ბიზნესი

ახალგაზრდული მოხალისეობრივი პროექტები მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება

ახალგაზრდული მოხალისეობრივი პროექტები მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება
14:25 12.10
დაკოპირებულია

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდი“, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით, უკვე მეოთხე თვეა ახორციელებს მასშტაბურ მოხალისეობრივ პროექტს, რომელიც ახალგაზრდების ჩართულობით COVID 19-ის გამოწვევების საპასუხოდაა მიმართული. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდი“, ავრცელებს.

ganatlebis-saertashoriso-tsentri_o_h.jpegმათი ინფორმაციით, ვირუსის გავრცელებამ შექმნა უპრეცენდენტო საფრთხე მთელ მსოფლიოში და მათ შორის - საქართველოშიც. ჯანდაცვის პრობლემებთან ერთად, ცხადია, წარმოიშვა სირთულეები სხვა მიმართულებითაც, როგორიცაა სოციალურ-ეკონომიკური თუ კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროები. პანდემიური და პოსტპანდემიური გარემო უარყოფით გავლენას ახდენს მოსახლეობის პრაქტიკულად ყველა სეგმენტზე, განსაკუთრებით კი - სოციალურად დაუცველ, ხანდაზმულ, იძულებით გადაადგილებულ, შეზღუდული შესაძლებლობების პირებზე და ა. შ.

„ჰელფინ ჰენდის“ მიერ ორგანიზებული პროექტის მიზანია ახალგაზრდების გაძლიერება მოხალისეობრივი გზით, პროექტის ფარგლებში სათანადო ცოდნის მიღება და უნარ-ჩვევების გამომუშავება, შედეგად კი მთელი ქვეყნის მასშტაბით სწორედ აღნიშნული გამოწვევების საპასუხო აქტივობების დაგეგმვა. პროექტში ჩართულმა 150-ზე მეტმა მოხალისემ უკვე გაიარა პროფესიონალური ტრენინგები, რის შემდეგაც თავიანთ თემში დაიწყეს კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზებზე მუშაობა. საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში მათ მენტორები და „ჰელფინგ ჰენდის“ კვალიფიციური წარმომადგენლები ეხმარებიან. ორგანიზაციას აქვს მოხალისეობრივი ქსელის წარმატებით მართვის მრავალწლიანი გამოცდილება და სათანადო ადამიანური თუ ტექნიკური რესურსები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მოხალისეებმა საინტერესო პროექტების დაგეგმვა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყეს. სექტემბრის თვეში მათი ორგანიზებით ათობით პროექტი განხორციელდა და დაიგეგმა, მათ შორისაა:

