მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: ჩვენთვის პრიორიტეტულია, რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ბიზნესს

პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც მაკროეკონომიკური მიმართულებით მუშაობენ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მაკროეკონომიკურ საკითხებსა და პანდემიის პერიოდში ბიზნესისთვის შექმნილ გამოწვევებზე. განიხილეს ბიზნესის წინაშე არსებული პრობლემები და COVID-19-ის გავლენა აღნიშნულ სექტორზე.

საუბარი შეეხო კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტულ ხედვას და ხაზი გაესვა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია ვაქცინაციის გააქტიურება, რათა რეალურად ამუშავდეს ბიზნესი და ეკონომიკა.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტულია, რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ბიზნესს, როგორც ცენტრალური მთავრობის, ისე რეგიონულ დონეზე, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკის განვითარების, მოქალაქეების დასაქმებისა და რეალური განვითარების ფუნდამენტის შექმნის მიმართულებით ბიზნესის როლი განსაკუთრებულია.

შეხვედრაზე საუბარი ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმას შეეხო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მუშავდება და ამ პროცესში, ბიზნესის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

მთავრობის მეთაურმა მზადყოფნა გამოთქვა, სამუშაო ჯგუფების ფორმატში შეხვედრების გაგრძელების შესახებ. შეხვედრაში ბიზნესასოციაციის წევრები, საფინანსო სექტორისა და ანალიტიკურ-კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.