მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კერამიკული ფილა ფეჩვორქი – ინტერიერის თანამედროვე გადაწყვეტა

კერამიკული ფილა ფეჩვორქი

ფერადი კერამიკული ფილებისაგან დამზადებული ფეჩვორქი თანამედროვე ინტერიერში ერთ-ერთი აქტუალური ტრენდია. თავიდან, ტერმინს განსხვავებული ქსოვილის ნაჭრებისგან შეკერილი პრინტის აღსანიშნად გამოიყენებდნენ, მაგრამ დღეს, დიზაინში ფეჩვორქის უფრო ფართო ასორტიმენტი გვხვდება.

ფერადი ფილების ამ უნიკალური კომბინაციებით ეზოსა და სახლში შესაძლებელია როგორც კედლების, ასევე იატაკსა და სხვა მყარ ზედაპირების მოპირკეთება. ეს ტექნიკა საკმაოდ ინტენსიურ ფერებსა და ფორმებს აერთიანებს, რომ გაახალისოს მოსაწყენი, უსიცოცხლო გარემო. საჭიროა მხოლოდ ერთი დეტალის გათვალისწინება, თუ თქვენი ოთახის ინტერიერი უკვე გადატვირთულია, ფეჩვორქის ინტეგრირება გაგიჭირდებათ. მაგრამ, თუ ფილებს დაფიქრებითა და მონდომებით შეარჩევთ, ინტერიერს უნიკალურად, განსაკუთრებულად და გემოვნებიანად მხოლოდ ამ დეტალის დამატებითაც აქცევთ.

სახლისთვის იდეალური ფეჩვორქის ყიდვა საქართველოში დღეს პრობლემას აღარ წარმოადგენს. მთავარია, დაახლოებით მაინც იცოდეთ, რა ფერისა და ფორმის ფილები მოუხდება გარემოს ყველაზე მეტად.

„მიჰაუსი“, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი, მომხმარებელს კერამიკული ფილების ფართო არჩევანს სთავაზობს. სწორედ აქ შეძლებთ უმაღლესი ხარისხის ფეჩვორქის (დეკორატული ფილის) შეძენას ხელმისაწვდომ ფასად.

„მიჰაუსში“ წარმოდგენილია:

EMOTION - ესპანური ბრენდი, რომელიც ფილების უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში 50 წლიანი გამოცდილებით, მისი დახვეწილი კერამიკის პროდუქტი იდეალურად პასუხობს თანამედროვე დიზაინის გამოწვევებს.

Emotion ბრენდის ფილების ფასი მიჰაუსში 18 ლარიდან იწყება.

ANKA SERAMIK - ბრენდი 2007 წლიდან ამზადებს იატაკის, კედლისა და კერამოგრანიტის ფილებს უახლესი, მაღალი ხარისხის დანადგარებით. მიჰაუსში წარმოდგენილია 30x60სმ -დან 60x120სმ-მდე ზომის ფეჩვორქი ნებისმიერი ოთახისთვის.

Anka Seramik -ის ბრენდის ფეჩვორქის შეძენა მიჰაუსში 23 ლარიდანაა შესაძლებელი.

EGE SERAMIK - მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპ0ანია, რომელიც სხვადასხვა ტიპისა და დინაინის კერამიკულ ფილებს აწარმოებს და პირველი საწარმოა თურქეთში, რომელმაც ISO 9001 ხარისხის სერთიფიკატი მიიღო ამ მიმართულებით.

Ege Seramik-ის ბრენდის ფილების მინიმალური ფასი მიჰაუსში 25 ლარია.