ბიზნესი

რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?

საუკეთესო შეთავაზებები
სამსუნგის ჰოლოგრამიან
სმარტფონებზე
1614246373
დაკოპირებულია

„სამსუნგი საქართველოში სმარტ მოწყობილობებისთვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში სამსუნგის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჰოლოგრამა სმარტფონის ყუთის წინა მხარეს არის განთავსებული, მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა (ოფიციალური Samsung საქართველოსთვის), ხოლო ფონად საქართველოს რუქის კონტურია დატანილი:

„სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით თქვენ მარტივად შეგიძლიათ განასხვაოთ ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისაგან.

სამსუნგის ოფიციალური სმარტფონის შეძენისას თქვენ გაქვთ ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურება. სამსუნგის ტექნიკოსები მუდმივად გადიან სწავლებებს და მხოლოდ მათ აქვთ წვდომა სამსუნგის ორიგინალ ნაწილებზე. ავტორიზებულ სერვის ცენტრში მიმართვისას მომხმარებელი სრულად არის დაცული მეორადი და არაორიგინალი ნაწილების გამოყენებისგან.

სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას, მომხმარებელი გარანტირებულად ყიდულობს ახალ და ორიგინალ პროდუქტს.

სამსუნგ ელექტრონიქსის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან: ალტა, ელიტ ელექტრონიქსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, მაგთი და ასევე ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონები სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.

ოფიციალური სერვის-ცენტრები საქართველოში: „ტექნოსერვისი“, „ტექპოინტი“, და „ელიტ სერვისი“ თბილისში, ხოლო „სერვის ექსპრესი“ ბათუმსა და ქუთაისში. ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონფლიქტოლოგი

„ზელენსკის მოქმედება მშვენიერი ილუსტრაცი...

„თავის დროზე, ზელენსკიმ თამამად განაცხადა, რომ რუსეთისგან ეს პროვოკაცია კუნთების თამაში იყო და როგორც ჩანს, რუსეთი ამჯერად ამით შემოიფარგლა. ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის, რადგან შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე, სანამ რუსეთი თავისას არ მიაღწევს და უკრაინას არ აიძულებს, ხელი მოაწეროს დონბასთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მას აწყობს“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი მასშტაბით განლაგების საკითხს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონში 63 ერთეული აუფეთქებელი საარტილერიო ჭურვი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

1619173586

თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველო ევროკავშირის ქსელში - Eurodesk გაწევრიანდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

1619173102

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმების მიმდინარეობის პროცესი გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

1619172822

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

1619172796
ქართული ჯარი

ჯარში არაადამიანური მოპყრობის საქმეზე შსს-ს ო...

ჯარში არაადამიანური მოპყრობის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ალეკო ელისაშვილი: ნუ ვახურდავებთ ძალიან...

„ნუ ვახურდავებთ ძალიან დიდ, მართლა რევოლუციურ ცვლილებებს და რეფორმებს თამარ ჟვანიამდე. ისეთი რეფორმა მოხდება, რომ ჟვანია კი არა, იოზეფ გებელსი რომ დანიშნო ცესკოს თავმჯდომარედ, ისიც ვერ აურევს ვერაფერს“,- ასე პასუხობს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტის კითხვას, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგი...

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაელა მარკსოვამ, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ და ელჩის მოადგილემ იანა გაშპარიკოვამ ზაჰესის ჰიდროექეტროსადგური დაათვალიერეს. სს „ენერგო–პრო ჯორჯია გენარაცია“ არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჩეხური კომპანია, რომელიც საქართველოს ენერგობაზარზე მოღვაწეობს 2007 წლიდან.

საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის პრე...

საქართველოს პრეზიდენტსა და მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადალახვა მიულოცა და ხაზი გაუსვა 19 აპრილის შეთანხმებაში საქართველოს პრეზიდენტის როლს.