ბიზნესი

„ნიბა“ რძის წარმოებას აფართოებს

აქ და ახლა ბიზნესისთვის
15:24 15.09
დაკოპირებულია

თბილისთან ახლო, სოფელ კუმისში მეცხოველეობის ფერმა „ნიბა 2008“ მდებარეობს, სადაც ყოველდღიურად ადგილობრივი ბაზრისთვის საშუალოდ 3 ტონა ნედლ რძეს აწარმოებენ. ფერმაში ამჟამად 200 სულ ძროხას 6 ადამიანი უვლის. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

„ნიბა 2008“-ის დამფუძნებელი ბაკურ ეჯიბაშვილი ამბობს, რომ მალე საქონლის რაოდენობა გაიზრდება, შესაბამისად, ფერმას რამდენიმე ახალი ადამიანი დაემატება. „ნიბა“ თიბისის შეღავათიანი აგროკრედიტის დახმარებით დაარსდა და განვითარდა. 2017 წელს ის თიბისის პროექტში „ბიზნესდაჯილდოება 2017“ ნომინაციაში „წლის აგრობიზნესის“ გამარჯვებული გახდა.

მათივე ინფორმაციით, ბაკურ ეჯიბაშვილის, როგორც ფერმერის, ისტორია 90-იანი წლებიდან იწყება, თავიდან ის მეცხვარეობით იყო დაკავებული, ხოლო შემდეგ ქართული ჯიშის ძროხების მოშენება გადაწყვიტა. რამდენიმე წლიანი საქმიანობისა და და ევროპული ფერმების ნახვის შემდეგ, მან საქართველოში ჰოლანდიური ჯიშის ძროხების მოშენება დაიწყო. დღეს უკვე „ნიბას“ სოფელ კუმისში ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი, თანამედროვე ფერმა აქვს, სადაც მსხვილფეხა საქონლის მოვლის პროცესიც ავტომატიზებულია და ადამიანის ჩარევა მინიმუმამდეა დაყვანილი.

„ჩვენი კომპანიის წარმატება თანამედროვე მიდგომებმა, ცოდნამ და დაუღალავმა შრომამ განაპირობა. ჩვენ დავინახეთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებშია გამოსავალი. ვაპირებთ კიდევ გავაფართოვოთ ფერმა, რადგან ნედლ რძეზე მოთხოვნა საქართველოში კვლავაც დიდია“, - ამბობს ბაკურ ეჯიბაშვილი.

მისი თქმით, ქვეყანაში რძის წარმოების კუთხით უდიდესი პოტენციალი არსებობს, რადგანაც მწარმოებელი ფერმა სულ რამდენიმეა. ბაზარი აუთვისებელია და ქვეყანაში რძე საკმარისი რაოდენობით მხოლოდ გაზაფხულზეა, დანარჩენ პერიოდში კი დეფიციტი იმპორტირებული რძის ფხვნილით ივსება.

საქართველოში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირე...

საქართველოში, დღეს კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 22 სექტემბრის...
15:53
„ჩვენ ისევ გვიწევს გაუარესებულ სიტუაციაში ცხოვრება. კვლავაც პანდემიის რეჟიმში ვართ“, - განაცხადა ჯან...
19:24
აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. როგორც აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინ...
19:22
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს, გენე...
18:36
ადიგენის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულია სოფელ...
18:22
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან კორონავირუსის სტატისტიკაზე საუბრობს ეზუგბაია: სიტუაციის მართვა, რომ შევძლოთ მოქალ...
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, იმისთვის, რომ საქართველოში და...
18:01
სექტემბერში ბერლინში ჩარტერული რეისი შეს...
Georgian Airways 27 სექტემბერს ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაცი...
ირაკლი ხახუბია მხატვართა საერთაშორისო არ...
„ქართული ოცნების“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკ...
გიორგი ლორიას თავის გაქანების გამო, მატჩ...
საქართველოს ნაკრების და ბერძნული „ანორთოსისის“ მეკარეს გიორგი ლორიას კლუბ „აპოლო...