ბიზნესი

რა კრიტერიუმებით შეირჩა ახალი გზის ასაშენებლად ქვეშეთი-კობის ლოკაცია - ჩატარებული კვლევების შესახებ გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა

ახალი გზის ასაშენებლად ქვეშეთი-კობის ლოკაცია
11:30 17.09
დაკოპირებულია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სულ მალე, ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის განხორციელებას დაიწყებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც უამრავ პრობლემას მოაგვარებს. პირველ რიგში კი, საცხოვრებელ პირობებს გაუუმჯობესებს ადგილობრივებს.

მიუხედავად ამისა, არაერთხელ დაისვა კითხვა, თუ რა ალტერნატივები არსებობდა ამ ტერიტორიაზე გზის აშენების დაგეგმვისას და რა კონკრეტული კრიტერიუმებით შეირჩა ქვეშეთი-კობის ლოკაცია. ამ კითხვაზე დეტალურად პასუხი გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ გასცა.

მისი განცხადებით, ქვეშეთი-კობის გზის პროექტირებისას არაერთი კვლევა ჩატარდა და გზების დეპარტამენტმა, სპეციალისტებთან ერთად, რამდენიმე მონაკვეთი დეტალურად შეისწავლა.

„თავდაპირველად, კვლევების შედეგად გამოვავლინეთ 30-ზე მეტი ალტერნატივა, ნულოვანი ალტერნატივის ჩათვლით. ნულოვანში ვგულისხმობ ვერსიას, რომ არაფერი შეიცვალოს და დარჩეს არსებული გზა. მომდევნო ეტაპზე კიდევ ჩავატარეთ კვლევები, მათ შორის გეოლოგიური, გეოტექნიკური, ვულკანური, გარემოსდაცვითი, სოციალური და ა.შ. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ეს გარდაისახა მულტიფუნქციურ ანალიზში, რომლის შედეგადაც, ყველა პარამეტრის გათვალისწინებით, კიდევ შევამცირეთ ალტერნატივათა სია, გავაკეთეთ საბოლოო შეფასება, რომლის საფუძველზეც, ქულების მინიჭების მეთოდით, შევარჩიეთ ერთადერთი და ყველაზე სწორი ვარიანტი. სწორედ ამ პროცედურების გავლით, ასეთი სიღრმისეული ანალიზის ჩატარების შედეგად, წარმოიქმნა და დამტკიცდა ის მარშრუტი, რის განხორციელებაზეც ვსაუბრობთ დღეს“, - აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ აღნიშნული გზა გადის ათ სოფელზე, რომელიც ზამთარში, კლიმატური და რელიეფური პირობებიდან გამომდინარე, მოწყვეტილია გარე სამყაროს და, ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივები სამედიცინო მომსახურებასაც ვერ იღებენ. გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ამ გზით ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა ჩნდება.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - LIVE

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება. პირველი სხდომები ჩატარდება ყველა, 3...
16 წუთის წინ
საქართველოს თავდაცვის უწყებამ ესპანელი პარტნიორებისგან უპილოტო სადაზვერვო სისტემები შეიძინა, არსებულ...
16 წუთის წინ
აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო, ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი...
17 წუთის წინ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე პოლიტიკურ პარტიებს...
26 წუთის წინ
ბაღები და უნივერსიტეტები 12 ოქტომბრიდან ბაღებში, 19 ოქტომბრიდან უნივერ...
12 ოქტომბრიდან საბავშვო ბაღები, აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებას განაახლებენ. ამ...
29 წუთის წინ
54 წუთის წინ
ადვოკატი: ნაფიც მსაჯულებზე ალბათ უარს ვი...
დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალ...
58 წუთის წინ
იოსებ ხახალეიშვილი: ერთად ვაქცევთ ქუთაის...
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხ...
58 წუთის წინ
აზერბაიჯანული მხარე - სომეხი სამხედროები...
აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სომეხი სამხედროები მშვიდობიან აზერბაიჯანულ მოს...