  • ნათია ჭელიძის მიერ ორგანიზებული პროექტი: ,,მოხალისის როლი COVID19 პანდემიის დროს’’. ნათია მოხალისეობრივ საქმიანობას ხულოს მუნიციპალიტეტში ახორციელებს, პროექტის სხვადასხვა ეტაპზე მან სახალისო შემოქმედებითი კონკურსები და ტრენინგები ჩაატარა;
  • მარიამ ბეშიძის, სალომე კაშიას, ანა თვალაძისა და ანა ალბუთაშვილის პროექტი, რომლის მიზანი მონაწილე გოგონების თვითგანვითარების ხელშეწყობა იყო, სხვადასხვა თემაზე ინტერაქტიული ლექციებისა და დისკუსიების ორგანიზების გზით.
  • სალომე შველიძის პროექტები - „ერთად ენისათვის“, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ტრენინგები თანამედროვე ქართულის ენობრივი ნორმების შესასწავლად და ონლაინ-ტრენინგები სახელწოდებით: ,,ეპოქა და ადამიანები'', რომლის მიზანიც მონაწილე ახალგაზრდებისთვის ქართველი საზოგადო მოღვაწეების ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობა იყო;
  • მოხალისე სოფი დოლიძის პროექტები აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაშტაში, სოფიმ ჩაიწერა სოფლის ხანდაზმულების ზეპირი ისტორიები, ერთგვარი დღიურები, სადაც რესპონდენტებმა პანდემიის პერიოდში განცდილი მათი ემოციები და გამოცდილება გაუზიარეს; უახლოეს მომავალში, თავისივე სოფლის მასშტაბით და ადგილობრივი ახალგაზრდების მონაწილეობით, გეგმავს სპორტული შეჯიბრებების მოწყობას და საგანმანათლებლო შეხვედრებს ღია ცის ქვეშ, სოფლის მოსახლეობის აქტიური ჩართულობით;
  • მარიამ ქეცბაიასა და ვიქტორია არაქელიანის პროექტი: ,,გაიფერადე ცხოვრება’’, რომლის ფარგლებშიც ისინი მიუსაფარი ბავშვებისთვის გეგმავენ ყოველკვიურ, შემოქმედებით და სახალისო აქტივობებს;
  • ალეკო ქვრივიშვილისა და ანა ალბუთაშვილის პროექტი: ,,ერთი დღე ლისზე’’. მოხალისეებმა დაგეგმეს სოციალური აქტივობა ლისის ტბაზე, მხიარულ, სპორტულ და ინტეგრირებულ გარემოში;
  • ალეკომ ორგანიზება გაუწია კიდევ ერთ პროექტს: ,,სპორტი მოზარდებში’’, რომლის შედეგად, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში ოცამდე ადგილობრივი მოზარდის მონაწილეობით ჩაატარა სასწავლო-საწვრთნელი ვარჯიშები და სპორტული ეკიპირება გადასცა აღნიშნული სოფლის ძიუდოს დარბაზის სპორტსმენებს;
  • ანი ჩოხელის პროექტი - „ხელოვნების როლი მოზარდებში პანდემიით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად“. შედეგად ჩატარდა შემოქმედებითი კონკურსი ხატვის მოყვარული ახალგაზრდების მონაწილეობით;
  • ჯესიკა და ხათუნა მეიტიევების საქველმოქმედო აქტივობები, რომლის ფარგლებშიც ისინი ქარელის მუნიციპალიტეტში, დაბა აგარაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარნენ;
  • მარი ცომაიას პროექტი, რომლის ფარგლებში, ის თანატოლებისთვის იმერეთში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში ყოველკვირეულ და ინტენსიურ მეცადინეობებს ატარებს მისთვის საყვარელ საგანში - მათემატიკაში;
  • მარიამ შეროზიასა და ნინია მაზმიაშვილის პროექტი: ,,ჩემი კარანტინის აღმოჩენა’’, რომლის მონაწილეებმაც ფართო საზოგადოებას საინტერესო და კრეატიული ნამუშევრები წარუდგინეს. ნამუშევრები ასახავდა კარანტინის პერიოდში აღმოჩენილ ახალ უნარებს, შემოქმედებით ნიჭსა თუ ინტერესებს;
  • თამარ და ანა კოპაძეების საინტერესო აქტივობები, მოხალისეებმა ქალაქ გორში ვიდეოგაკვეთილების მეშვეობით შეისწავლეს პირბადეების კერვა, მოიმარაგეს შესაბამისი ქსოვილები და ათობით პირბადე შეკერეს, რომლებიც სპეციალური შეფუთვებით უსასყიდლოდ დაურიგეს ძირითადად, ხანდაზმულ მოქალაქეებს, მთელი ქალაქის მასშტაბით.
  • ევა გუმაშვილის საგანმანათლებლო პროექტი, რომლის ფარგლებშიც ევამ პანკისში, სოფელ დუისში ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის მხატვრული ლიტერატურის ბიბლიოთეკა მოაწყო;
  • თაზო ჯოჯუას პროექტი - "Covid 19 - ზოგი ჭირი მარგებელია’’. პროექტის შედეგად, გურიის რეგიონში, სოფელ ასკანაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაშები და ფოტოკონკურსი - ,,კადრზე აღბეჭდილი პანდემია'';
  • მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სოფელ მუხრანის მოხალისეთა ჯგუფის: თამარ პაპიაშვილის, ქეთევან მუსელიანისა და მარიამ გოგოლაშვილის პროექტი, რომლის ფარგლებშიც მათ ადგილობრივი თემისთვის მნიშვნელოვანი აქტივობა დაგეგმეს: ისინი სოფელ მუხრანში, COVID 19 პანდემიის დროს დაზარალებულ ხანდაზმულებს, სსმ და შშმ პირებს შეხვდნენ და თითოეულ მათგანს საკვები პროდუქტები და საჭირო ნივთები მიუტანეს;
  • სამაია გუსეინოვას პროექტი, რომლის ფარგლებშიც ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავში, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეებისთვის ინტენსიურად ატარებს ქართული ენის გაკვეთილებს;
  • მარიამ ბერძენიშვილისა და სალომე ვარამიშვილის მოხალისეობრივი აქტივობები, რომლის ფარგლებშიც ისინი ჩართულნი არიან ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის'' (CSDC) პროექტში და მიუსაფარი/განსაკუთრებული საჭიროებების ქალებს ეხმარებიან სურსათითა და პირველადი აუცილებლობის ნივთებით;

