ბიზნესი

ევროპაბეთის N Card - პირველი ბარათი სათამაშო ბიზნესში EMV ტექნოლოგიის ჩიპით

ევროპაბეთის N Card
10:02 15.09
დაკოპირებულია

ევროპაბეთის“ მომხმარებლები დღეიდან ყველაზე თანამედროვე, EMV სტანდარტის ბარათით ისარგებლებენ. საქართველოში პირველად თანხის განაღდების დაფარული არხის პლასტიკურ ბარათს EMV ტექნოლოგიის ჩიპი და უკონტაქტო გადახდის NFC ფუნქციონალი ექნება. შედეგად მომხმარებელი შეძლებს მოგებული თანხა კიდევ უფრო მარტივად და კომფორტულად მიიღოს. ამავდროულად მისი ბარათი უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, EMV ტექნოლოგია აპრობირებულია საბანკო სექტორში, სათამაშო ბიზნესში კი ევროპაბეთის N Card არის პირველი ბარათი, რომელიც ფუნქციურად ბანკის ბარათების იდენტური გახდა.

მათივე ცნობით, NFC ტექნოლოგია იგივე Near Field Communication არის მონაცემთა გაცვლის უსადენო მეთოდი ორ მოწყობილობას შორის მოკლე მანძილზე. NFC ჩიპით აღჭურვილი პლასტიკური ბარათი გზავნის დაშიფრულ მონაცემებს მიმღებთან მხოლოდ მიახლოვებით, ისე რომ არ არის საჭირო ტერმინალში მისი მოთავსება. ჩიპის დახმარებით კი მფლობელის ანგარიშზე არსებული თანხა სრულად არის დაცული მაგნიტურ ზოლიანი ბარათებისგან განსხვავებით.

„ევროპაბეთის“ სტრატეგია ევროპული სტანდარტის შემოტანაა ქართულ ბაზარზე. ბარათი EMV ჩიპით დახურული არხით მოგების გასანაღდებლად რევოლუციური სიახლეა სათამაშო ბიზნესში. ჩვენი ბარათი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტების ყველა მოთხოვნას და წარმოადგენს საერთაშორისო საგადახდო სისტემების მიერ ემიტირებული საგადახდო ბარათების ანალოგიურ დაცულ გადახდის ინსტრუმენტს. რაც პირველ რიგში ჩვენი მომხმარებლისთვის გარანტირებული უსაფრთხოების და მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებას ემსახურება“, - აცხადებს „ევროპაბეთის“ მარკეტინგის დირექტორი, ლაშა გოგუა.

„N Card-ით, ევროპაბეთის ანგარიშიდან თანხის გატანის ყველაზე მოსახერხებელი გზით, მომხმარებლები წლებია სარგებლობენ მისი მთავარი უპირატესობების გამო:

  • დაფარული არხი

N Card-ით განხორციელებული ტრანზაქციები არ ჩანს საბანკო ამონაწერში

  • ბანკომატიდან განაღდება

თანხის გატანა შესაძლებელია საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის ბანკომატებიდან

  • ტერმინალით გადახდა

N Card-ით უნაღდო ანგარიშსწორება ხდება საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის ტერმინალებზეც

  • მოგების მომენტალური მოხსნა

ევროპაბეთის ბალანსიდან თანხის გატანა შესაძელებელია ნებისმიერ დროს მომენტალურად

გაუმჯობესებული ბარათების მწარმოებელი და სერვისის მომწოდებელი „ევროპაბეთისთვის“ კომპანია „ნეოლეთია“.

ბარათის გასახსნელად ან ახლის ასაღებად უნდა მიმართოთ N Card-ის ექსპრეს დახლებს მოლებში ან neollet-ის ფილიალებს. N Card-ის ასაღებად აუცილებელია, მომხმარებელს ჰქონდეს „ევროპაბეთის“ ვერიფიცირებული ანგარიში“, - აღნიშნულია „ევროპაბეთის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირე...

საქართველოში, დღეს კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 22 სექტემბრის...
15:53
„ჩვენ ისევ გვიწევს გაუარესებულ სიტუაციაში ცხოვრება. კვლავაც პანდემიის რეჟიმში ვართ“, - განაცხადა ჯან...
19:24
აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. როგორც აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინ...
19:22
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს, გენე...
18:36
ადიგენის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულია სოფელ...
18:22
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან კორონავირუსის სტატისტიკაზე საუბრობს ეზუგბაია: სიტუაციის მართვა, რომ შევძლოთ მოქალ...
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, იმისთვის, რომ საქართველოში და...
18:01
სექტემბერში ბერლინში ჩარტერული რეისი შეს...
Georgian Airways 27 სექტემბერს ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაცი...
ირაკლი ხახუბია მხატვართა საერთაშორისო არ...
„ქართული ოცნების“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკ...
გიორგი ლორიას თავის გაქანების გამო, მატჩ...
საქართველოს ნაკრების და ბერძნული „ანორთოსისის“ მეკარეს გიორგი ლორიას კლუბ „აპოლო...