ბიზნესი

აქ ახლა თიბისის საბანკო სივრცეების განახლება, ახალი კონცეფციის ფარგლებში, გრძელდება

აქ.ახლა თიბისის საბანკო
სივრცეების განახლება,
ახალი კონცეფციის
ფარგლებში, გრძელდება
1613995377
დაკოპირებულია

დღეს, თბილისში თიბისიმ მორიგი განახლებული ფილიალი გახსნა. ეს არის რიგით მეექვსე განახლებული ფილიალი, რომელიც ახალი კონცეფციის ფარგლებში შეიქმნა.  ახალ სივრცეებს დანარჩენი ფილიალებისგან ის განასხვავებს, რომ უფრო თანამედროვე, კომფორტულ და მომხმარებელზე მორგებულ გარემოს ქმნის,- ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ახალი ფილიალების კონცეფცია მოდულარულობის და სიმარტივის პრინციპზეა აგებული. გარემო მაქსიმალურად მოქნილია, როგორც მომხმარებლებისთვის, ისე თანამშრომლებისთვისაც, რაც ფილიალში სტუმრობის გამოცდილებას კომფორტულს, სწრაფს და სასიამოვნოს ხდის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფილიალების განახლება ეფუძნება ახალი - უნივერსალური მომსახურების ბიზნეს მოდელს, რაც იმას გულისხმობს, რომ მაქსიმალურად გამარტივებულია მომხმარებლის ნავიგაცია. აქ მომხმარებელს ნებისმიერ საბანკო მომსახურებას თიბისის ერთი თანამშრომელი გაუწევს.

მათი თქმით, ახალ ფილიალში განთავსებულია საცალო, პერსონალური საბანკო და ბიზნეს მომსახურების სივრცეები, ასევე, ნებისმიერ სტუმარს შეუძლია გამოიყენოს საერთო სამუშაო სივრცე.

„თიბისის მისიაა ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება, ჩვენ ყველა პროდუქტს თუ მომსახურებას ამ ჭრილში ვუყურებთ. მუდმივად ვუსმენთ მომხმარებლებს, ვიღებთ მათგან უკუკავშირს და შესაბამისად ვვითარდებით.

ჩვენი მთავარი გზავნილი აქ.ახლაა, რაც მომხმარებლებთან ერთად მათთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტას, წარმატების გაზიარებას და ცხოვრების გამარტივებას ნიშნავს ნებისმიერ შეხების წერტილში, იქნება ეს ციფრული, თუ ფიზიკური სივრცე.

ფილიალების განახლების პროექტი სწორედ მომხმარებლების და თიბისელების გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა. 2021 წელს კიდევ არაერთი ასეთი სივრცე შეემატება თიბისის და რაც მთავარია, ეს იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით,“ - თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

პრესსამსახურის ცნობით, ფილიალების განახლების პროექტზე თიბისის გუნდთან ერთად ბრიტანული სააგენტო GEOMETRY მუშაობდა, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს სხვადასხვა ცნობილი ბრენდის სივრცეების შექმნაში. სწორედ ადგილობრივი და საერთაშორისო ცოდნის და გამოცდილების სინერგიის შედეგად შეიქმნა ახალი ფილიალების კონცეფცია.

ფილიალების სივრცული მოწყობა ისეთ გამოცდილებას ქმნის, რომელიც მომხმარებლის მიმართ ინდივიდუალურ მიდგომას ეფუძნება და მაქსიმალურად სწრაფი, ეფექტური და ხარისხიანი მომსახურების მიღების შესაძლებლობას იძლევა.

თანამედროვე სამყაროში აუცილებელია, სივრცეში ინტეგრირებულ თითოეულ ელემენტს თავისი დანიშნულება ჰქონდეს და ინტერიერის დიზაინი ფუნქციურ დატვირთვას ატარებდეს. ფილიალში გამოყენებული ბუნებრივი მასალების და ღია ფერების სინთეზი კი, ინტერიერს განსაკუთრებით მეგობრულს და კომფორტულს ხდის.

ყველა ფილიალში არის გამოყოფილი ერთი კუთხე, სადაც აგურის კედელზე ქართველი ხელოვანების გია ბოხუას და დავით ჩანადირის ნამუშევრებია გადატანილი, რომლებიც კონკრეტულ სივრცეებზეა მორგებული და განსაკუთრებით უხდება მათ ხასიათს და გარემოს.

2021 წლიდან განახლებული საბანკო სივცეები რეგიონებშიც გამოჩნდება. თბილისში მომხმარებლების მიღება განახლებულ ფილიალებს შემდეგ მისამართებზე შეუძლია:

⚫ვაჟა-ფშაველას გამზ. #49

⚫ა. წერეთლის გამზ. #73ა

⚫თავისუფლების მოედანი #7

⚫ი. ჭავჭავაძის გამზირი #29/31/33

⚫ჯავახეთის ქ. (მ/ს ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორია)

⚫ვ. გორგასლის ქ. #41

ევროსაბჭოს პრეზიდენტი

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს მა...

საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვია. იგი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

„შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას როგორც არასოდეს სჭირდება სწორედ შიდა სტაბილურობა, შერიგება და დიალოგი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. 

1614581310

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია დღეს 10:00 საათიდან დაიწყო და 31 მარტის 18:00 საათამდე  გაგრძელდება.

1614580716

მაინმარში საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციამ საბრძოლო იარაღი გამოიყენა. შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

1614579874

„PCR ტესტის უარყოფითი პასუხით საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობა დღეიდან კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს ექნებათ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 24 თებერვლის საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

1614579110
სამუშაო საათების
აღრიცხვა

დღეიდან კომპანიებისთვის დასაქმებულთა სამუშაო...

დღეიდან კომპანიები ვალდებული იქნებიან დასაქმებულთა სამუშაო საათები ზუსტად აღრიცხონ. 

„ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ევრო...

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი იმის დასტურია, რომ საქართველო ევროკავშირის ახლო მეგობარია. 

1614533827
„ვაქცინის შემოტანაზე მოლაპარაკებას პრეზი...

„პირდაპირ ვამბობ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა ნოემბერში და ასევე ის არის პასუხისმგებელი ვაქცინაციის პროცესზე“, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა. 

ანდრია გვიდიანი სააკაშვილზე: ეს კლოუნი ნ...

„წარმოგიდგენთ სააკაშვილის ორმაგ სტანდარტს, მის ორმაგ სახეს, რას ამბობდა როცა ხელისუფლებაში იყო და რას ამბობს როცა ქვეყნიდან სამარცხვინოდ არის გაგდებული. მის გულწრფელობაზე დასკვნები თავად გამოიტანეთ,“ - ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი აცხადებს.