ბიზნესი

ენერგოომბუდსმენი: ელექტროენერგიაზე არსებულ ტარიფს ვერ შევინარჩუნებდით

ექსპერტი1111
1609244985
დაკოპირებულია

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგში ყველა წინაპირობა არსებობდა იმისათვის, რომ არსებული ტარიფი ვერ შენარჩუნდებოდა.

სალომე ვარდიაშვილის თქმით, დღეს სწორედ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება მიიღო მარეგულირებელმა კომისიამ. განხილვაზე წარმოდგენილი იყო ძალიან ბევრი წვრილმანი, რომლებიც მიგვანიშნებდა, რომ ყველა გზას, ფაქტობრივად, ამ გადაწყვეტილებამდე მივყავდით

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ დანახარჯებიდან ამოირიცხა მილიონობით ლარი. მაგალითად, „თელასის“ შემთხვევაში – 16 მლნ ლარი, ხოლო „ენერგო–პრო ჯორჯიას“ შემთხვევაში – 12 მლნ ლარი. მიუხედავად ამისა, ტარიფის შემადგენლობა დარჩა იმ სახით, რა სახითაც დღეს დავინახეთ.

„ძალიან სასიხარულო ფაქტია, რომ მომხმარებლებისთვის მთავრობამ შემოგვთავაზა სუბსიდირების პროგრამა და 1 700 000 აბონენტიდან 1 650 000 აბონენტს შეეხება სუბსიდირება, რაც ჯამში მომხმარებლების 96%–ს შეადგენს“, – მიაჩნია სალომე ვარდიაშვილს.

ახალი ტარიფები ძალაში შევა 2021 წლის 1 იანვრიდან.

სს „თელასის“ ახალი სამომხმარებლო ტარიფები

საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დღგ-ს ჩათვლით:

0 კვტ.სთ-დან - 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით - 18.041 თეთრი/კვტ.სთ

101 კვტ.სთ-დან - 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით - 22.053 თეთრი/კვტ.სთ

301 კვტ.სთ-დან - - 26.537 თეთრი/კვტ.სთ

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ტარიფები დღგ-ს ჩათვლით:

110-35 კვ. - 27.370 თეთრი/კვტ.სთ

10-6-3.3 კვ. – 29.646 თეთრი/კვტ.სთ

0.4 კვ. – 32.931 თეთრი/კვტ.სთ

სს „ენერგო–პრო ჯორჯიას“ ახალი სამომხმარებლო ტარიფები საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის დღგ–ის ჩათვლით:

0 კვი.სთ–დან – 101 კვტ. სთ–ის ჩათვლით 17,731 თეთრ/კვტ.სთ.

101 კვი.სთ–დან – 301 კვტ.სთ–ის ჩათვლით 21,707 თეთრი/კვტ.სთ.

301 კვტ.სთ–დან 26,227 თეთრი/კვტ.სთ.

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ტარიფები დღგ–ის ჩათვლით:

110–35 კვ. – 28,267 თეთრი/კვტ.სთ.

10-6-3,3 კვ. – 30,879 თეთრი/კვტ.სთ.

0,4 კვ. – 31,960 თეთრი/კვტ.სთ.

პროკურატურის შენობა

„200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დე...

საქართველოს გენერალური პროკურატურა „დავით გარეჯის საქმეზე“ დაკავებულები პირების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

„მთავარმა პროკურატურამ, რომელიც თავის დროზე აგვისტოს ომის საქმეს იძიებდა, საქართველოს სასარგებლო არაერთი მტკიცებულება შექმნა“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „EURONEWS GEORGIA“-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

1611247133

„ფასილიტატორების გარეშე „ქართულ „ოცნებასთან“ რაიმე შეთანხმებაზე ხელმოწერას არ განვიხილავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ელჩები ჩვენ შორისაც გაუწევენ პროცესს ფასილიტაციას, რადგან საბოლოო ჯამში, ეს იქნება ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. 

1611245292

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 60 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით არის მოკლული. 

1611242916

„მედიაში ეთიკური სტანდარტების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებისთვის, უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, კერძოდ, სხვა ადამიანების ძირითადი უფლებები, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება. უხამსობისაგან სამაუწყებლო ეთერის დაცვა, გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღალ სტანდარტზე აჰყავს“ - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე აღნიშნა.

1611241448
ხანძარი ინდოეთში

ინდოეთში ვაქცინების ცენტრში ხანძარს 5 ადამიან...

ინდოეთის ვაქცინების წარმოების ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ  Aljazeera იუწყება. 

ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მისმა მაგნიტუდამ ეპიცენტრში 7,2 შეადგინა. ამის შესახებ ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრში იუწყება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

თბილისის ქუჩების დამისამართება დაიწყო

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა, გლდანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა ოგბაიძესთან ერთად, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩაზე სამისამართე აბრების განთავსების პროცესში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

1611235304
საქართველოს პრეზიდენტი - ვაქცინაზე საქარ...

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრა სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ის წუთი-წუთზე ელოდებოდა სასამართლოს ისტორიულ განაჩენს და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მათი მხრიდან ამ საკითხზე სათანადო რეაგირება, რაზეც შარლ მიშელმა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრებდა თავის კოლეგებთან დღეს საღამოს გამართულ სამიტზე. შარლ მიშელმა პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.