ბიზნესი

CarBox - ექსკლუზიური სასაჩუქრე ნაკრები ლიცენზირებული ტაქსის მძღოლებისათვის

CarBox - ექსკლუზიური სასაჩუქრე ნაკრები
14:16 15.09
დაკოპირებულია

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა“, „გრინვეიმ“ და „ამბოლმა“, სპეციალურად ლიცენზირებული ტაქსის მძღოლებისთვის, ახალი შეთავაზება - CarBox შექმნეს. ეს არის სასაჩუქრე ნაკრები, რომელიც მძღოლებისთვის სასურველ და აუცილებელ ვაუჩერებსა და ფასდაკლებებს შეიცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „სოკარი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ სასაჩუქრე ნაკრების მიღება თბილისში, ნებისმიერი ლიცენზირებული ტაქსის მძღოლს შეუძლია „გრინვეიში“ ტექისნპექტირების გავლისთანავე, ან „სოკარის“ სერვისცენტრებში.

„ნაკრებში შედის „სოკარის“ სპეციალური ენერჯი ბარათი, რომელიც ლიცენზირებულ ტაქსის მძღოლებს სპეციალურ, 20 თეთრიან ფასდაკლებას სთავაზობს ბენზინსა და დიზელზე. გარდა ამისა, ყოველ შეძენილ 1 ლიტრ ბენზინზე, ან დიზელზე ბარათის მფლობელს 3 თეთრი უგროვდება. ონლაინ შეძენისას კი თანხა ორმაგდება და ბარათზე 6 თეთრი გროვდება. ფასდაკლება ვრცელდება გაზზეც და მომხმარებლებს ამ ბარათით გაზის შეძენა 10 თეთრიანი ფასდაკლებით შეეძლებათ.

CarBox-ში ტაქსის მძღოლები, ასევე, ნახავენ „ამბოლის“ 30%-იანი ფასდაკლების ვაუჩერს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სამუხრუჭე ხუნდების შეძენისას. “ამბოლისგან” ისინი დასაჩუქრდებიან ზეთის შეძენის შემთხვევაშიც - 3 ლიტრი ზეთის შეძენისას 1 ლიტრს საჩუქრად მიიღებენ.

გარდა ამისა, ტაქსის მძღოლებს CarBox-ში დახვდებათ თანამედროვე თვითმომსახურების სამრეცხაოების ქსელის, „გრინვოშის“ ვაუჩერი. „გრინვოშის სამრეცხაო ცენტრები მუშაობს 24 საათის განმავლობაში. მძღოლებს შეუძლიათ თავად გარეცხონ საკუთარი ავტომობილი, აირჩიონ რეცხვის რეჟიმი, სარეცხი ხსნარები და რეცხვის ხანგრძლივობა.

CarBox-ის მიღება ლიცენზირებულ ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ მხოლოდ პირადობისა და ტექ. პასპორტის წარდგენის შემთხვევაში, თბილისში მდებარე „სოკარისა“ და „გრინვეის“ ნებისმიერ სერვის ცენტრში.

სოკარის სერვის ცენტრების მისამართებია (ცხელი ხაზი *0001):

  • ცინცაძის ქ. #55;
  • მარშალ გელოვანის გამზირი, აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარედ;
  • აეროპორტის სერვის ცენტრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარედ (ვარკეთილის ჩასახვევთან);

გრინვეის სერვის ცენტრების მისამართების სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://umartivesad.ge/ka/service-centers,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირე...

საქართველოში, დღეს კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 22 სექტემბრის...
15:53
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს, გენე...
18:36
ადიგენის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულია სოფელ...
18:22
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, იმისთვის, რომ საქართველოში და...
18:01
რუსეთში ავიაგამანადგურებელმა „სუ-30“-მა კატასტროფა განიცადა. „როსიისკაია გაზეტას" ინფორმაციით, ინციდ...
17:55
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი GITA - სა და კომპანია ,,იუ ჯი თი“ - ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი GITA-სა და...
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოლოგიურ კომპანია „იუ ჯი თი“-ს შორის ურთიე...
გიორგი ლორიას თავის გაქანების გამო, მატჩ...
საქართველოს ნაკრების და ბერძნული „ანორთოსისის“ მეკარეს გიორგი ლორიას კლუბ „აპოლო...
ლარი გაუფასურების ანტირეკორდს ხსნის
ეროვნული ბანკის ცნობით, 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 1...
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელ...
დღეს, 22 სექტემბერს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის...