სამსუნგი გირჩევთ შეიძინოთ სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით! სამსუნგის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან საყოფაცხოვრებო და მობილური მოწყობილობების მაღაზიები – ალტა, ელიტ ელექტრონიკსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, მაგთი და ასევე, ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება. ინფორმაციას საქართველოში სამსუნგის ოფიციალური წარმომადგენლობა ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სამსუნგი თავის მომხმარებლებს აძლევს უნიკალურ შანსს ისარგებლონ Trade-In აქციით. აღნიშნული აქციის ფარგლებში მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა ჩააბარონ თავიანთი ნებისმიერი ბრენდის ძველი სმარტფონი და შეიძინონ სამსუნგის ფლაგმანები განსაკუთრებულ ფასად. Trade-In პროცესი მარტივია. ამისათვის საკმარისია მიიტანოთ თქვენი ძველი სმარტფონი სამსუნგის პარტნიორ მაღაზიებში, სადაც სპეციალისტები ეკრანის, ბატარეის, კორპუსის ვიზუალური მდგომარეობის და სხვა მონაცემების დიაგნოსტიკის შემდეგ შეაფასებენ მას და გადმოგცემენ ფასდაკლების ვაუჩერს თქვენი სასურველი ფლაგმანის შესაძენად. აქვე გაცნობებთ, რომ აქციის ფარგლებში iPhone-ის ან Samsung S/Note სერიების ჩაბარებისას თქვენ დამატებითი შეფასება გექნებათ.
„ამჟამად Trade-In აქციით თქვენ შეძლებთ შეიძინოთ უახლესი Galaxy S21 სერია, Galaxy Note 20 ან Galaxy S20 სერიის მოდელები. „Trade-In“ შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების - ალტა, ელიტ ელექტრონიკსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, და მაგთის მაღაზიათა ქსელებში. გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს! და გასაჩუქრებს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ უახლეს ამბებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ.
📌ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არიან დაღუპულები და დაჭრილები.
📌რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად. ჯარისა და ჯავშანტექნიკის გადაადგილება რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ ყოველდღიურად მიმდინარეობს.
ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონსტანტინე ფილიას აზრით, გალის მოსახლეობას ენგურზე უპრობლემოდ გადასვლის საშუალება უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ ფილიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მაჭავარიანის ქუჩაზე ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები და გატარებული ღონისძიებები გერმანელი სპეციალისტების მიერ დადებითად შეფასდა“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მეწყერსაშიშ ზონაში გერმანელ სპეციალისტებთან ერთად საპრევენციო ღონისძიებების გაცნობის შემდეგ განაცხადა.
გერმანიაში დროებით დასაქმების მსურველთა პირველი ჯგუფი საქართველოდან დღეს გაემგზავრა.
პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ყოფილი მეუღლის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შესახებ მსახიობ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება.
„მივესალმებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით დიალოგის გამართვის აუცილებლობაზე“,- ვკითხულობთ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.
„ეს მართლაც საინტერესო იდეაა იმისთვის, რომ ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა შეძლოს და დაამტკიცოს ამბიცია, რომელსაც აცხადებენ და რომ აქვთ ის მხარდაჭერა, რაზეც საუბრობენ“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა და „ქართული ოცნების“ რეგიონალურ მდივანს, დიმიტრი სამხარაძეს გამოეხმაურა, რომელმაც გიორგი გახარიას გუნდის წევრ მაჟორიტარებს მოუწოდა, რომ დატოვონ მანდატები და თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად გამართულ შუალედური საპარლამენტო არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და ამით გაზომონ საკუთარი რეიტინგი.
გერმანელმა ინჟინერ-გეოლოგმა, პეტერ ნიუმანმა მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მუდმივი მონიტორინგია საჭირო, თუმცა ამჟამად ჩატარებულმა სამუშაომ შედეგი გამოიღო.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.