ბიზნესი

„ჯიპიაი ჰოლდინგი“: ახლა, როცა პირადი ექიმის მომსახურება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტებს სპეციალური პირობებით ვთავაზობთ

საახალწლო აქცია
1606806102
დაკოპირებულია
  • ჯანმრთელობის დაზღვევის შეძენისას დაზღვეულებს  საჩუქრად პოლისი ონკოქეარი და კურაციო ქარდი გადაეცემათ.
  • ჯიპიაის დაზღვეულებს პირადი ექიმები 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჯანმრთელობის დაზღვევის შეძენის მსურველებს სადაზღვევო პაკეტთან ერთად სპეციალურ საჩუქრებს სთავაზობს. აქციის ფარგლებში ყველას, ვინც ჯანმრთელობის დაზღვევას ჯიპიაიში შეიძენს, საჩუქრად კიბოს რისკისგან დაზღვევის პოლისი „ონკოქეარი“ და კურაციო ქარდი გადაეცემა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ პანდემიის ფონზე ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა. გამორჩეულად მნიშვნელოვანია ის, რომ ჯიპიაი თავის დაზღვეულებს პირადი ექიმების 24 საათიანი მომსახურებით უზრუნველყოფს. კოვიდ დადასტურებულ ან კოვიდზე საეჭვო დაზღვეულებს „კურაციოს“ კოვიდ-ექიმების ჯგუფი ემსახურება და ბინაზე მკურნალობის პროცესში ეხმარება. Covid-19-ის ბინაზე მკურნალობის პროცესში ჯიპიაის პირადი ექიმები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაერთვნენ. შესაბამისად დაზღვეულებს საშუალება აქვთ ექიმს საკუთარ რეგიონში დაუკავშირდნენ და მასთან გაიარონ კონსულტაცია.

თინათინ სტამბოლიშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის კომუნიკაციების დირექტორი“: „ ჯიპიაის ჯანმრთელობის დაზღვევა ახლა ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. ჩვენ აქტიურად ჩავერთეთ COVID-19-ის ბინაზე მკურნალობის პროცესში და ჩვენს დაზღვეულებს პირადი ექიმის 24 საათიანი მომსახურებით ვუზრუნველყოფთ. ჩვენთვის ახლა მთავარია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა ისარგებლოს პირადი ექიმის მომსახურებით, ამიტომ ინდივიდუალური დაზღვევის პოლისის შეძენის მსურველებისთვის სპეციალური საჩუქრები გვაქვს. ყველაზე საჭირო პოლისი „ონკოქეარი“, რომელიც ავთვისებიანი სიმსივნის აღმოჩენის შემთხვევაში სოლიდურ კომპენსაციას ითვალისწინებს და კურაციო ქარდი, რომელიც ფაქტობრივად მეორე სადაზღვეო პოლისია, რომელსაც დაზღვეულის ოჯახის წევრი გამოიყენებს და კლინიკა „კურაციოში“ სამედიცინო სერვისებს ფასდაკლებით მიიღებს. ამ ბარათის მფლობელი პირადი ექიმის მომსახურებითაც 50%-ანი ფასდაკლებით ისარგებლებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯიპიაის დაზღვევით სარგებლობა ახლა უკვე თბილისის ყველა უბანშია შესაძლებელი, ჩვენს დაზღვეულებს შეუძლიათ პირადი ექიმი და მომსახურე კლინიკა სახლთან ახლოს აირჩიონ“.

პოლისი ონკოქეარი აზღვევს ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებების რისკს და ითვალისწინებს კომპენსაციას დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში. კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა 150 000 ₾-ია. პოლისის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ დაზღვეულს აქვს თანხის განკარგვის თავისუფლება - კომპენსაციის გახარჯვა შესაძლებელია როგორც მკურნალობის, ასევე სხვა მიზნებისთვის, დაზღვეულის სურვილისამებრ.

კურაციო ქარდით კი დაზღვეულის ოჯახის ერთ წევრს შესაძლებლობა ექნება, კლინიკა კურაციოში, ერთი წლის განმავლობაში, დაზღვევით გათვალისწინებული ყველა სერვისი 50%-მდე ფასდაკლებით მიიღოს . 50%-ანი ფასდაკლება ვრცელდება პირადი ექიმის ან პედიატრის კონსულტაციაზე, ნებისმიერი სპეციალობის ექიმთან კონსულტაციაზე, გამოკვლევებსა და ანალიზებზე.

