ბიზნესი

მარჯანიშვილის 7-ში, თიბისი კონცეპტი გამოფენას - „მარჯანიშვილის უბანი“ მასპინძლობს

მარჯანიშვილის 7-ში, თიბისი კონცეპტი გამოფენას - „მარჯანიშვილის უბანი“ მასპინძლობს
14:23 16.10
დაკოპირებულია

თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის 7-ში, თბილისის არქიტექტურის მე-2 ბიენალეს ფარგლებში, გამოფენას - „მარჯანიშვილის უბანი” მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტი - „მარჯანიშვილის უბანი” თბილისის არქიტექტურის მე-2 ბიენალესთვის შეიქმნა და არქივების სახით ამ უბნის ისტორიებს აერთიანებს. მათ შორისაა: 1980-1990-იან წლებში უბნის რეკონსტრუქციის არქიტექტურული არქივი; 2000-იანი წლების თიბისის სათაო ოფისის შენობის სარესტავრაციო მასალები; ასევე, გიორგილეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურისსახელმწიფო მუზეუმში დაცული გალაკტიონის დღიურების ჩანაწერები, რომლებსაც გამოფენაზე ფართო საზოგადოება ორიგინალის სახით იხილავს. აღსანიშნავია, რომ გალაკტიონტაბიძე ერთ დროს, სწორედ მარჯანიშვილის(ყოფილი ჟორესის) ქუჩაზე, №4 სახლში, მეორესართულზე ცხოვრობდა.

პროექტის ფარგლებში თემატურ ჯგუფებადაა გამოფენილი: ორსაუკუნოვანი ურბანული პროცესების შედეგად ჩამოყალიბებულითიბისის შენობა, მარჯანიშვილის თეატრი, „წიგნის პალატა”, ე.წ. „მწვანე შენობა”, ასევე1980-იან წლებში მარჯანიშვილის ქუჩის რეკონსტრუქციის პროექტი, როგორც საბჭოთა მოდერნიზმის „იდეალისტური პროექტების” ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ჩანაფიქრის მიხედვით ვერ განხორციელდა.

გამოფენის კურატორია ხელოვანი და სცენოგრაფი - ირინა ქურთიშვილი, რომელიც გერმანიასა და საქართველოში მოღვაწეობს. მისი ავტორობით არაერთი მულტიდისციპლინარული გამოფენა განხორციელდა თბილისში, ფრანკფურტში, ბერლინსა და ვენაში.

თიბისი კონცეპტის სივრცე, გამოფენას 2021 წლის 13 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.

თბილისის მე-2 არქიტექტურული ბიენალე,სახელწოდებით - “რა გვაქვს საერთო?”, 17 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება. ბიენალეს თემატიკა მიმიდნარე პანდემიასა და ახალ რეალობას უკავშირდება -რამდენი რამ გვაქვს საერთო და როგორგააერთიანა მთელი სამყარო ერთმაკონკრეტულმა პრობლემამ. თბილისში არსებულურბანულ და არიტექტურულ პრობლემებზე პროფესიონალები, საერთოობის იდეის გარშემო,ციფრულ ფორმატში იმსჯელებენ.

გამოფენის პარალელურად, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში, ჩატარდება:

1. მარჯანიშვილის ტერიტორიაზე დღის და ღამის ტურები:

2. კურატორ ირინა ქურთიშვილის ლექციატერიტორიის შესახებ ისტორიულ, არქიტექტურულ და სოციოლოგიურ ჭრილში;

3. პარალელური გამოფენა, სადაც დამთვალიერებელი ტერიტორიაზე განლაგებული საცხოვრებელი კვარტალის ისტორიას გაეცნობა. გამოფენა 20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, მარჯანიშვილის 2 ნომერში გაიხსნება.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე 5 წლის ბავშვი...
23:35 20.10
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ნგრევად შენობებში მცხოვრებ 274 დ...
23:11 20.10
„ეს არ არის ივანიშვილის გუნდი. ეს არის კობახიძის გუნდი და კობახიძე ვერანაირ არჩევნებს ვერ მოიგებს. მ...
23:03 20.10
ბიზნესმენ გოგი თოფაძის განცხადებით, მისი შვილიშვილის მკვლელობის მცდელობაში ბალდებული ბუსა ჟვანიასთვი...
22:16 20.10
გამყრელიძის მოადგილე პაატა იმნაძე: ტესტირებისთვის კარვების დადგმის...
„კარვების დადგმის გადაწყვეტილება ცოტა პოპულისტური იყო ჩვენი მხრიდან. ბათუმში 5 კარავი იყო გაშლილი. ა...
21:49 20.10
ბექა ლილუაშვილი: ეკონომიკაში ერთი მილიარ...
„მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ჩაიდება ერთი მილიარდი ლ...
ბექა ლილუაშვილი: „ქართული ოცნების“ მთავა...
„დღეს არსებული გლობალური პანდემიის და რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური გამოწვ...
საქართველოსა და ლონდონის სავაჭრო-სამრეწვ...
გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ლონდონის სავაჭრ...