ბიზნესი

„კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ 10 მილიონი აშშ დოლარის 2 წლიანი ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა

„კახურმა ტრადიციულმა
მეღვინეობამ“ 10 მილიონი
აშშ დოლარის 2 წლიანი
ობლიგაციები წარმატებით
გამოუშვა
1609321450
დაკოპირებულია

სს „გალტ & თაგარტმა“ საქართველოში ღვინისა და სპირტიანი სასმელების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიის,  შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება უზრუნველყო. ეს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ პირველი ემისიაა, რაც კომპანიის მზარდ პოტენციალზე მეტყველებს, -  ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ფიქსირებული შემოსავლის მქონე საჯარო ინსტრუმენტის ემისია საქართველოს ღვინისა და სპირტიანი სასმელების ბაზრისთვის პირველი ტრანზაქციაა, შესაბამისად, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ მომხმარებელს პირველად აძლევს შესაძლებლობას, დააბანდოს თავისუფალი ფულადი სახსრები ამ სექტორში.

მათი თქმით, ფასიანი ქაღალდის წლიური ფიქსირებული განაკვეთი შეადგენს 9%-ს. კომპანია გეგმავს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების საქართველოს საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებას, შედეგად კი ობლიგაციის მფლობელები სრულად განთავისუფლდებიან გადასახადებისგან. ობლიგაციების ვადა შეადგენს 2 წელს და მისი სრულად დაფარვა მოხდება 2022 წლის 29 დეკემბერს.

„მოხარულები ვართ ამ წარმატებული დებიუტით საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. აღნიშნული ობლიგაციების გამოშვება კომპანიის დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისა და სამომავლო სტრატეგიების განხორციელებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ობლიგაციებზე მოთხოვნამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, რაც ძალიან სასიხარულოა რადგან ეს, ჩვენი კომპანიის მაღალ სანდოობაზე მეტყველებს. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა გალტ & თაგარტს ამ პროცესში მხარდაჭერისთვის.“,- განაცხადა კახური ტრადიციული მეღვინეობის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ.

„მსურს მივულოცო „კახურ ტრადიციულ მეღვინეობას“ ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის წარმატებით განხორციელება. მე მჯერა, რომ ეს დიდწილად გაამყარებს ბაზარზე კომპანიის წამყვან პოზიციებს.

ასევე მოხარული ვარ, აღვნიშნო გალტ & თაგარტის როლი „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ობლიგაციების წარმატებით გამოშვებასა და განთავსებაში. საქართველოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების სექტორში ეს არის ფიქსირებული შემოსავლის მქონე საჯარო ინსტრუმენტის განთავსების პირველი პრეცედენტი.

მიუხედავად კოვიდ პანდემიის შედეგად საქართველოსა და მსოფლიოში შექმნილი მძიმე ეკონომიკური სიტუაციისა, ინვესტორების მხრიდან აღნიშნული ინსტრუმენტისადმი საკმაოდ მაღალი ინტერესი და აქტივობა დაფიქსირდა.

მსურს მივულოცო გალტ & თაგარტის მთელ გუნდს მორიგი წარმატება, დღეისათვის გალტ & თაგარტი არის წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, რომელიც თანამშრომლობს როგორც, საჯარო და კერძო სექტორთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან,” - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა - ოთარ შარიქაძემ.

პროკურატურის შენობა

„200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დე...

საქართველოს გენერალური პროკურატურა „დავით გარეჯის საქმეზე“ დაკავებულები პირების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

„ფასილიტატორების გარეშე „ქართულ „ოცნებასთან“ რაიმე შეთანხმებაზე ხელმოწერას არ განვიხილავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ელჩები ჩვენ შორისაც გაუწევენ პროცესს ფასილიტაციას, რადგან საბოლოო ჯამში, ეს იქნება ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. 

1611245292

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 60 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით არის მოკლული. 

1611242916

„მედიაში ეთიკური სტანდარტების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებისთვის, უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, კერძოდ, სხვა ადამიანების ძირითადი უფლებები, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება. უხამსობისაგან სამაუწყებლო ეთერის დაცვა, გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღალ სტანდარტზე აჰყავს“ - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე აღნიშნა.

1611241448

ინდოეთის ვაქცინების წარმოების ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ  Aljazeera იუწყება. 

1611240346
გურამ ნიკოლაშვილი - აშშ-ის
1200 დოლარის მოცულობის
დახმარების პაკეტი ქართულ
ეკვივალენტზე ბევრად
ნაკლებია, ამერიკულ
სამომხმარებლო კალათასა
და ოკეანისგაღმა ფასებთან
შედარებით

ნიკოლაშვილი: პროტოკოლში ნათლად წერია, რომ საქ...

„გარეჯი რომ საქართველოა, ეს იცის ყველა ქართველმა განურჩევლად მრწამსისა, აღმსარებლობისა თუ დაბადების ადგილისა. საქართველოა აფხაზეთიც და სამაჩაბლოც, საქართველოს ისტორიული სხვა მიწები კი ბედის უკუღმართობით დღეს ჩვენი ყველა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზეა მოქცეული - ეს ბედი ხვდა წილად გარეჯის კომპლექსის ბერთუბნის მონაკვეთს, რომლის შემოსაერთებლადაც გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ქართველი პატრიოტები ბევრს ცდილობდნენ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი საქართველო საბჭოთა რესპუბლიკის საზღვრებში ცნეს.

თბილისის ქუჩების დამისამართება დაიწყო

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა, გლდანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა ოგბაიძესთან ერთად, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩაზე სამისამართე აბრების განთავსების პროცესში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

1611235304
საქართველოს პრეზიდენტი - ვაქცინაზე საქარ...

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრა სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ის წუთი-წუთზე ელოდებოდა სასამართლოს ისტორიულ განაჩენს და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მათი მხრიდან ამ საკითხზე სათანადო რეაგირება, რაზეც შარლ მიშელმა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრებდა თავის კოლეგებთან დღეს საღამოს გამართულ სამიტზე. შარლ მიშელმა პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ლარი გაუფასურდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 21 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.3010 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2982 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.28 თეთრი შეადგინა.