ბიზნესი

500 Startups-მა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ და საქართველოს ბანკმა პროგრამის დემო დღეს უმასპინძლეს

500 Startups - მა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ და საქართველოს ბანკმა პროგრამის დემო დღეს უმასპინძლეს
21:37 15.10
დაკოპირებულია

500Georgia პროგრამის ორი გამარჯვებული სტარტაპი CARDEAL (ავტომობილების აუქციონის საერთაშორისო ბაზარი) და Cargon (ინტელექტუალური ლოგისტიკური პლატფორმა) 2021 წლის გაზაფხულზე სილიკონის ველზე (Silicon Valley) გაემგზავრება, სადაც 500 Startups-ის ერთთვიან პროგრამში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი გლობალური ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups-ი შემოვიდა და აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში 15 სტარტაპი შეარჩია.

„პროგრამის მეორე ეტაპისთვის ათი ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპი გამოვლინდა, რომლებიც ინვესტორების წინაშე „დემო დღეზე“ წარსდგნენ. მათგან ხუთმა კომპანიამ საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განაგრძო პროგრამა, ხოლო დამატებით ინვესტიციას და ფინალურ ეტაპზე ერთ-ერთი გამარჯვებული მიიღებს.

წარმოდგენილი 10 სტარტაპიდან: CARDEAL, Cargon, Echolize, FINMAP, Intrro, LiveCaller, Nextsale, Phubber, Stack და Tripcars; სამი უცხოური კომპანიაა აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან.

500 Startups ვენჩურული კაპიტალის ერთ – ერთი ყველაზე აქტიური გლობალური კომპანიაა. 2010 წლიდან - დღიდან დაარსებისა, კომპანიის მხრიდან ინვესტირება განხორციელდა 77 ქვეყნის 2400–ზე მეტ კომპანიაში. მის პორთფოლიოში შედის ისეთი “Unicorn” სტარტაპები, როგორებიცაა: Credit Karma, Canva, Talkdesk, Intercom, GitLab, Grab და Bukalapak. გარდა სტარტაპ დამფუძნებლებისა, 500 Startups დახმარებას უწევს ქვეყნებს და კორპორაციებს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაში, რასაც სააქსელერაციო და საგანმანათლებლო პროგრამების, ღონისძიებებისა და პარტნიორობების მშენებლობით ახორციელებს მსოფლიო მასშტაბით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მოადგილესთან ერთად ი...
13:06
დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმეა. ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფ...
12:45
აზერბაიჯანი აგრძელებს მშვიდობიანი დასახლებების დაბომბვას. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მხარე ავრ...
12:27
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 2020 წლის 24 ოქტომბერს გა...
11:38
მდინარე იორზე წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევები განხორციელდა მდინარე იორზე წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლო...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამ...
09:55
როგორია პანდემიის უახლესი გლობალური სტატ...
Worldometers-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირ...
25-26 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი
25-26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ამის შესახებ...
00:37
NCDC: ლუგარის ლაბორატორიის სახელით ხალხს...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. გთ...