ბიზნესი

ლოპოტაზე მზის ელექტროსადგური თიბისი ლიზინგის დაფინანსებით აშენდება

ლოპოტაზე მზის
ელექტროსადგური თიბისი
ლიზინგის დაფინანსებით
აშენდება
1613981808
დაკოპირებულია

ლოპოტას ტბაზე თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით 460 კილოვატიანი მზის ელექტროსადგური აშენდება. თიბისი ლიზინგის დაფინანსების შედეგად „ლოპოტა ტბის სპა რეზორტი“ შეძლებს მაღალი ხარისხის, ელექტროენგიის გამომუშავების თანამედროვე სისტემის გამართვას,  - ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს. 

მათივე ცობით, ლოპოტას შესაბამისი ტექნიკისა და აღჭურვილობის ლიზინგით შეძენა 7 წლით დაუფინანსდება, რომლის დაფარვის შემდეგაც, 20 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, უფასო ელექტროენერგიით ისარგებლებს.

მზის ელექტროსადგურის მშენებლობის მოთხოვნა განპირობებულია ელექტროენერგიის ტარიფის ზრდით, რომელიც ამ ეტაპზე შეადგენს 0.3196 თეთრს 1 კილოვატზე.

ამ მასშტაბის პროექტს თიბისი ლიზინგი პირველად ახორციელებს.

მათი თქმით, თიბისი ლიზინგი პროექტის ღირებულების 100 % -ს დააფინანსებს, რაც დანადგარების ყიდვის გარდა, ასევე, მათ მონტაჟს და დამატებით აქსესუარების შეძენასაც მოიცავს. ელექტროსადგურის ტექნიკურ აღჭურვას კომპანია „ჰელიოს ენერჯი“ უზრუნველყოფს.

მზის ენერგია განახლებად ენერგეტიკულ რესურს მიეკუთვნება, რომელიც ამოუწურავია, არ საჭიროებს მოპოვებას და ტრანსპორტირებას.

მზის პანელები აგროვებენ სუფთა, განახლებად ენერგიას სინათლის სახით და მას ელექტროენერგიად გარდაქმნიან.

მზის ელექტრო სადგურის უპირატესობები:

⚫მინიმალური ზიანი გარემოზე;

⚫სერვისისა და მოვლის დაბალი ხარჯები;

⚫გამარტივებული ექსპლუატაცია და დემონტაჟი;

⚫ცენტრალურ ქსელზე დაერთების შესაძლებლობა;

⚫გრძელვადიანი ინვესტიცია;

⚫ინვესტიციის უკუგების მცირე პერიოდი.

„ჩვენთვის მსგავსი პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ჩვენ საშუალებას ვაძლევთ ლოპოტას, რომ ის თანხები, რომელიც წლების განმავლობაში ელექტროენერგიის გადასახადებს ხმარებოდა, გამოათავისუფლოს და ლიზინგის დაფარვის შემდეგ ისევ ბიზნესის განვითარებას მოახმარს,“ - განაცხადა გაგა გოგუამ, თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორმა.

ლოპოტამ „ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურის ასაშენებლად ნებართვა უკვე მოიპოვა, სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება.

დავით ზალკანიანი და ივანე
მაჭავარიანი

საქართველოს ორი ვიცე-პრემიერი ეყოლება

საქართველოს ორი ვიცე პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

1614247682

2018 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია დაფუძნდა, რომელიც დღემდე აქტიურად ახორციელებს საინტერესო პროექტებს სტიპენდიატებისა და კურსდამთავრებულების ჩართულობით.

1614247492

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ აღნიშნა რომ ნიკა მელიას გათავისუფლების თემაზე კონგრესსა და სენატში პოლიტიკურ ლიდერებს თავიანთი პოზიციები აქვთ.

მისი თქმით, ოპოზიცია მოლაპარაკების  მოწოდებას არ მიიღებს და მათთვის საფიქრალია, როგორ გამოვიდნენ იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს.

1614247233

პარლამენტის 16 წევრის რიგგარეშე აცრის გამო ლიბანში სკანდალი მოხდა. ამის გამო მსოფლიო ბანკი ვაქცინაციის შეწყვეტით იმუქრება. ინფორმაციას nna-leb.gov.lb იუწყება. 

1614247148
ენერგეტიკულ ბაზარზე
კონკურენციისა და
მონიტორინგის
მნიშვნელობის შესახებ
საერთაშორისო კონფერენცია
მიმდინარეობს

ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციისა და მონიტორი...

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით გაიხსნა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგი პრაქტიკაში“.

დევნილთა სააგენტოს დირექტორმა იუნკერთა მ...

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს. 

ფაშინიანი: სომხეთში ადგილი აქვს სამხედრო...

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანაში ადგილი აქვს სამხედრო გადატრიალების მცდელობას. ასე შეაფასა ფაშინიანმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის და სამხედროების განცხადება, რომლებმაც პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. ინფორმაციას Armenpress ავრცელებს. 

მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე მ...

სამ თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს. მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე მოძრაობას 27 თებერვლიდან დაიწყებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.