ბიზნესი

ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID 19-ის კრიზისის დასაძლევად ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის

ლიბერთი ბანკისთვის
უზრუნველყოფილი
დამატებითი დახმარებით,
COVID-19-ის კრიზისის
დასაძლევად ევროპის
საინვესტიციო ბანკის მიერ
მიკრო, მცირე და საშუალო
საწარმოების მხარდაჭერა
ახალ ეტაპზე გადადის
1614614289
დაკოპირებულია

ევროპის საინვესტიციო ბანკი, COVID 19-ის საგანგებო დახმარების ფარგლებში, ლიბერთი ბანკში არსებულ საკრედიტო ხაზს 2.5 მილიონი ევროს მულტისავალუტო რესურსს ამატებს და მის მთლიან მოცულობას 17.5 მილიონ ევრომდე ზრდის. ინფორმაციას ლიბერთი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

სესხი აძლიერებს, COVID 19-ის პანდემიის კრიზისის დასაძლევად, „ევროპის გუნდის“ მიერ საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის გაწეულ დახმარებას, აგრეთვე უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების, ლიკვიდურობისა და ბიზნეს საქმიანობის შენარჩუნებას და ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის აღდგენას.

მხოლოდ 2020 წელს, ევროპის საინვესტიციო ბანკმა, COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, საქართველოს ბიზნეს სუბიექტების დასახმარებლად 70 მილიონი ევრო გამოყო.

ევროპის საინვესტიციო ბანკმა, რომელიც ევროკავშირის გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტს წარმოადგენს, და ლიბერთი ბანკმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის არსებული საკრედიტო ხაზის 2.5 მილიონი ევროს ოდენობით 17.5 მილიონ ევრომდე გაზრდის შესახებ. აღნიშნული შეთანხმებით, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ COVID 19-ის კრიზისის დასაძლევად გამოყოფილი სესხის საერთო ოდენობამ 70 მილიონ ევროს გადააჭარბა, ხოლო COVID 19-თან დაკავშირებული საგანგებო პირობებით გაცემული კრედიტების ოდენობამ 90 მილიონ ევროს გადააჭარბა.

იმ დროს, როდესაც COVID 19-ის პანდემია მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ლიკვიდურობასთან, ფინანსებზე წვდომასთან, ყოველდღიურ საქმიანობასა და ფონდების გაფართოებასთან დაკავშირებით პრობლემებს უქმნის, ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი ქვეყნის ეკონომიკაში ახალ კაპიტალს შეიტანს.

სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერას ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი დაესწრო.

ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტის ვერნერ ჰოიერის განცხადებით, „ევროპის გუნდი“ და ევროპის საინვესტიციო ბანკი გააგრძელებენ საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებას, რათა ხელი შეუწყონ ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას და COVID 19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევას.

„მხოლოდ გასულ წელს, საქართველოს ეკონომიკის აღსადგენად, ჩვენ 170 მილიონი ევრო გამოვყავით - 70 მილიონი ევრო მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის სესხებზე წვდომის გასაადვილებლად და 100 მილიონი ევრო - პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. დღეს კი, ევროპის საინვესტიციო ბანკი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის უზრუნველყოფილი სესხის როგორც ოდენობას ისე მიმზიდველობას ზრდის, ვინაიდან საქართველოში არსებული პარტნიორისთვის სესხს ეროვნულ ვალუტაში პირველად გასცემს. მოხარული ვართ, რომ ვრჩებით საქართველოს სანდო მოკავშირედ და ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის მთავარ წყაროდ,” - განაცხადა ჰოიერმა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკს და ევროკავშირს მხარდაჭერისა და იმ ნდობისთვის, რომლებიც ისინი ლიბერთი ბანკის მიერ იჩენენ. დიდი მადლობა სესხის ოდენობის გაზრდისათვის. ლიბერთი ბანკი საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს დამატებით საკრედიტო შესაძლებლობებს შესთავაზებს. კორონა ვირუსმა მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ძალიან დიდი ზიანი მიაყენა და ეს შესაძლებლობა ჩვენს კლიენტებს ლიკვიდურობასთან დაკავშირებული მოკლევადიანი პრობლემების მოგვარებაში, სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და ქვეყნის ეკონომიკის აღდგენაში საკუთარი როლის შესრულებაში დაეხმარება. 10 მილიონი ლარის ექვივალენტური ეს დამატებითი მულტისავალუტო რესურსი სესხების ადგილობრივ ვალუტაში გაცემის შესაძლებლობას იძლევა, რაც ზრდის ჩვენს მოქნილობას საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების უფრო ფართო სპექტრის დაფინანსებისა და მხარდაჭერის თვალსაზრისით. ეს არის ამ რთულ დროში ყველა ზომის ბიზნეს სუბიექტის დახმარების კუთხით აღებული ჩვენი ვალდებულების შესრულების კიდევ ერთი დადასტურება“, - აღნიშნა ლიბერთი ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხების ხელმისაწვდომობის ზრდა

