ბიზნესი

Global Finance-მა თიბისის კორპორატიული ციფრული ბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ყველაზე ინოვაციურად, საქართველოში კი - საუკეთესოდ აღიარა

Global Finance-მა თიბისის კორპორატიული ციფრული ბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ყველაზე ინოვაციურად, საქართველოში კი - საუკეთესოდ აღიარა
15:46 14.08
დაკოპირებულია

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance თიბისის სამომხმარებლო და კორპორატიული ციფრული ბანკი საუკეთესოდ დაასახელა რამდენიმე კატეგორიაში. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ავტორიტეტულმა გამოცემამ, თიბისის კორპორატიული ციფრული ბანკი 2020 წლის ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად აღიარა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, საქართველოში კი - საუკეთესოდ. გარდა ამისა, თიბისის ციფრული ბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელდა ციფრული მარკეტინგისა და სერვისის მიმართულებით, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის.

„გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია, რომლის წევრები საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები არიან ტექნოლოგიების, საკონსულტაციო და სხვა სფეროების მიმართულებით. საუკეთესო ციფრული ბანკები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩნენ: გამორჩეული სტრატეგია; მომხმარებლისთვის შეთავაზებული ინოვაციური და მრავალფეროვანი ციფრული სერვისები და პროდუქტები; მომხმარებლების რაოდენობის ზრდა; ციფრული ბანკის დიზაინი და ფუნქციონალი და სხვა.

საერთაშორისო გამოცემა Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. წლების განმავლობაში, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკს Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.

2019 წელს Global Finance-მა თიბისის მობაილბანკი სამომხმარებლო ციფრულ ბანკებს შორის მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარა“, - აღნიშნულია თიბისი ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სწავლა და კორონა

პირველი ოქტომბრიდან სკოლებში სწავლა ნაწი...

პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში პირველიდან მეექსვე...
„ქართული ოცნების“ ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ფოთის მუნი...
21 წუთის წინ
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესზე, ერთ-ერთი მთავარი მოწმის...
27 წუთის წინ
პანკისის ხეობაში სოფელ ჯოყოლოში დაკავებული შშმ პირის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდი...
38 წუთის წინ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. სააგენტო „ინტერფაქს...
40 წუთის წინ
დავით ზალკალიანი საგარეო უწყებაში ბრიფინგზე ზალკალიანი: საქართველოსა და აზერბაიჯანს როგორ...
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, კულტურული და ხალხთაშორისი მიმართულება მნიშვ...
46 წუთის წინ
14:35
მეზვრიშვილი: სახლის პირობებში შემთხვევებ...
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო...
კონგრესმენი: საქართველოს მთავრობა ახალი...
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნდა საგარეო ურთიერთობათა კომიტ...
ვლადიმერ კონსტანტინიდი ესპანეთში მოქმედი...
მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვ...