ბიზნესი

კობა გვენეტაძემ კოლუმბიის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

კობა გვენეტაძე
1618411304
დაკოპირებულია

14 აპრილს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მონაწილეობა მიიღო კოლუმბიის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომლის მთავარი თემა იყო - მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გამოწვევები მცირე ზომის ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.

კონფერენციაში, რომელიც წელს ონლაინ ფორმატში წარიმართა, მონაწილეობდნენ ცენტრალური ბანკის მმართველები, ფინანსთა მინისტრები, ყოფილი ბანკირები, აკადემიური წრეებისა და ფინანსური სექტორის ლიდერები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ღონისძიება, ტრადიციულად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების დასრულების შემდგომ იმართება და ის იმ ძირითადი თემების გარშემო დისკუსიას ეთმობა, რომლებიც აღნიშნული შეხვედრების დროს განიხილეს. წლევანდელი დისკუსიის მთავარი თემა იყო - ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის კოორდინაცია Covid -19 პანდემიის საპასუხოდ: გამოწვევები განვითარებადი ეკონომიკებისთვის.

შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პანდემიის პირობებში მონეტარული პოლიტიკის გამოწვევებსა და ინფლაციური რისკების განეიტრალებაზე ისაუბრა. კობა გვენეტაძემ სამომხმარებლო ფასების დინამიკაზე მოქმედი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოყო და აღნიშნა, რომ საქართველოში, მიუხედავად პანდემიის ზეგავლენით მკვეთრად შემცირებული ერთობლივი მოთხოვნისა, ინფლაციაზე აღმავალი ზეწოლა მნიშვნელოვნად გაძლიერდა. აღნიშნულმა გარემოებამ კი მონეტარული პოლიტიკის შერბილების შესაძლებლობა შეზღუდა.

კობა გვენეტაძის თქმით, ქართული ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის ფონზე გაცვლითი კურსის გაუფასურება, მიწოდების ჯაჭვების რღვევა და ერთეულ პროდუქციაზე პერსონალის გაზრდილი ხარჯი კომპანიებს ფასების ზრდისკენ უბიძგებს. ამას, წლის დასაწყისიდან, საერთაშორისო ბაზრებზე ზოგიერთი საქონლის მკვეთრი გაძვირება ემატება. აღნიშნულ ფაქტორთა ინფლაციურ მოლოდინებზე არასასურველი ზეგავლენის ასარიდებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მარტში მონეტარული პოლიტიკა დამატებით გაამკაცრა.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს, კობა გვენეტაძე, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკების კოორდინაციის მნიშვნელობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ, მოკლევადიან პერიოდში, გადაუდებელი საჭიროებებისკენ მიზნობრივად მიმართული ფისკალური ხარჯვა იმის მყარ ნიადაგს შექმნის, რომ, ინფლაციური რისკების განეიტრალების შემდგომ, საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ შემცირდეს მის ნეიტრალურ დონემდე.

აღსანიშნავია, რომ 5 - 14 აპრილს, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა შეხვედრაში, მათ შორის კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველებისა და ფინანსთა მინისტრების შეხვედრაში, ასევე, შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველების შეხვედრაში. კობა გვენეტაძე სსფ-ის ჰოლანდიის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორს პოლ ჰილბერსს და მისიის სხვა წევრებსაც შეხვდა.

დღეს ანდრია
პირველწოდებულის ხსენების
დღეა

დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე...

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 40 275 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 409 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 256 პირი.

1620803128

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) უფროსი მრჩეველი პოლიციის საკითხებში - მაიკლ ტერნერი სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ - დააჯილდოვა.

1620803086

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებთან ერთად, აკადემიკოს ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.

1620802816

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1409 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 256 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

1620802242
კორონავირუსი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 27 ადამიანი...

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 27 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

1620802117
გია აბაშიძე: Facebook-მა დაბლოკა „მთავარ...

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი უინტელექტო, მაგრამ მავნებელი „ჟურნალისტების“ დღევანდელი აქტივობებითაც დაამტკიცა, რომ სტატისტიკას კი არა და საკუთარი გვარების ისტორიასაც კი გააყალბებენ, ოღონდ რამე ფსევდო-დივიდენდი მიიღოს სექტის ბელადმა სააკაშვილმა“ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე „მთავარი არხის“ ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაა, თითქოს მილიონ მოსახლეზე გადათვლით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, რომელიც ფეისბუკმა დაბლოკა.

12 მაისს სამგორში ელექტრომომარაგება დროე...

კომპანია „თელასის“ განცხადებით, 12 მაისს სამგორის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

მუნიციპალური ტრანსპორტი ბრუნდება, ჭიათურ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.