ბიზნესი

ნიკა ქურდიანი მსოფლიოს წლის საუკეთესო SME ბანკირების სამეულში აირჩიეს

ნიკა ქურდიანი მსოფლიოს
წლის საუკეთესო SME
ბანკირების სამეულში
აირჩიეს
1613629772
დაკოპირებულია

Efma-მ (ევროპის ფინანსებისა და მარკეტინგის ასოციაცია) და მასტერქარდმა წლის საუკეთესო SME ბანკირი ონლაინ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლინეს. თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი მსოფლიოს საუკეთესო SME ბანკირების  სამეულში დასახელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, ნომინაციაში წლის საუკეთესო SME ბანკირი სულ 7 ფინალისტი იყო წარდგენილი მსოფლიოს წამყვანი ბანკებიდან.

თიბისის კონკურენციას უწევდნენ ისეთი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები, როგორიცაა, Barclays UK, Banco Itau Brazil, Swedband Sweden, Royal Bank of Canada და სხვ.

ინსპირაციული ბანკირები მსოფლიოდან SME ბანკინგის მიმართულებით თავიათი საქმიანობის მიხედვით შეირჩნენ, კრიტერიუმებს შორის იყო ინოვაციების დანერგვა, ახალი ინიციატივები მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, ბიზნეს შედეგები, ბანკების ზომა, საბაზრო წილი და ა.შ.

დაწესებული ჯილდოები მსოფლიოს SME ინდუსტრიის ყველაზე ინოვაციურ მოთამაშეებს გადაეცათ, შესაბამისად, ეს აღიარება დაეხმარება ინსტიტუტებს, წარმოჩინდნენ გლობალურ ინოვაციურ ლიდერებად.

„გამარჯვებულებს აქვთ უმაღლესი სანდოობა და ლეგიტიმაცია, რადგანაც ისინი შეირჩნენ თავიანთ ქვეყნებში საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით. ეს ჯილდოები იმ გამორჩეული წვლილის აღიარებას წარმოადგენს, რაც მათ მფლობელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაში მიუძღვით,“ - განაცხადა Efma-ს SME პროგრამების დირექტორმა ლუკას ჟუროსკამ.

„ვულოცავ ნიკა ქურდიანს Efma-ს და მასტერქარდის ჯილდოს. ეს დიდი აღიარებაა, როგორც ჩვენთვის, თიბისისთვის, ისე ქვეყნისთვის.

ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მცირე და საშუალო ბიზნესი წარმოადგენს ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას და ჩვენი, როგორც ფინანსური ინსტიტუტის როლი ძალიან დიდია ამ სეგმენტის განვითარებაში.

ამ აღიარებით Efma-მ შეაფასა ის ინოვაციები და ბიზნეს ინიციატივები, რომლებიც ჩვენ და მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა დავნერგეთ ბაზარზე 2020 წელს მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებისთვის,“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

მათივე ცნობით, ნიკა ქურდიანი თიბისიში მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულებას 2015 წლიდან უძღვება. მანამდე მან სხვადასხვა პოზიციაზე იმუშავა UniCredit Group-ში ავსტრიაში, თურქეთსა და ყაზახეთში.

ამჟამად ის ხელმძღვანელობს თიბისის გადახდების და მარკეტინგის მიმართულებებს და საერთაშორისო ციფრულ საბანკო პლატფორმას Space. ის, ასევე, არის TBC Uzbekistan-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

Efma-ს შესახებ:

Efma არის მსოფლიოს წამყვანი ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების მიერ დაარსებული ევროპის ფინანსებისა და მარკეტინგის ასოციაცია. ის მსოფლიოს 133 ქვეყანაში 120 ფინანსურ ჯგუფს აერთიანებს.

თავის გლობალურ ქსელში Efma აერთიანებს ფინანსური ინდუსტრიების გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და ხელს უწყობს მათ შორის კავშირს და ინფორმაციის გაცვლას.

Efma-ს მიზანია დაეხმაროს თავის წევრებს შექმნან საუკეთესო გამოცდილებასა და უნარებზე დაფუძნებული საზოგადოება თავიანთ ქვეყნებში. ასოციაციის მისიაა თავის წევრებს შორის გაავრცელოს ინოვაციური იდეები და ინფორმაცია საუკეთესო პრაქტიკების შესახებ.

დავით ზალკანიანი და ივანე
მაჭავარიანი

საქართველოს ორი ვიცე-პრემიერი ეყოლება

საქართველოს ორი ვიცე პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით გაიხსნა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგი პრაქტიკაში“.

1614247112

მეფუტკრეობის განვითარების საბჭოს რიგით მე-3 შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

1614246837

„სამსუნგი საქართველოში სმარტ მოწყობილობებისთვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში სამსუნგის წარმომადგენლობა ავრცელებს.

1614246373

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მოუწოდებს, რომ დაბრუნდეს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესში.

1614246325
პარლამენტი

საარჩევნო დარღვევების მიზეზების შემსწავლელი ს...

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია ოთხი წევრით დაკომპლექტდება, სადაც ორი წევრი ოპოზიციის, ორი კი უმრავლესობის წარმომადგენელი იქნება.

1614243867
პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 113 მლნ-ს აჭარბებს. განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.

„ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მო...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია „ფორმულას“ ტელეწამყვან ვახო სანაიას მიმართ განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა. 

გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა...

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.