ბიზნესი

ექსპერტი: ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა გარდაუვალი იყო

გიორგი აბულაშვილი:
ენერგომომარაგებაზე
ადეკვატური ტარიფის
დადგენა დარგის
საინვესტიციო
მიმზიდველობას გაზრდის
1609322875
დაკოპირებულია

სემეკის მიერ ელექტროენერგიაზე საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო სამომხმარებლო ტარიფების გაზრდა, რის შესახებ გადაწყვეტილება მარეგულირებელმა 29 დეკემბრის სხდომაზე მიიღო, გარდაუვალ ნაბიჯად მიაჩნია საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრის ხელმძღვანელს გიორგი აბულაშვილს.

მისი თქმით, ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება, შესაბამისად იზრდება იმპორტდამოკიდებულება, ვინაიდან ადგილობრივი გენერაცია ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას.

„ცხადია, რომ ტარიფების ზრდა გარდაუვალი იყო, როდესაც იმპორტირებულ ენერგიაზე დამოკიდებულება იზრდება“, – აცხადებს გიორგი აბულაშვილი.

ენერგეტიკოსები დადებითად აფასებენ მთავრობის გადაწყვეტილებას მიზნობრივი სუბსიდირების შესახებ, რომელიც 2021 წლის განმავლობაში განხორციელდება. კერძოდ, საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს, ელექტროენერგიის მომხმარებლების 95%-ს, რომლებიც მოიხმარენ 300 კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას, დაუსუბსიდირებს არსებულ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობას ერთი წლის განმავლობაში. ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით ტარიფებს შორის სხვაობის 50%-იანი სუბსიდირება შეეხება კვების მრეწველობის დარგსაც. ამასთანავე, ქ. თბილისში, ქ.მცხეთასა და ქ.რუსთავში გაზრდილი წყალმომარაგების ტარიფი დაუსუბსიდირდებათ სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

ჯამში, მთავრობის სუბსიდიით 1.6 მილიონზე მეტი მოქალაქე ისარგებლებს.

პროკურატურის შენობა

„200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დე...

საქართველოს გენერალური პროკურატურა „დავით გარეჯის საქმეზე“ დაკავებულები პირების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

„მთავარმა პროკურატურამ, რომელიც თავის დროზე აგვისტოს ომის საქმეს იძიებდა, საქართველოს სასარგებლო არაერთი მტკიცებულება შექმნა“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „EURONEWS GEORGIA“-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

1611247133

„ფასილიტატორების გარეშე „ქართულ „ოცნებასთან“ რაიმე შეთანხმებაზე ხელმოწერას არ განვიხილავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ელჩები ჩვენ შორისაც გაუწევენ პროცესს ფასილიტაციას, რადგან საბოლოო ჯამში, ეს იქნება ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. 

1611245292

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 60 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით არის მოკლული. 

1611242916

„მედიაში ეთიკური სტანდარტების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებისთვის, უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, კერძოდ, სხვა ადამიანების ძირითადი უფლებები, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება. უხამსობისაგან სამაუწყებლო ეთერის დაცვა, გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღალ სტანდარტზე აჰყავს“ - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე აღნიშნა.

1611241448
ხანძარი ინდოეთში

ინდოეთში ვაქცინების ცენტრში ხანძარს 5 ადამიან...

ინდოეთის ვაქცინების წარმოების ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ  Aljazeera იუწყება. 

ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მისმა მაგნიტუდამ ეპიცენტრში 7,2 შეადგინა. ამის შესახებ ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრში იუწყება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

თბილისის ქუჩების დამისამართება დაიწყო

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა, გლდანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა ოგბაიძესთან ერთად, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩაზე სამისამართე აბრების განთავსების პროცესში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

1611235304
საქართველოს პრეზიდენტი - ვაქცინაზე საქარ...

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრა სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ის წუთი-წუთზე ელოდებოდა სასამართლოს ისტორიულ განაჩენს და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მათი მხრიდან ამ საკითხზე სათანადო რეაგირება, რაზეც შარლ მიშელმა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრებდა თავის კოლეგებთან დღეს საღამოს გამართულ სამიტზე. შარლ მიშელმა პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.