ბიზნესი

„მიჰყევი ხმას“ - კსუ მულტიმედია ცენტრის ახალი პროექტი

„მიჰყევი ხმას“ - კსუ
მულტიმედია ცენტრის ახალი
პროექტი
1620123358
დაკოპირებულია

„მიჰყევი ხმას“ - ასე ჰქვია პოდკასტების სერიას, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრმა დაიწყო. როგორც აუდიო სივრცე გვპირდება, აქ ხმებს არამხოლოდ მოვისმენთ, მათ დანახვას შევძლებთ კიდეც.

როგორ უნდა დაინახო ხმა? – ამბავი მაშინ იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, თუკი ის ხმებითაა მდიდარი. აბა, სცადეთ და წარმოიდგინეთ დილა თბილისის ძველ უბანში, ან სპექტაკლის წინა სასიამოვნო მოლოდინი დარბაზში იმ ხმების გარეშე, რაც ამ ამბებს ასე ახასიათებთ: მეზობლების გადაძახილ-გადმოძახილი და სარეცხის თოკების ჭრიალის ხმა ან ორკესტრის ორმოდან ამომავალი კაკაფონია.

პოდკასტების წარმოებაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრანტები უკვე ჩაერთვნენ. ამ ეტაპზე სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და აუდიო განყოფილება მალე საინტერესო პოდკასტებით დაიტვირთება.

პოდკასტებში უსიტყვოდ, ხმაურებით მოყოლილი ამბები იქნება ერთ-ერთი მთავარი ხაზი. აქ წინა პლანზე ადამიანი, მისი განცდები, ემოციები და გრძნობებია. ეს იქნება მხატვრული, ხანაც რეპორტაჟული ამბებისა და საგანმანათლებლო კონტენტის შემკრები სივრცე. პროგრამის ყველა მაგისტრანტს, საშუალება მიეცემა, შექმნას საკუთარი აუდიო განყოფილება, გაავლოს შინაარსობრივი ხაზი და სერიებად განათავსოს თემატური პოდკასტები.

რატომ პოდკასტები? - იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში ერთი მხრივ, ინტერნეტმა, თითქოს ჩაყლაპა ყველა სხვა დანარჩენი ტრადიციული მედია, მათ შორის - რადიო, თუმცა, მალევე, თავის თავში, გააერთიანა ამ მედიებისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი შტრიხები. ასე რომ ხმა, რომელიც ამბის გადმოცემისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძლიერი ატრიბუტია, პოდკასტად დაუბრუნდა მსმენელს.

ახალ პროექტზე უფრო ვრცლად იდეის ავტორი, კსუ-ს მოწვეული ლექტორი, სოფიო კიკვაძე გვესაუბრა.

„თითქოს, ყველაზე მოლაპარაკე მედიას დამატებით ჯადოსნური ელექსირი დაალევინეს და რადიოს ახალი სიცოცხლე გაუჩნდა. პოდკასტი საუკეთესო პლატფორმაა თხრობისთვის: აიღე, თუნდაც, შენი ტელეფონი, ჩართე და ილაპარაკე. ეს, ერთგვარად, პირადი სივრცის განდობაცაა. წარმოიდგინე, მსმენელს უმხელ საკუთარ თავს, ენდობი, ისიც მიგიხვდება და გენდობა. შენ რომ მისთვის ხარ და ის შენთვის, ამას კიდევ უფრო მძაფრად იგრძნობ“, - ამბობს სოფიო.

ის იმასაც გვიმხელს, რომ რამდენიმე პოდკასტს მსმენელი სულ მალე მოუსმენს. მათ შორის, ერთ-ერთი მისი ფავორიტი „წუთი_სოფელშია“, რომელიც მხოლოდ ხმაურებით გვიყვება ამბავს.

„პოდკასტი მხოლოდ ხმაურებით გვიყვება ამბავს. შენ მას, თუნდაც, მაღალი კორპუსის რომელიღაც სართულზე მოუსმენ და, მომენტალურად, მასთან წაგიყვანს სოფელში. ასევე, უკვე შეიქმნა პოდკასტი - „მიას კვატები“. მია, რომელიც ჯერ ძალიან პატარაა, ვერც ლაპარაკობს, მაგრამ დამიჯერეთ, თქვენ ყველაფერს გაიგებთ“, - გვიყვება სოფიო.

აქვს თავისი ხმა განათლებას, განტვირთვას, გართობას, სპორტს, პანდემიასაც კი?! – CIU-ს მულტიმედია ცენტრში გვარწმუნებენ, რომ აქვს.

„რატომ უნდა „მიჰყვე ხმას“? - ასე მგონია, თუ ხმებს მივყვებით, ერთმანეთს ვიპოვით და უფრო ბედნიერები ვიქნებით. ჰოდა, გამოყევით ხმას, გაავლეთ უხილავი ტრაექტორია და მოდით თქვენს აუდიო სივრცეში, ჩვენ აქ დიდი სიამოვნებით გელოდებით!“, - გვეუბნება სოფიო კიკვაძე.

სამუშაო-მოსამზადებელი პროცესი მალე დასრულდება და კსუ მულტიმედია ცენტრი პოდკასტების ფართო „ასორტიმენტით“ ერთგულ მსმენელებს თავის აუდიო სივრცეში უმასპინძლებს.

პაციენტი პალატაში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამ...

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

1620629227

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

1620632975

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

1620630228

რუსეთის ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე მურახოვსკი, რომელიც ნადირობისას რამდენიმე დღის წინ ტყეში დაიკარგა, ნაპოვნია. ამის შესახებ rbc.ru Telegram-канал Baza-ზე დაყრდნობით იუწყება.

1620629750
თბილისის ანძა

300 თბილისი, 77 აჭარა - კოვიდინფიცირების გავრ...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 535 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 549 ახალი შემთხვევა.

1620629728
1620626713
158 მლნ ინფიცირებული - პანდემიის უახლესი...

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 158 მლნ-ს აჭარბებს განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.

სერგო ჩიხლაძე ოქრიაშვილზე: წამალში რომ 3...

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერ კახა ოქრიაშვილს სოციალურ ქსელში აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ოქრიაშვილი მედროვეობის მაგალითია.

10 მაისს, თბილისის 7 უბნის ნაწილს ელექტრ...

სხვადასხვა სამუშაოს გამო 10 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.