მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეტი სითხე და მოძრაობა – როგორ ვებრძოლოთ პანდემიას ვაქცინის შემოსვლამდე

მეტი სითხე და მოძრაობა – როგორ ვებრძოლოთ პანდემიას ვაქცინის შემოსვლამდე

კორონავირუსის მეორე ტალღა მოულოდნელად მძლავრი აღმოჩნდა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში და ვიდრე CoVid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ჩვენც მივიღებთ, ისღა დაგვრჩენია, სპეციალისტების რეკომენდაციებს მივყვეთ და ასე დავიცვათ თავი კორონავირუსისგან.

ამ რეკომენდაციების ძირითადი ჩამონათვალია დისტანცირება, პირადი ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა, პირბადის ტარება. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი რჩევების გათვალისწინება, როგორიცაა მეტი მოძრაობა და ბევრი სითხის მიღება. სითხე, მათ შორის თუნდაც ყავა, რომელიც ერთგვარი შარდმდენია, ორგანიზმს „რეცხავს“ ყოველგვარი მავნებლებისგან, სწორედ ამიტომ, ცივ ამინდში ყოველგვარი შფოთვისა და შიშის გარეშე შეგვიძლია მივირთვათ თბილი სასმელები, მაგრამ მთავარი რაც არ უნდა დაგვავიწყდეს - ერთჯერადი ქაღალდის ჭიქებია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უფრო მეტად უნდა გამოვიყენოთ ერთჯერადი ნივთები თუ აქსესუარები. მაგალითისთვის, ერთჯერადი ჭიქები, კოვზები და ა.შ. საუბარია ასეთი ჭურჭლის სახლის გარეთ გამოყენებაზე.

სხვათა შორის, ქაღალდის ერთჯერადი ჭიქების ისტორია, რომელიც დღეს უკვე ისეა ჩვენს ცხოვრებაში შემოსული, თითქოს არაფერი განსაკუთრებული, ბოსტონელმა ადვოკატმა ლოურენს ლუელენმა, 1907 წელს შექმნა. ისტორიული წყაროების თანახმად, ამ ჭიქებმა პოპულარობა თავდაპირველად ვერ მოიპოვეს. დაპატენტებიდან და წარმოების დაწყებიდან თითქმის 10 წლის განმავლობაში არავის აინტერესებდა ქაღალდის ჭიქა, რომელსაც გამოიყენებდი და მოისროდი ურნაში.

rezo_o_h.jpeg

დიახ, ამ ინოვაციით ბევრი არავინ დაინტერესებულა, ვიდრე 1918 წელს ესპანურმა გრიპმა, ე.წ. ესპანკამ არ იფეთქა. ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალმა Smithsonian 2012 წელს (როდესაც კორონავირუსი არ არსებობდა) სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ადვოკატის გამოგონებას „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტექნოლოგია“ უწოდა.

ასე რომ, ისპანკას პანდემია ვიდრე წალეკავდა მსოფლიოს, ამერიკელი ადვოკატის გამოგონება წარუმატებელ სტარტაპად მიიჩნეოდა. ხოლო CoVid 19-ის გავრცელებისთანავე, როგორც Zoom-ის ფენომენი, ერთჯერადი ჭიქებიც კიდევ უფრო პოპულარული გახდა მთელ მსოფლიოში. სწორედ ასეთი გავლენა იქონია ჯანდაცვის საყოველთაო კრიზისმა ქაღალდის ერთჯერადი ჭიქების პოპულარიზაციაზე – ზუსტად ისეთი, როგორიც ერთი საუკუნის წინ.

ასეა, ზოგი სტარტაპი ვერ უძლებს პანდემიებსა და სხვა გამოწვევებს, ზოგი კი სწორედ ასეთ მძიმე პირობებში ადის ზენიტში.

ლუელენის გამოგონებამდე ათასობით ადამიანს უწევდა საჯარო სივრცეებში ერთი მეტალის ჭიქით წყლისა თუ სხვა სითხის მიღება. თუნდაც გავიხსენოთ (მილენიანელებს არ ვგულისხმობთ, მაშინ დაბადებულიც არ იყვნენ) საბჭოთა პერიოდის თბილისის ქუჩებში რამდენი აპარატი იდგა, რომელიც 3 და 5 კაპიკად (საბჭოთა ხურდა ფული) ასხამდა ტკბილ გაზიან სასმელს „მალენკოვის“ შუშის ჭიქაში, რომელიც ვითომ ირეცხებოდა აპარატშივე ჩამონტაჟებული მინიატურული ჩანჩქერით.

ასე რომ, მეტი იზოლაცია მხოლოდ დისტანციის დაცვას და პირბადის გაკეთებას არ ნიშნავს. ახლა საჭიროა მეტი ერთჯერადი ნივთის გამოყენება, რომ თავად კორონავირუსი გავწიოთ ჩვენგან ისეთ დისტანციაზე, საიდანაც მისი დაბრუნება შეუძლებელი იქნება.

rezo_o_h.jpeg