ბიზნესი

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 100 ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მეექვსედ გამოაცხადა

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 100 ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მეექვსედ გამოაცხადა
14:31 სამ. 17 ნოემბერი
დაკოპირებულია

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 100 ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა უკვე მეექვსედ გამოაცხადა. საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია ონლაინრეჟიმში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მსოფლიო ბანკის „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის“ (GENIE) მხარდაჭერით ხორციელდება.

„თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ხუთი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 96 სტარტაპი დაფინანსდა. თითოეულ მათგანს 100 ათას ლარამდე ოდენობის გრანტი გადაეცა. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი წლიური ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს, მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროექტები-საქმიანობები, გარდა სამხედრო, ბირთვულ ტექნოლოგიებთან, სპირტის და სპირტიანი სასმელების, თამბაქოს, და სახიფათო ნივთიერებების წარმოებისა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 00 44 82. დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანადაფინანსების ვებპორტალზე www.grants.gov.ge“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მთავრობის რეგულაციები

ყველა შეზღუდვა, რომელიც დღეს დაწესდა - ჩ...

„საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტ...
14:31 ხუთ. 26 ნოემბერი
სააკაშვილმა მიღებულ გადაწყვეტილებას „სრულიად აბსურდული“ უწოდა. „სრულიად აბსურდული, არალოგიკური და თ...
22:40 ხუთ. 26 ნოემბერი
გამოცემის ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ 19-ზე ტესტი 265 ადამიანს ჩაუტარდა. ე.წ. ოპერატიული...
22:27 ხუთ. 26 ნოემბერი
ამირან გამყრელიძის თქმით, ინფიცირებული პირების უმრავლესობა ასიმპტომურია. „დღეს ჩვენ თუ გვაქვს 3000-...
22:03 ხუთ. 26 ნოემბერი
როგორც სატელევიზიო ეთერში ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, იმის ფონზე, როდესაც კოვიდინფექციის საწინააღმდე...
21:35 ხუთ. 26 ნოემბერი
თბილისის მერიის ფასადი

თბილისის მერია: მეტროს შეჩერების გადაწყვეტილე...

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადე...
21:14 ხუთ. 26 ნოემბერი
19:02 ხუთ. 26 ნოემბერი
მსოფლიო მარადონას გლოვობს (ფოტოგალერია)
25 ნოემბერს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში საკ...
18:44 ხუთ. 26 ნოემბერი
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების ბრადლე...
საერთო ჯამში სამხედრო გადატრიალების საქმის ფარგლებში თურქეთში 55 ათასი ადამიანია...
17:45 ხუთ. 26 ნოემბერი
ნათია თურნავა: სოციალური და ბიზნეს დახმა...
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სოციალური დახმარების ისეთ მიმართულებაზე, როგორიცა...