ბიზნესი

ინფიცირების რისკების შემცირების მიზნით Europcar კომპანიებს სატრანსპორტო მომსახურებას სთავაზობს

ინფიცირების რისკების
შემცირების მიზნით Europcar
კომპანიებს სატრანსპორტო
მომსახურებას სთავაზობს
1606389714
დაკოპირებულია

ინფიცირების რისკების შემცირების მიზნით, „თეგეტა“ ჰოლდინგის შვილობილი კომპანია „Europcar“ კომპანიებს სთავაზობს თანამშრომელთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის სატრანსპორტო მომსახურებას, რაც გულისხმობს კონკრეტული კომპანიის თანამშრომლების ტრანსპორტირებას სახლი-სამსახური-სახლი, ასევე შეხვედრებზე გადაადგილებას. ამის შესახებ ინფორმაციას თეგეტა მოტორსი ავრცელებს.

თეგეტა მოტორსის ცნობით, სერვისი მოიცავს როგორც მსუბუქი ავტომობილების, ისე მინივენების და მიკროავტობუსების მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„ამასთანავე კომპანია უზრუნველყოფს მძღოლების და მგზავრებისთვის პირბადეებს, თერმოსკრინინს, ავტომობილების სრულ დეზინფექციას ყოველი დღის ბოლოს, ავტომობილების და მგზავრთა დაზღვევას, ასევე საწვავს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, Europcar-ის ავტომობილები აღჭურვილია უახლესი ჯიპიეს სისტემით და ყველა საჭირო დამატებითი აქსესუარით.

ეპიდსიტუაციის გამწვავების ფონზე, მეტად მნიშვნელოვანია დავიცვათ უსაფრთხოების ზომები და ვიზრუნოთ ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების ჯანმრთელობაზე, რაც უზრუნველყოფს ვირუსის გადადების შემთხვევებისგან დაცვას.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიის ქოლ ცენტრს: (+995) 32 244 80 80 ან (+995) 591 17 67 93“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაავადებათა კონტროლის
ცენტრის ხელმძღვანელი
ლუგარის ლაბორატორიის
დაარსებაზე საუბრობს

ამირან გამყრელიძე: ბოდიშს ვუხდი მოსახლეო...

მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილების მიუხედავად შეზღუდვების აუცილებლობაზე საუბრობს ამირან გამყრელიძე. ის ვირუსის დამარცხების მთავარ იარაღად ვაქცინაციას ასახელებს.

1611426345

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ ინფორმაციას ეხმაურებიან, რომლის თანახმად პოლიციის თანამშრომლები პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების დროს სამსახურებრივი მანქანებით უკანონო საქმიანობას ეწევიან.

1611428769

რუსეთში საპროტესტო აქციებზე 2 500-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს. პოლიციის მხრიდან აქტივისტების მიმართ გამოყენებული ძალის მიუხედავად, დემონსტრაციები რუსეთის ათობით ქალაქში მაინც შედგა.

1611428672

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეურარხში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მესაქონლეობის ფერმა სახელმწიფო მხარდაჭერით შეიქმნა.

ფერმის ასაშენებლად ჯამურად, 2 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, დანარჩენი თანხა კი ფერმერის ინვესტიცია.

1611422793

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალური ქსელში ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. კერძოდ, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის ბულვარის დამცველთა საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც მათ მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტებმა „მოღალატე“ ეძახეს და ბოლოს ერთ-ერთმა აქტივისტმა მას თავზე ნაგავი გადააყარა.

1611420562
ევროპარლამენტის დროშა და
შენობა

ევროპარლამენტი ახალ რეზოლუციებში საქართველოს...

2021 წლის 20 იანვარს ევროპარლამენტმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ რეზოლუციები მიიღო. რეზოლუციებში ევროპარლამენტი ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი europarl.europa.eu აქვეყნებს.

პროკურატურამ თელავში მომხდარი განზრახ მკ...

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობისთვის ჯ.ა.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

1611412171
როგორია პანდემიის უახლესი გლობალური სტატ...

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 98 მლნ-ს აჭარბებს. განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.

ჯონსონი არ გამორიცხავს, რომ კორნავირუსის...

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა არ გამორიცხა, რომ კორონავირუსის ბრიტანული შტამი სხვებთან შედარებით უფრო საშიშია. ამასთანავე ის აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული ვაქცინა ამ შტამის მიმართ ეფექტურია. ამის შესახებ washingtonpost.com იუწყება.