ბიზნესი

როგორ შევუსაბამოთ განათება ინტერიერს

1მიჰაუსი - როგორ შევუსაბამოთ განათება ინტერიერს
16:20 14.09
დაკოპირებულია

განათების, ფერების, ფორმებისა და სივრცის ჰარმონია არის ინტერიერის სწორად, სასიამოვნოდ და კომფორტულად მოწყობის ფორმულა. ბევრი ჩვენგანი ბინის მშენებლობისას ძირითად ყურადღებას ვაქცევთ განლაგებას, კედლების ფერს და საერთოდ გვავიწყდება უმნივშნელოვანესი კომპონენტი – განათება.

rogor-shevusabamot-ganateba-interiers_o_h.jpegგანათება, გარდა იმისა, რომ ღამის საათებში სინათლეს გვაძლევს, მნივნელოვან როლს ასრულებს ინტერიერის დიზაინში. განათება განწყობაზეც მოქმედებს და ის მაკიაჟს შეიძლება შევადაროთ, რომელიც განსაზღვრავს იერსახეს, ფარავს ნაკლოვანებებს და წარმოაჩენს უპირატესობებს. საბოლოო ჯამში, ინტერიერის განათება ქმნის საერთო ხასიათს.

ამდენად, სამშენებლო–სარემონტო მასალების ამიერკავკასიაში უდიდესი ჰიპერმარკეტის „მიჰაუსის“ განათების დიზაინერები გვირჩევენ, რემონტის დაგეგმვისთანავე გავითვალისწინოთ და ჩამოვყალიბდეთ, თუ რა ტიპის და რამდენი სანათური დასჭირდება ჩვენს ოთახებს, აბაზანებს, სამზარეულოსა თუ აივნებს.

მით უმეტეს, რომ „მიჰაუსში“ ნებისმიერი ჭაღის შესაძენად ხელსაყრელი პერიოდია – 11 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით აქ 15%–იანი ფასდაკლება მოქმედებს!

„მიჰაუსი“ სწორედ ის ჰიპერმარკეტია, რომელიც გარანტირებულად შეგასრულებინებთ თქვენს გეგმებს. განათების მოწყობილობების ამოუწურავი რაოდენობაა აქ წარმოდგენილი და რაც მთავარია, აქ წარმოდგენილი განათების კოლექციები ექსკლუზიურად „მიჰაუსის“ დიზაინერების შეკვეთითაა შესრულებული და ყველა მათგანი უნიკალურია – ვერსად სხვაგან, არა მხოლოდ საქართველოში, ვერ ნახავთ ანალოგიურ ჭაღებს, ბრებსა თუ სხვა ტიპის სანათებს.

რით დავიწყოთ?

rogor-shevusabamot-ganateba-interiers_o_h.jpeg

მაშ ასე, ვთანხმდებით, რომ სწორად შერჩეული განათება უკეთესისკენ ცვლის დაგეგმარებას, ინტერიერის იერსახეს და ბინადართა განწყობას. შენობაში რომ სივრცე, ფორმები და ფაქტურები „გაცოცხლდეს“, აუცილებლად უნდა გავიაზროთ შუქჩრდილების გადასვლის დინამიკა კაშკაშა ფერიდან დაბურულზე.

  • თავდაპირველად, უნდა ჩამოვყალიბდეთ, რისთვისაა ეს ოთახი განკუთვნილი (მისაღები, საძინებელი, სამზარეულო და სხვ.) და შევარჩიოთ ფუნქციონალური სანათების ადგილები, რომლებიც საჭირო ადგილებში მოგვცემენ მიმართულ კაშკაშა შუქს. ეს სანათები სხვადასხვა ტიპის შეიძლება იყოს.
  • განვსაზღვროთ „მხატვარი“ შუქის წყაროების ადგილები. მათი დანიშნულება იქნება არქიტექტურული და დეკორატიული ელემენტების, ნახატების, ინტერიერის სტილის შემქმნელი ნივთების ფორმებისა და ფერის ხაზგასმა. ამ შემთხვევაშიც სხვადასხვა ტიპის სანათების შერჩევაა შესაძლებელი „მიჰაუსის“ უზარმაზარი ასორტიმენტიდან.
  • დაბოლოს, შეარჩიეთ მთელი ოთახის თანაბარი, ფონური განათებისთვის საჭირო ადგილი. ამისათვის საჭიროა ჭერზე დასამაგრებელი ან დასაკიდი სანათების გამოყენება. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელია იატაკზე დასაყენებელი სანათის გამოყენება, რომლის შუქი ჭერისკენაა მიმართული და იქიდან მთელს ოთახზე ირეკლება.
  • აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ და კარგად შევუხამოთ განათების ფერი ინტერიერის ფერებს (ცივი განათება, თბილი განათება).
  • თითოეული ოთახისთვის უნდა ჩამოვყალიბდეთ, როგორი ფორმების სანათი გვჭირდება. ისინი შეიძლება ერთნაირი დიზაინის იყოს, ან რადიკალურად განსხვავებული – მაგრამ ერთიან სტილს რომ ქმნიდნენ. სანათები შეიძლება ჩაიკარგოს ინტერიერში, ან სულაც დომინირებდნენ.

განათების სწორად შერჩევისთვის თქვენი სახლის ინსოლაციაც გასათვალისწინებელია და კიდევ ბევრი დეტალი, რომელთა შესაძებ ამომწურავ კონსულტაციას „მიჰაუსის“ სპეციალისტები გაგიწევენ.

ამიტომ, უნდა ვიჩქაროთ, რომ ხელსაყრელი ფასდაკლების პირობებში შევარჩიოთ და შევიძინოთ ჩვენი ინტერიერისთვის ასეთი მნიშვნელოვანი განათებები.

otakhis-ganateba_o_h.jpeg

საქართველოში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირე...

საქართველოში, დღეს კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 22 სექტემბრის...
15:53
„ჩვენ ისევ გვიწევს გაუარესებულ სიტუაციაში ცხოვრება. კვლავაც პანდემიის რეჟიმში ვართ“, - განაცხადა ჯან...
19:24
აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. როგორც აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინ...
19:22
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს, გენე...
18:36
ადიგენის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულია სოფელ...
18:22
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან კორონავირუსის სტატისტიკაზე საუბრობს ეზუგბაია: სიტუაციის მართვა, რომ შევძლოთ მოქალ...
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, იმისთვის, რომ საქართველოში და...
18:01
სექტემბერში ბერლინში ჩარტერული რეისი შეს...
Georgian Airways 27 სექტემბერს ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაცი...
ირაკლი ხახუბია მხატვართა საერთაშორისო არ...
„ქართული ოცნების“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკ...
გიორგი ლორიას თავის გაქანების გამო, მატჩ...
საქართველოს ნაკრების და ბერძნული „ანორთოსისის“ მეკარეს გიორგი ლორიას კლუბ „აპოლო...