ზემოთ აღნიშნული პროექტების დიდი ნაწილი ,,ჰელფინგ ჰენდის’’ შიდა საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და ორგანიზაციის დაფინანსებით ხორციელდება, მათივე ცნობით, ეს და სხვა ათობით პროექტი, მოხალისეთა ინიციატივით, მომავალ თვეებშიც გაგრძელდება, რითაც, ერთი მხრივ, მოხდება სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში მოზარდებისა და ახალგაზრდების მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობა, მეორე მხრივ - მოხალისეთა მობილიზება თავიანთ თემში პრობლემების გადაწყვეტისა და სათანადო ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით.

„უკვე განხორციელებული პროექტებიდან ჩანს, რომ „ჰელფინგ ჰენდის“ მოხალისეების საქმიანობის სფერო მრავალფეროვანი და განსხვავებულია და ხორციელდება თითოეული მოხალისის სურვილისა და რესურსის შესაბამისად. მოხალისეთა მიერ უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების შედეგად, შესაძლებელი გახდება პოზიტიური ურთიერთ-კომუნიკაციის გაზრდა, იზოლაციური განცდების შემცირება, მოტივაციის ამაღლება, თემსა და მოწყვლად ჯგუფებში წარმოქმნილი კონკრეტული პრობლემების მოგვარება. მოხალისეთა პროექტების შესახებ სრული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში და მოხალისეთა პლატფორმაზე, რომელიც ამავე პროექტის ფარგლებში შეიქმნა: https://www.facebook.com/helpinghendi/ http://youthvolunteering.ge/ “, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის“, მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ 20 ოქტომბრის მნიშვნელოვანი ამბების დაიჯესტს. * საქართველოში...
23:51 20.10
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე 5 წლის ბავშვი...
23:35 20.10
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ნგრევად შენობებში მცხოვრებ 274 დ...
23:11 20.10
„ეს არ არის ივანიშვილის გუნდი. ეს არის კობახიძის გუნდი და კობახიძე ვერანაირ არჩევნებს ვერ მოიგებს. მ...
23:03 20.10
ქართველი ბიზნესმენი გოგი თოფაძე: ჟვანიას ვუთხარი, 3-დან 4 წლამდე...
ბიზნესმენ გოგი თოფაძის განცხადებით, მისი შვილიშვილის მკვლელობის მცდელობაში ბალდებული ბუსა ჟვანიასთვი...
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური გან...
დღეს, 20 ოქტომბერს, გლდანის რაიონის მკვებავი მაგისტრალური ქსელის ავარიულად დაზია...
ბექა ლილუაშვილი: ეკონომიკაში ერთი მილიარ...
„მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ჩაიდება ერთი მილიარდი ლ...
ბექა ლილუაშვილი: „ქართული ოცნების“ მთავა...
„დღეს არსებული გლობალური პანდემიის და რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური გამოწვ...