ბიზნესი

„აჭარაბეთის“ საპატიო ელჩი გიგა ჭიკაძე MMA Junkie-ს 2020 "Under The Radar წლის საუკეთესო მებრძოლი" გახდა!

„აჭარაბეთის“ საპატიო
ელჩი გიგა ჭიკაძე MMA Junkie-ს 2020
1610116334
დაკოპირებულია

კომპანია „აჭარაბეთის” საპატიო ელჩი, UFC-ის (Ultimate Fighting Championship) ქართველი მებრძოლი– გიგა ჭიკაძე MMA Junkie-ს 2020 "Under The Radar წლის საუკეთესო მებრძოლი" გახდა. ინფორმაციას „აჭარაბეთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

პრესსამსახურის თქმით, ქართველ მებრძოლს 2020 წელს 4 მოგება ჰქონდა და ჯამში 5-0 სტატისტიკით, UFC-ში წინსვლას დაუმარცხებლად განაგრძობს.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ MMA-ის გულშემატკივრებმა ჩემი 2020 წლის შრომა დააფასეს და ეს ტიტული მომანიჭეს“ - განაცხადა გიგა ჭიკაძემ.

ცნობისთვის, გიგა ჭიკაძე არის პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელიც მედისონ სქვეარ გარდენში გამართულ ბრძოლაში მონაწილეობდა, ასევე იგი არის მსოფლიო ჩემპიონი კარატეში, კიკბოქსინგსა და ჯიუჯიცუში.

პროკურატურის შენობა

„200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დე...

საქართველოს გენერალური პროკურატურა „დავით გარეჯის საქმეზე“ დაკავებულები პირების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

„ფასილიტატორების გარეშე „ქართულ „ოცნებასთან“ რაიმე შეთანხმებაზე ხელმოწერას არ განვიხილავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ელჩები ჩვენ შორისაც გაუწევენ პროცესს ფასილიტაციას, რადგან საბოლოო ჯამში, ეს იქნება ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. 

1611245292

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 60 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით არის მოკლული. 

1611242916

„მედიაში ეთიკური სტანდარტების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებისთვის, უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, კერძოდ, სხვა ადამიანების ძირითადი უფლებები, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება. უხამსობისაგან სამაუწყებლო ეთერის დაცვა, გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღალ სტანდარტზე აჰყავს“ - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე აღნიშნა.

1611241448

ინდოეთის ვაქცინების წარმოების ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ  Aljazeera იუწყება. 

1611240346
გურამ ნიკოლაშვილი - აშშ-ის
1200 დოლარის მოცულობის
დახმარების პაკეტი ქართულ
ეკვივალენტზე ბევრად
ნაკლებია, ამერიკულ
სამომხმარებლო კალათასა
და ოკეანისგაღმა ფასებთან
შედარებით

ნიკოლაშვილი: პროტოკოლში ნათლად წერია, რომ საქ...

„გარეჯი რომ საქართველოა, ეს იცის ყველა ქართველმა განურჩევლად მრწამსისა, აღმსარებლობისა თუ დაბადების ადგილისა. საქართველოა აფხაზეთიც და სამაჩაბლოც, საქართველოს ისტორიული სხვა მიწები კი ბედის უკუღმართობით დღეს ჩვენი ყველა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზეა მოქცეული - ეს ბედი ხვდა წილად გარეჯის კომპლექსის ბერთუბნის მონაკვეთს, რომლის შემოსაერთებლადაც გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ქართველი პატრიოტები ბევრს ცდილობდნენ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი საქართველო საბჭოთა რესპუბლიკის საზღვრებში ცნეს.

თბილისის ქუჩების დამისამართება დაიწყო

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა, გლდანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა ოგბაიძესთან ერთად, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩაზე სამისამართე აბრების განთავსების პროცესში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

1611235304
საქართველოს პრეზიდენტი - ვაქცინაზე საქარ...

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრა სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ის წუთი-წუთზე ელოდებოდა სასამართლოს ისტორიულ განაჩენს და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მათი მხრიდან ამ საკითხზე სათანადო რეაგირება, რაზეც შარლ მიშელმა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრებდა თავის კოლეგებთან დღეს საღამოს გამართულ სამიტზე. შარლ მიშელმა პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ლარი გაუფასურდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 21 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.3010 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2982 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.28 თეთრი შეადგინა.