სესხი იძლევა შესაძლებლობას, დაფინანსება გაიცეს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში და გაიზარდოს სესხების ხელმისაწვდომობას მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის. სესხის მოცულობის გაზრდა საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს დაეხმარება სამუშაო ადგილების, ლიკვიდურობისა და ბიზნეს საქმიანობის შენარჩუნებაში და ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის გამოსვლას COVID-19-ით შექმნილი კრიზისიდან.

ევროკავშირის ბანკის ეს ინვესტიცია ნაწილია ევროპის საინვესტიციო ბანკის იმ ფართო ინიციატივისა, რომელიც ხელს უწყობს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას, მცირე ადგილობრივი ბანკების მხარდაჭერის გზით. მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოები საქართველოს ეკონომიკის ხერხემალს და მთავარ დამსაქმებლებს წარმოადგენენ. ლიბერთი ბანკისთვის გამოყოფილი დამატებითი საკრედიტო ხაზი ასევე მოიცავს 450,000 ევროს ტექნიკურ მხარდაჭერას, რომელიც ლიბერთი ბანკს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მომსახურების გაუმჯობესებასა და გაფაღთოებაში დაეხმარება.

„ევროპის გუნდი“ ქართულ კომპანიებს ეხმარება

ევროპის საინვეტიციო ბანკის მიერ ევროკავშირის გარანტიით უზრუნველყოფილი სესხი ზრდის საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის სესხების ხელმისაწვდომობას საქართველოს საფინანსო სექტორის გრძელვადიანი სტაბილურობისათვის ზიანის მიყენების გარეშე, ან გააძლიეროს საკუთარი შესაძლებლობები გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის აღდგენის მხარდასაჭერად.

საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის ხელმისაწვდომი საკრედიტო ხაზი კიდევ უფრო მიმზიდველია COVID-19-თან დაკავშირებით ევროპის საინვესტიციო ბანკის საგანგებო ზომებით გათვალისწინებული უფრო მოქნილი პირობების გამო. აღნიშნული საგანგებო ზომები წარმოადგენს „ევროპის გუნდის“ ძალისხმევის ნაწილს, რომლებიც მიმართულია პანდემიის პერიოდში საქართველოსა და ევროკავშირის სხვა პარტნიორი სახელმწიფოების დასახმარებლად.

საქართველოს ბიზნეს სუბიექტებისთვის განკუთვნილ საკრედიტო ხაზებში ევროკავშირის ბანკის მიერ დღემდე განხორცილებული ინვესტიციების მოცულობა 290 მილიონ ევროს აღემატება, რაც ქვეყანაში 54,000 სამუშაო ადგილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

21 აპრილი

მარილიანი ველი, რეაქცია პოლიციელის განაჩ...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 21 აპრილს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

გურიაში, ქალაქ ოზურგეთში სამი დღის წინ დაკარგული გოგო პოლიციამ იპოვა. ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

1619030000

რუსეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. ინფორმაციას გამოცემა meduza ავრცელებს.

1619028269

გურიაში, ქალაქ ოზურგეთში, აკაკის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

1619026150

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 61 967 ადამიანს დაუდასტურდა. მონაცემებს worldometers-ი ავრცელებს.

1619024956
სახელმწიფო ზრუნვისა და
ტრეფიკინგის მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების
სააგენტო

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

კოჯრის ბავშვთა სახლის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებს არ ვა...

ცნობილი ქართველი მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე აცხადებს, რომ მას დღესაც კონცერტების ჩასატარებლად რუსეთში და ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკებში“ ეპატიჟებიან.

გიორგი ხელაშვილი: ჩვენი დათმობა იყო ის,...

„როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი პარლამენტში არ შემოვლენ და მელიას უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს შეუძლებელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა არანაირ მექანიზმს ამისთვის. დასავლელ პარტნიორებს არასდროს უთქვამთ, არასდროს მოუწოდებიათ და მით უმეტეს უკარნახიათ, რომ გვემუშავა და გვემოქმედა კანონის საწინააღმდეგოდ,“ - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

ევროკავშირის მათხოვრები არ ვართ - ანზორ...

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია გავრცელებულ ინფორმაციას, ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდის შესახებ, თავზე ლაფის დასხმას უწოდებს.