ჯიპიაის ინდივიდუალური დაზღვევის პოლისი - მედი - თვეში 12 ლარიდან იწყება და ითვალისწინებს ისეთ მომსახურებებს როგორიცაა: პირად ექიმთან და პედიატრთან კონსულტაცია 100%-ანი დაფინანსებით ულიმიტოდ, ვიწრო სპეციალისტთან ვიზიტი, გამოკვლევები და ანალიზები თანადაფინანსებით, სტომატოლოგიური პროცედურები თანადაფინანსებით. ჯიპიაის დაზღვეულებს შეუძლიათ მედიკამენტები ყველა წამყვან სააფთიაქო ქსელში თანადაფინანსებით შეიძინონ.

ჯიპიაის ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობა უკვე თბილისის ყველა დიდ უბანშია შესაძლებელი. დაზღვეულებს ქალაქის 5 წამყვანი კლინიკა ემსახურებათ : „კურაციო“ და ქართულ-ამერიკული ჰოსპიტალი ვაკე-საბურთალოზე, თბილისის ზღვის ჰოსპიტალი ვარკეთილში, კლინიკა „ჯერარსი“ მუხიანში და კლინიკა „ენმედიცი“ ისანი-სამგორში.

პოლისი შეძენა სააქციო პირობებით, მომხმარებელს როგორც ონლაინ mygpi.ge-ზე ისე გაყიდვების აგენტის დახმარებით შეუძლია.

ჯიპიაის ინდივიდუალური დაზღვევით 30,000 ადამიანი სარგებლობს. კომპანია ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე ყველაზე დიდ წილს - 65% ფლობს.

პოსტოვიდური გართულება
ბავშვებში - Pia.ge

პოსტ-კოვიდური გართულებები ბავშვებში - რა...

ბოლო პერიოდში ინფექციონისტები კორონავირუსის იშვიათი გართულების - მულტისისტემური ანთებითი სინდრომის შესახებ ხშირად საუბრობენ, რომელიც ბავშვებში გამოვლინდა. დღეის მდგომარეობით საქართველოში ამ გართულებით 60-70 ბავშვი მკურნალობს.  

პარლამენტი 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე 26 იანვარს იმსჯელებს. ამ მიზნით ხვალ ჩანიშნულია საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც საკითხზე მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი იქნება.

1611553027

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში განხორციელდება.

1611552632

პირველი ვიცე სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა ბათუმში მომხდარ ინციდენტს.

„ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი თითქოს და ემიჯნება ამ უმსგავსობას, მეორე მხრივ  კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მმართველობის სისტემა რომელიც ჰქონდა ნაციონალურ  მოძრაობას არასდროს შეიცვლება.

1611552216

გადაუდებელი სამუშაოების გამო 25 იანვარს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

1611519913
თავდაცვის მინისტრის
მოადგილე

„საქართველოს არაკეთილმოსურნეების ერთ-ერთი მთა...

„მათი კოვზი ნაცარში ჩასავარდნადაა განწირული იმიტომ რომ ჯარისკაცს მხოლოდ სიმართლის და შესრულებული სიტყვის სჯერა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით გასულ სიუჟეტს, რომელიც სამხედროებისათვის კვებითი პირობების უზრუნველყოფას ეხებოდა.

ბრაზილიელი ფეხბურთელები ავიაკატასტროფის...

ბრაზილიაში, ქალაქ პორტო ნაკიუნალის მახლობლად, მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და პალმასის კლუბის ფეხბურთელები დაიღუპნენ. ინფორმაციას გამოცემა balthazarkorab ავრცელებს.

ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით...

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 23 იანვარს ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 1991 წელს დაბადებული ი.ფ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დევნის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

1611498776
„არჩევანი უნდა გაკეთდეს საზოგადოების ყვე...

„ძალიან მომგებიანი იქნება პოზიცია თუ ვიტყვი, რომ რასაკვირველია ვემხრობი და ყველაფერი უნდა გავხსნათ. ეს ჩემგან ცალსახად ვერ იქნება, ამას დაკონკრეტება სჭირდება“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ეპიდვითარებასა და ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით განაცხადა.