მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მივმართავ რესტორნებს, ნუ გაართულებენ ჩვენ შორის დიალოგს“ - ნათია თურნავა

ელექტროენერგიის ტარიფის ფასნამატის ნაწილობრივი სუბსიდირება დაიცავს ჩვენს მომხმარებელს კვების პროდუქტების ფასის ცვლილებისგან

„გასაგებია, რომ რესტორნები ვერ იხსნება და მათ აქვთ უკმაყოფილება, მაგრამ დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა და ეპიდემიოლოგიური წესების მიმართ დაუმორჩილებლობა, არის მიუღებელი.“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, რესტორნების მხრიდან დაუმორჩილებლობას მთავრობისგან მოჰყვება მკაცრი რეაგირება.

იგი ხაზს უსვამს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ეკონომიკური გუნდი პრემიერ მინისტრთან ერთად მსჯელობს, როდის შეიძლება თუნდაც აჭარის მოდელი (რესტორნების ღია სივრცეების გახსნა) გადმოიტანონ დანარჩენ საქართველოზე, ისინი აკვირდებიან ეპიდემიურ ვითარებას და ეძებენ გამოსავალს.

„ჩემი თხოვნა იქნება და ჩემი იმედიც არის, რომ რესტორნები ასეთი არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს ჩვენს შორის.“ - აცხადებს თურნავა.

იგი იმედოვნებს, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მალე მისცემთ საშუალებას, რესტორნების ბიზნესთან დაკავშირებითაც მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები, თუმცა მათი მხრიდან დაუმორჩილებლობა ძალიან გაართულებს მხარეებს შორის დიალოგს.

თურნავა მიმართავს რესტორნების ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ მათი ხმა არის მოსმენილი და მთავრობა მუშაობს ამასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ერთი მხრივ, მთავრობა აკვირდება, თუ რა შედეგს მოიტანს ეტაპობრივი გახსნა, ხოლო მეორე მხრივ, მაქსიმალურად ცდილობს, რომ ბიზნესი ამოქმედდეს.

„არ მინდა სამინისტროსა და მათ შორის კომუნიკაცია და პარტნიორული ურთიერთობა გართულდეს იმიტომ, რომ მასობრივი კანონის დარღვევის ფაქტებს მივიღებთ.“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, 6 თებერვალს რესტორნები თვითნებურად გახსნას აანონსებენ.

აგრეთვე იხილეთ:

6 თებერვალს რესტორნები თვითნებურად გახსნას აანონსებენ

თამარ გაბუნია: რესტორანში ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია

გიორგი გახარია: მესმის რესტორნების, სასტუმროების, ტურიზმის სფეროში დაკავებული კომპანიების, მაგრამ უნდა ვიზრუნოთ გრძელვადიან შედეგზე