლო მეორე ეტაპი 26-27 სექტემბერს უპრეცედენტოდ, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე - დიდგორის ბრძოლის მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა და მევლუდ მელაძის გამარჯვებით დასრულდა. მესამე ფინალური ეტაპი 21-22 ნოემბერს მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ფინალურ შეჯიბრში ნოდო კოდუამ გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ხეროდინაშვილი ორივე შეჯიბრში მეორე ადგილზე გავიდა რის გამოც ყველაზე მეტი ქულა ჰქონდა და ჩემპიონატის ლიდერი იყო. ამ სამი მრბოლელის ქულებს შორის განსხვავება მინიმალური იყო, რის გამოც ფინალურ ეტაპზე კონკურენციამ პიკს მიაღწია. სწრაფი სარბოლო მონაკვეთის და ფინალური კონკურენციის გამო ეს იყო ყველაზე მასშტაბური და სანახაობრივი შეჯიბრი, სადაც 30-ზე მეტმა პროფესიონალმა ავტომრბოლელმა მიიღო მონაწილეობა.
ჩემპიონატი საერთაშორისო მსაჯთა კოლეგიამ შეაფასა. ღონისძიების გენერალურმა სპონსორმა, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა, გამარჯვებულებს სოლიდური პრიზები გადასცა: 1 ადგილი - 500 ლიტრი, 2 ადგილი - 300 ლიტრი, 3 ადგილი - 200 ლ საწვავი.
დრიფტის სერიების მიზანია მიიზიდოს ავტორბოლის მოყვარულები უსაფრთხო ტერიტორიებზე და შეჯიბრებებზე და ამით შეამციროს ქუჩის სახიფათო რბოლები.
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი 2018 წლიდან არის ჩართული ავტორბოლის განვითარების პროცესში, რაც დრიფტის შეჯიბრებების მიზანმა - საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობამ მნიშვნელოვნად განაპირობა. აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოება სოკარის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის (გარემოს დაცვა, ახალგაზრდების მხარდაჭერა, ქალთა გაძლიერება, შშმ პირების და ხანდაზმულების უფლებების რეალიზაცია და უსაფრთხოება) შემადგენელი ნაწილია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
გაეროს გენერალურმა მდივანმა COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ტრანსპორტირების საკითხის შეფერხებაზე განცხადება გაავრცელა.
საქართველოს ბანკი ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობას განაგრძობს. მეღვინეობის პროექტის მხარდასაჭერად, ბანკმა 100,000 ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიისთვის“ მოსამზადებლად გერმანიაში გაემგზავრა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მეორე სამუშაო დღე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხებზე მსჯელობას დაეთმობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 006 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 426 შემთხვევა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საუბრობს თუ როგორ შეიძლება შეწყდეს ქვეყანაში COVID 19-ის მასშტაბური გავრცელება.
დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი წარმომადგენელთა პალატიდან სენატს გადაეგზავნა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
სხვადასხვა სამუშაოების გამო 26 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.