ბიზნესი

გიორგი კაპანაძე: ესკოსგან საბოლოო პასუხს 10 დღეში ველოდებით

„საეჭვოა, რატომ არ
აქვეყნებს „ესკო“
იმპორტირებული
ელექტროენერგიის ჩაშლილ
ტარიფებს“
1617360574
დაკოპირებულია

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ კიდევ დაელოდება ესკოსგან მოთხოვნილი ინფორმაციის მიღებას, რაც 2016-2021 წლებში იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩაშლილი ტარიფებით  მოწოდებას შეეხება. ამასთანავე, დავაკვირდებით რა ფორმატით გაასაჯაროვებს იგი მარტში შეძენილი ელექტროენერგიის შესახებ ინფორმაციას. ამჯერად მაინც თუ მიაწვდის საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას და შემდეგ მივიღებთ ჩვენს გადაწყვეტილებებს. ამის შესახებ აფბას ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ Pia.ge-ს განუცხადა. 

გიორგი კაპანაძეს ესკოსთან მიმდინარე შეუთანხმებლობის თაობაზე რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- გიორგი, თქვენი ორგანიზაცია თვეზე მეტია ესკოსგან მოითხოვს ინფორმაციას იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩაშლილი ტარიფების მიხედვით. ფაქტია, უშედეგოდ. როგორც თქვენ აცხადებთ, ესკომ თქვენდამი მოწერილ პასუხში ამ ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა და ეს უარი კონფიდენციალურობის პოლიტიკით ახსნა, რომელიც, მათი თქმით, 2006-2007 წლებში ენერგეტიკის მინისტრის მიერ მიღებული ბრძანებებიდან გამომდინარეობს. ანუ, უარი მიიღეთ გამოთხოვილ ინფორმაციაზე. ამ ფონზე, ახლა აცხადებთ, რომ კიდევ 10 დღეს აძლევთ ესკოს მოთხოვნილი ინფორმაციის მოსაწოდებლად. რატომ ფიქრობთ, რომ ესკო შეცვლის გადაწყვეტილებას და თქვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს?

- საამისოდ, ორი ფაქტორი განგვაწყობს. პირველი არის ის, რომ ესკო იძულებული გახდება ჩვენი 100%-ით ლეგიტიმური და კანონიერი ინტერესი დააკმაყოფილოს. მას შემდეგ, რაც მას გუშინწინ საჯაროდ, კონკრეტულად და მუხლობრივად მივუთითეთ თავიანთი პასუხის აბსურდულობაზე და კანონთან შეუსაბამობაზე, ვფიქრობთ, ესკო მიიღებს ერთადერთ და სწორ გადაწყვეტილებას, აღარ გააგრძელებს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენთან იმთავითვე წაგებულ დავას თუ პოლემიკას და თავის პოზიციას გადახედავს. რა ფორმით მოახდენს ამას, იქნება ეს ახალი პასუხის გამოგზავნა, სადაც ჩვენი ინტერესი დაკმაყოფილებული იქნება, თუ ესკო საკუთარ საიტზე გამოქვეყნებს დღის/ღამის და უქმე დღეების მიხედვით ჩაშლილ ინფორმაციას 2016-2021 წლებში შესყიდული ელექტროენერგიის ფასების შესახებ, ამას ჩვენ არსებით მნიშვნელობას არ მივანიჭებთ... ჩვენთვის მთავარია, ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც აპრიორი საჯაროა, რადგან ფაქტია, მისი გასაიდუმლოება არ მოუთხოვიათ თავად იმპორტიორებს, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, გასაჯაროვდეს და დაინტერესებულ საზოგადოებას მიეცეს სრულფასოვანი ანალიზის საფუძველი.

მეორე ფაქტორი, რაც განგვაწყობს საიმისოდ, რომ ესკო პოზიციას შეიცვლის, არის ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, ქალბატონი ნათია თურნავას გაცხადებული პოლიტიკა მთლიანად ეკონომიკაში და განსაკუთრებით ენერგეტიკულ სექტორში, გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლების შესახებ. ბუნებრივია, ჩვენ ვაკვირდებით მინისტრის რეაქციას და მის ქმედებებს ბოლო დროს გამწვავებული მასშტაბური ენერგოპროექტების მიმდინარეობის მიმართ და გეტყვით, რომ ქალბატონი ნათიას დამოკიდებულება საზოგადოებასთან ადეკვატური და სრულფასოვანი კომუნიკაციის აუცილებლობასთან დაკავშირებით გვაიმედებს, როგორც კონკრეტულად ესკოსთან მიმართებით ჩვენს ქეისზე, ისე ზოგადად ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ეკონომიკის მინისტრი, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, პრაქტიკულად ყველა გამოსვლისას აღნიშნავს კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობას. არ გვგონია, რომ ესკომ წაუყრუოს მინისტრის ამ მკაფიო გზავნილს. აი, სწორედ ეს ორი ფაქტორი გვაფიქრებინებს, რომ ესკო გადახედავს თავის პოზიციას და მონახავს რაიმე ფორმატს, რომლითაც ერთხელ და სამუდამოდ ჩაშლილი წესით გაასაჯაროებს იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებს.

