ბიზნესი

ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციისა და მონიტორინგის მნიშვნელობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

ენერგეტიკულ ბაზარზე
კონკურენციისა და
მონიტორინგის
მნიშვნელობის შესახებ
საერთაშორისო კონფერენცია
მიმდინარეობს
1614247112
დაკოპირებულია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით გაიხსნა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგი პრაქტიკაში“.

მათი ინფორმაციით, მონაწილეები განიხილავენ ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის, ლიბერალიზაციის პროცესისა და კონკურენციის მნიშვნელობა საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაგალითებზე. კონფერენცია გახსნეს სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ და საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ.

დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში კონკურენციისა და ბაზრის მონიტორინგის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ სემეკი ხელს შეუწყობს ისეთი ბაზარის ჩამოყალიბებას, სადაც მონაწილეები ისარგებლებენ თანასწორი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პრინციპებით.

„ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს შექმნას ბაზარზე, რაც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასა და ინვესტიციების მოზიდვას, ხოლო მეორე მხრივ, მომხმარებელს მიეცემა არჩევანის გაკეთების საშუალება. სემეკში შეიქმნა ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელიც სრულად გააკონტროლებს ბაზარზე არსებულ ურთიერთობებს, რაც არის ერთგვარი გარანტი იმისა, რომ პროცესები წარიმართება გამჭვირვალედ და ხელი არ შეეშლება კონკურენტული ფასის ჩამოყალიბებას“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

„2020 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა ცვლილებები კონკურენციის შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც გაძლიერდა კონკურენციის აღსრულების პოლიტიკა, დაიხვეწა და გასწორდა საკანონმდებლო ხარვეზები, რომელიც პრაქტიკაში ფიქსირდებოდა. კონკურენციის კანონში ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ეკონომიკის სხვა მარეგულირებელ უწყებებთან მიმართებაში საკითხების განხილვის და გადაწყვეტის კონტროლის ერთიან პრინციპებზე ჩამოყალიბება. სწორედ ეს არის ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი და მთავარი განხილვის თემა - რეგულირებადი სექტორების საქმიანობა კონკურენციის სამართლებრივ ფორმატში, ეფექტიანად წარიმართოს. მადლობა კონფერენციის ორგანიზებისთვის და მასში ჩართულობისთვის ჩვენი კოლეგა უწყებების წარმომადგენლებს“, - განაცხადა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ შეხვედრაზე.

კონფერენციაზე სიტყვით წარდგნენ და ენერგეტიკის სექტორში კონკურენციისა და მონიტორინგის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალურმა დირექტორმა, ირინა მილორავამ, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, უჩა უჩანეიშვილმა, ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარემ და სემეკის წევრმა, მაია მელიქიძემ, ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელმა დირკ ბუშლემ , ლიეტუვას კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, შარუნას კესერაუსკასმა, ავსტრიის კონკურენციის ორგანოს გენერალურმა დირექტორმა, თეოდორ ტანერმა.

კონფერენციაში მონაწილეობენ როგორც საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები, ასევე ავსტრიის, უნგრეთის, საბერძნეთის, ბულგარეთის, სლოვენიის მარეგულირებელი კომისიების, კონკურენციის სააგენტოებისა და ენერგეტიკული ბირჟის წარმომადგენლები.

კონფლიქტოლოგი

„ზელენსკის მოქმედება მშვენიერი ილუსტრაცი...

„თავის დროზე, ზელენსკიმ თამამად განაცხადა, რომ რუსეთისგან ეს პროვოკაცია კუნთების თამაში იყო და როგორც ჩანს, რუსეთი ამჯერად ამით შემოიფარგლა. ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის, რადგან შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე, სანამ რუსეთი თავისას არ მიაღწევს და უკრაინას არ აიძულებს, ხელი მოაწეროს დონბასთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მას აწყობს“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი მასშტაბით განლაგების საკითხს.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

1619178031

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ თუ წესების დაცვით ჩავატარებთ სააღდგომო დღესასწაულს, შარშანდელის მსგავსად ეპიდაფეთქებას ავარიდებთ თავს.

1619177604

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებიდან ჯარის უკან დაბრუნების პროცესს ყურადღებით დააკვირდება. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

1619177584

მიმდინარე წლის 22 აპრილს საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან ნორბერტ როტგენთან. შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ევროკავშირის მედიაციით პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

1619176868
„ჩვენ ყოველთვის
შეგვიძლია დავეყრდნოთ
თბილისს და ანალოგიურად
თბილისს შეუძლია ჰქონდეს
კიევის იმედი“

„ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია დავეყრდნოთ თბილისს...

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის აგრესია იყო ის მთავარი ხაზი, რომელზეც ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

დავით მათიკაშვილი: ამნისტიის აქტის აუცილ...

„პროკურატურის მხრიდან იყო სრული შესაძლებლობა ნიკა მელიასთვის მიცემული, რომ მას ეს გირაო გადაეხადა და გამობრძანებულიყო ციხიდან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში განაცხადა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში აუფეთქებელი ჭურვები...

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონში 63 ერთეული აუფეთქებელი საარტილერიო ჭურვი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველო...

თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველო ევროკავშირის ქსელში - Eurodesk გაწევრიანდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.