მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კვირის ფასდაკლებები ეკო–მეგობრულ მასალებზე „მიჰაუსში“!

კვირის ფასდაკლებები ეკო–მეგობრულ მასალებზე „მიჰაუსში“!

25 დღის წინ გახსნილი სამშენებლო–სარემონტო მასალების ამიერკავკასიაში უდიდესი ჰიპერმარკეტი „მიჰაუსის“ მომხმარებელი უკვე განებივრებულია სხვადასხვა სახის აქციებითა და ფასდაკლებებით. ამჯერად, კვირის აქციის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძინოთ 5 პოზიციის 12 ბრენდის პროდუქცია.

ლამინატი:

თურქული კომპანია AGT-ს მიერ წარმოებული ლამინატის ფასი „მიჰაუსში“ სულ რაღაც 19 ლარიდან. ფრანგული მწარმოებლის, Alsapan–ის ლამინატის ფასი 26 ლარიდან იწყება. გერმანული ხარისხის Swiss Krono–ს იატაკის საფარის შეძენა – 16.5 ლარიდან შეგიძლიათ, ხოლო ბელგიური THYS–ს ლამინატის ფასი - 21 ლარიდან იწყება.

შპალერი:

სოლიდური ფასდაკლებებია უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა შპალერზეც. ICH - ესპანური ბრენდია და მისი ნაწარმის შეძენა 33 ლარიდან იწყება. იტალიური SSJ–ს ერთი რულონი შპალერის შეძენა კი 14 ლარიდან შეგიძლიათ. თურქული Adawall–ის ულამაზესი შპალერების შეძენა აციის კვირაში 70 ლარადაა შესაძლებელი.

პარკეტი:

ყველაზე ეკომეგობრული, ესტონური „სკანდის“ ხის 1 კვ/მ პარკეტის შეძენა ფასდაკლების კვირაში 79 ლარიდანაა შესაძლებელი.

წყლის ფილტრი:

„ეკოსოფტის“ სამ ეტაპიანი ფილტრაცია, რომელიც აშორებს ნალექს, მიკროორგანიზმებსა და ბაქტერიებს, ამდიდრებს წყალს კალციუმით, რაც ხელს უწყობს ბავშვის ჯანსაღ ზრდას, ასევე აქციაშია და მისი ფასი „მიჰაუსში“ 999 ლარიდან იწყება.

საღებავები:

სნეშკა პოლინური ბრენდია და მისი საღებავების ფასი 2,5 ლარიდან იწყება, ხოლო გერმანული ფეიდალის საღებავი 35 ლარიდან შეგიძლიათ შეიძინოთ. კიდევ უფრო დაბალ ფასად იყიდით, ასევე გერმანული წარმოების ალპინას ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს - 23 ლარიდან.

მიჰაუსი“ – ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი, რომლის 12 000 კვ/მ ფართობზე 60 000–მდე სამშენებლო და სარემონტო პროდუქტია წარმოდგენილი, 17 ივლისს „თბილისის ზღვის პლაზაში“ გაიხსნა. ჰიპერმარკეტში სასურველი პროდუქციის შეძენა როგორც ადგილზე, ისე ონლაინ არის შესაძლებელი.