ვისარგებლებ თქვენთან საუბრით და საჯაროდ მინდა განვაცხადო, რომ ამ პროცესს ჩვენ გონივრული ვადის განმავლობაში, კიდევ 10 სამუშაო დღის განმავლობაში დაველოდებით. ანუ, ახლა, როცა ვსაუბრობთ, არის 2 აპრილი, პარასკევი დღე. შესაბამისად, 19 აპრილის ჩათვლით დაველოდებით ესკოს მხრიდან ადეკვატურ ქმედებას.

- და მაინც, თუკი, როგორც თქვენ თქვით, მაინც წაუყრუა ესკომ თქვენს მოთხოვნას, ამ შემთხვევაში, რას გეგმავთ, რა იქნება თქვენი მომდევნო ნაბიჯი ამ მიმართულებით.

- ესკოს მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების გამჭვირვალობის სათანადო ხარისხით გამოქვეყნების მიღწევას ჩვენ არ განვიხილავთ მხოლოდ როგორც ერთ კონკრეტულ ამბავს, თუ როგორ ეპყრობა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ლეგიტიმურ საზოგადოებრივ ინტერესს. ჩვენთვის ესკოს მხრიდან სწორი გადაწყვეტილების მიღება იქნება იმის დასტური, რომ სახელმწიფო შპს - ებში გაზრდილია გნებავთ დაბალი, გნებავთ მაღალი, მაგრამ ცალსახად საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი საჯარო კომუნიკაციის ხარისხი. ამის იმედი განსაკუთრებით გვაქვს ეკონომიკის სამინისტროს წიაღში, სადაც მოიაზრება ესკოც და ამის იმედს საკითხისადმი მინისტრის მიდგომა და მისი ბოლოდროინდელი საჯარო გამოსვლები გვიმტკიცებს.

თქვენს კითხვაზე კი, თუ მაინც წაუყრუებს ესკო, რას მოვიმოქმედებთ, გიპასუხებთ, რომ როგორც ყველა პასუხისმგებლიანი ორგანიზაცია, ჩვენც ამ საკითხს მივყვებით ბოლომდე და სავარაუდოდ, ამ მოთხოვნას გადავიტანთ სამართლებრივ სივრცეში, რომ სასამართლოს ძალით მაინც ვაიძულოთ ესკო, შეასრულოს საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება. იმედი გვაქვს საქმე აქამდე არ მივა.

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე, „ნაციონალური
მოძრაობის“ ლიდერი ნიკა
მელია Pia.ge

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელია რომ ციხეში ზ...

„ის, რომ დღეს ნიკა მელია ციხეში ზის, ნამდვილად რუსული თამაშია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ნიკანორ მელიას თანამონაწილეობით გაითამაშა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 141 მლნ-ს აჭარბებს განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.

1618689111

ჩეხეთის რესპუბლიკამ გამოაცხადა, რომ ქვეყნიდან გაძევებს 18 რუს დიპლომატს, რომლებიც ჯაშუშებად იქნენ ცნობილი.

1618686529

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკა წურწუმიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დაკავებულ პირს გამოძიება 144-ე მუხლს ედავება, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად აყვანას გულისხმობს.

1618683713

ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსეთის საელჩოს წინ აქტივისტებმა შიშველი პუტინის ფიგურა დასვეს ოქროს უნიტაზზე.

1618682670
უმრავლესობის წევრი
ირაკლი კობახიძე, 2020 წ.

ირაკლი კობახიძე: იმისათვის, რომ სპეკულაციის ყ...

„შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის გარშემო კონსულტაციები ორი კვირა მიმდინარეობდა, სწორედ იმ ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

1618673327
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინი...

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 237-მა ადამიანმა გაიკეთა.

1618671412
30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით სააღდგომო...

სააღდგომო არდადეგების გამო, 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ვაქცინაცია დროებით შეჩერდება.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“...

დიდი დიღმის IV მიკრორაიონიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით, დღეიდან ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი - N321 ამოქმედდა. BMC მარკის 12-მეტრიანი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსით დღეს თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იმგზავრა.