მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამოქმედდა სუბსიდირების პროგრამა თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის“ - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ, ექიმების პროფესიონალიზმმა და ჩვენი მოქალაქეების სამოქალაქო პასუხისმგებლობამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს

„შემუშავდა კრიტერიუმები, რომელთა შესაბამისადაც, ანტიკრიზისულ გეგმასთან მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის ამოქმედდა სუბსიდირების პროგრამა, თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის,“ - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სუბსიდირება განისაზღვრა 5 000 ლარით, ხოლო თუ ერთი იურიდიული პირი ერთზე მეტ რესტორანს ოპერირებს - 10 000 ლარით.

„ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის განისაზღვრა 5 000 ლარით. ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში, დაფინანსება შეადგენს 10 000 ლარს,“ - აღნიშნა პრემიერმა.

აგრეთვე იხილეთ:

„ჩვენი მთავარი აქცენტი პრობლემების გადაჭრაზე უნდა იყოს მიმართული და არა უსაგნო, უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობზე“ - პრემიერი

პრემიერმა ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებს „ნამახვანჰესის“ საკითხზე რიონის ხეობაში ჩასვლა დაავალა