ბიზნესი

ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს

ლიბერთი ბანკი
სამომხმარებლო და ბიზნეს
სესხებზე აქციას იწყებს
1606902632
დაკოპირებულია

ლიბერთი ბანკი სესხებზე მასშტაბურ აქციას იწყებს - 31 დეკემბრის ჩათვლით, სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე განსაკუთრებული პირობები და 4 თვემდე საშეღავათო პერიოდი იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას ლიბერთი ბანკის პრესსამსახური ავრცელებს. 

როგორც ლიბერთი ბანკში აცხადებენ, ლიბერთიმ მთელი წლის განმავლობაში არაერთი სიახლე და სერვისი შესთავაზა მომხმარებელს. ახალი აქციის პირობებიც სწორედ იმ მიზნით შემუშავდა, რომ რთულ და განსაკუთრებით წინასაახალწლო პერიოდში მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი მომხმარებელს და შეუმსუბუქოს პანდემიით გამოწვეული სიძნელეები.

მათივე ინფორმაციით, ახალი აქცია ფიზიკური პირებისთვის სამომხმარებლო სესხზე 4 თვემდე საშეღავათო პერიოდს ითვალისწინებს, რაც ნიშნავს, რომ 31 დეკემბრამდე ახალი ან რეფინანსირებული სესხის აღების შემთხვევაში, მომხმარებელი 4 თვემდე ვადით სრულიად თავისუფლდება სესხის ყოველთვიური გადასახადისგან და დაფარვას 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყებს.

სესხის მისაღებად, აქციის ფარგლებში არ მოითხოვება დამატებითი უზრუნველყოფა და გათვალისწინებული იქნება ნებისმიერი ტიპის დადასტურებული შემოსავალი, მათ შორის, ფულადი გზავნილიც.

მათივე განცხდაებით, სესხის პირობების გასაგებად ბანკში ვიზიტი არ არის საჭირო - პანდემიის გათვალისწინებით, ლიბერთი ბანკის ექსპერტები მიიღებენ განაცხადებს ონლაინ და დისტანციურად მოემსახურებიან მომხმარებელს.

„წინასაახალწლო პერიოდში პირადი მიზნებისთვის თანხები ყველას სჭირდება, განსაკუთრებით კი დღევანდელ ვითარებაში. გვინდა, რომ ჩვენს მომხმარებლებს მივცეთ საშუალება მარტივად აიღონ თანხა პირადი მიზნებისთვის და გადახდისგან დაისვენონ მომავალი 4 თვის განმავლობაში. ლიბერთისთვის უპრეცედენტო პირობები როგორც ახალ, ასევე სხვა ბანკიდან გადმოტანილ სამომხმარებლო სესხებზე ვრცელდება.“- გიორგი მაკარიძე, საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი

31 დეკემბრამდე მიმდინარე აქცია ასევე ითვალისწინებს მცირე ბიზნესის მხარდაჭერასაც. პირობები გავრცელდება როგორც ახალ, ასევე რეფინანსირებულ სესხებზე.

„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვესაუბრებით ბიზნეს სექტორს და ერთად ვმუშაობთ კრიზისის პირობებში მათთვის საუკეთესო გამოსავალის მოძებნაზე. ამ გამორჩეულად რთული წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით, ვფიქრობთ, საშეღავათო პერიოდი არის სწორედ ის, რაც ნებისმიერ ბიზნესს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. საკრედიტო პროდუქტის პირობები კი აქციის ფარგლებში ბაზარზე საუკეთესოა“ - ვაჟა მენაბდე, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი

ინფორმაციისთვის, ლიბერთის ყველა შეთავაზების ნახვა და განაცხადის შევსება როგორც სამომხმარებლო და ბიზნეს, ისე სხვა ტიპის სესხებზე, შესაძლებელია დისტანციურად და სახლიდან გაუსვლელად: libertybank.ge

ბავშვის დაკავება რუსეთში

რუსეთში აქციაზე ბავშვი დააკავეს (ვიდეო)

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა აქციაზე ბავშვი დააკავეს. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. 

ცნობილი ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ნათესავები ავრცელებენ. 

1611408793

ფლორენციული რენესანსის მხატვრის სანდრო ბოტიჩელის იშვიათი პორტრეტი აუქციონზე იყიდება.

1611408000

რუსეთში საპროტესტო აქციაზე ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია დააკავეს. ამის შესახებ „Meduza” იუწყება. 

1611407127

ღაზას სექტორში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია რამდენიმე შენობა. ამის შესახებ “ანადოლუ“ იუწყება. 

1611405319
ევროპული საქართველოს
წევრი

რატომ არ მისცეს გიგი უგულავას საზღვრის გადაკვ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას უფლება აქვს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთოს.

არჩილ თალაკვაძე: საზოგადოებისთვის გაუგებ...

„ამ არჩევნებმა გააჩინა სივრცე, ახალი პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ ისინი შემოვიდნენ პარლამენტში და საზოგადოებისთვის გაუგებარი იქნება, თუ უმანდატო ოპოზიციონერებმა მანდატები დაუხიეს იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც მხარდაჭერა მიიღეს, რომ შესულიყვნენ პარლამენტში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

იტალიაში 31 წლის ქართველი მამაკაცი გარდა...

იტალიაში, ქალაქ სალერნოს ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სოლარიუმში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.  

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ მაინც არ გვიკადრია...

არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა სააკაშვილის კომენტარს და აცხადებს, რომ ყველაფრის მოძიება, დოკუმენტირება და ევროსასამართლოში წარდგენა მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ.